ბეგი დარჩია: იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიადის საგზურების განაწილების წესი შეიცვალა, მაინც ყველა ლიცენზიას მოვიპოვებთ
გუშინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოჭიდავეთა მორიგ ჯგუფს უმასპინძლა - ამჯერად ბერძენ-რომაელებს, რომლებიც გერმანიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდნენ. სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს ოქროს მედალი ბორჯომელმა რევაზ ლაშხმა მოუტანა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

ოლიმპიურ კომიტეტში ლაშხი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიასა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილთან ერთად მიიწვიეს, მასპინძლობა კი კვლავაც სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გასწია. როგორც თავად განაცხადა, ამ ამპლუაში ის პირველად შეხვდა ევროპის ჩემპიონს.

გია ნაცვლიშვილი: "დღეს კიდევ ერთი სასიხარულო დღე გვაქვს, ვინაიდან მორიგ წარმატებულ მოჭიდავეს ვმასპინძლობთ. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში პირველად ვხვდები ევროპის ჩემპიონს. ცოტა საწყენია, ჩემპიონობა ამდენი ხანი რომ დაგვიგვიანდა, მაგრამ მინდა, რევაზ ლაშხს მივულოცო ეს გამარჯვება. ადამიანმა მართლაც ისე უნდა მოინდომო, რომ კარიერაში პირველივე მედალი ოქროსი მოიპოვო. როცა ერთ-ერთ შეკრებაზე მისი ჭიდაობა ვნახე, მომეწონა და ვთქვი, კარგადაა მომზადებული-მეთქი. იქნებ ევროპის ჩემპიონატში გაცილებით წარმატებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, მაგრამ შეჯიბრებამ გვაჩვენა, რომ ჭიდაობს არა ტიტულები, არამედ შრომა, მონდომება, ოფლისღვრა. იმარჯვებს ის, ვინც იმ წუთებში უკეთაა მომზადებული. ტურნირმა აჩვენა, რომ სადღეისოდ ამ წონაში ევროპაში ყველაზე უკეთეს ფორმაში ლაშხი იყო.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ფედერაციას, მწვრთნელებს, სპორტსმენს ამ გამარჯვებას, რაც მათი ერთობლივი მუშაობის შედეგია. იმედი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ ლიცენზიას არა მხოლოდ ლაშხი, სხვა მოჭიდავეებიც მოიპოვებენ. ჭიდაობებსა და ძიუდოში საგზურების სრულ კომპლექტებს ველოდებით, თუმცა ბერძენ-რომაელთა ნაკრებს მოსამატებელი აქვს. ვიმედოვნებ, მოუმატებენ კიდეც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ წარმატებას."

თემურ ყაზარაშვილი: "ლაშხს შეკრებებზევე ეტყობოდა, რომ კარგად იყო მომზადებული. ჩემპიონატზე ის ყველასგან გამორჩეული იყო. ძალიან ძლიერი ქვეჯგუფი გაიარა და იმდენად კარგად იჭიდავა, ზოგჯერ ჩვენც კი გაგვაკვირვა. ცხადია, ასეთ შეჯიბრებებზე მწვრთნელები ვაკვირდებით, ვინ გამოჩნდება ახალი, ვინ შეიძლება გახდეს ლიდერი. ასეთია ლაშხიც, რომელიც საუკეთესო იყო მთელ ჩემპიონატზე. რუმინელ ეუსებიო დიაკონუს ისე ტექნიკურად ეჭიდავა, მოგვერდით ისეთი სამქულიანი გდება გაუკეთა, გაგვაოცა."

რევაზ ლაშხი: "მადლობას გიხდით ყველას დახმარების და ქომაგობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ხელი შეგვიწყო მზადებაში და ამ წარმატებამდე მიგვიყვანა. იმედია, ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება და უკეთესი შედეგები გვექნება".

ბეგი დარჩია: "ეს წარმატება ლაშხის თავდადებამ და საქმისადმი სწორმა მიდგომამ განაპირობა. ფინალამდე მან ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ. აქვე დიდ მადლობას ვუხდი ყველა ხელძღვანელს დახმარებისთვის, რომლებმაც მაქსიმალურად კარგი პირობები შეგვიქმნეს მოსამზადებლად. დიდი ხანია, ჩემპიონი არ გვყოლია და სასიხარულოა, რომ ეს წარუმატებელი სერია შევწყვიტეთ."

პრესკონფერენციის დასასრულს ბეგი დარჩიას დამატებით რამდენიმე კითხვაც დავუსვით.

- თქვენი აზრით, რა მოხდა ლაშხის შემთხვევაში, რამ გამოიწვია მისი ასეთი მკვეთრი სახეცვლილება?

- შრომამ, საქმისადმი სწორმა მიდგომამ, გამარჯვების სურვილმა და ცხადია, იღბალმაც. ლაშხს გაუმართლა იმ მხრივ, რომ მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა არ მიუღია. სხვათა შორის, უიღბლობამ გერმანიაშიც ძალიან დაგვაზარალა - ანტონ მამაგეიშვილმა მეორე შეხვედრაში ფეხი იტკინა და ამან შეუშალა ხელი მედლის მოპოვებაში, თორემ საამისო ძალა ნამდვილად შესწევდა, კარგად იყო მომზადებული.

- ჩემპიონობა კარგია, მაგრამ საოლიმპიადოდ ალბათ გაგვიჭირდება ლიცენზიების მოპოვება.

- ჯერ ისევ ლაშხზე ვიტყვი. მას უფროსებში მედალი არ ჰქონდა, ახლა კი დამაჯერებლად გახდა ჩემპიონი. გუნდს რაც შეეხება, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობა ვერ წავიყვანე - გვაკლდა ვლადიმერ გეგეშიძე (84), მანუჩარ ცხადაია (74), არჩილ თურმანიძე (66), რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდაა და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოპტიმალური გუნდით წარვსდგებით.

საწადელის მისაღწევად მეტი შრომაა საჭირო. ვიმედოვნებ, ყველა ლიცენზიას მოვიპოვებთ იმის მიუხედავად, რომ საგზურების განაწილების წესი შეიცვალა.

- გუნდის ლიდერებზე - მანუჩარ კვირკველიასა (74) და რამაზ ნოზაძეზე (96) რას იტყვით?

- ევროპაზე კვირკველიას წაყვანა არ იგეგმებოდა. თავდაპირველი გეგმით, გვინდოდა, მას კარტოზიას ტურნირზე ეჭიდავა და ასე მოხვედრილიყო მსოფლიოზე, მაგრამ გერმანიაში მისი წაყვანა ტრავმებმა განაპირობა.

რამაზ ნოზაძე ვარჯიშობს და გულმოდგინედ ემზადება. ამ სპორტსმენში დავინახეთ, რომ ისევ უნდა ჭიდაობა. მთავარი კარტოზიას სახელობის ტურნირია, იქ დავინახავთ, ვინ როგორ ფორმაშია და ვის ექნება მსოფლიოზე წასვლის პრეტენზია.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე