ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მეორედ მოსვლა გელზენკირხენში

მეორედ მოსვლა გელზენკირხენში

ბუნდესლიგა. XXIX ტურის წინ: ფელიქს მაგათი შურისძიების სურვილით ბრუნდება, "ჰამბურგი" კი "დორტმუნდის" გაბრაზებას ეცდება
ბუნდესლიგა დასკვნით ფაზაში შედის და შესაბამისად, დაძაბულობა პიკს აღწევს. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, ინტრიგა ამ ტურშიც უდიდესია: გუშინ კრისტოფ დაუმს „ვერდერთან“ მატჩში საშინაო დებიუტი ჰქონდა და ფრეს დასჯერდა, დღეს კი, ფელიქს მაგათი გელზენკირხენში მტრის რანგში, თავისი „ვოლფსბურგით“ ბრუნდება.

ლიდერ „დორტმუნდს“ ძალიან საპასუხისმგებლო თამაში აქვს ჰამბურგში, ნიურნბერგში კი არანაკლებ საინტერესო ბავარიული დერბია. შტუტგარტში მთავარი თემა გადარჩენისთვის ბრძოლაა, „ზანკტ პაული“ „შალკესთან“ სკანდალური მატჩის შემდეგ ლევერკუზენში ჩადის, მიონხენგლადბახში კი რაინის უმძაფრესი დერბია.

ჰალო, ფელიქს!

მაგათი „შალკედან“ სულ რაღაც 24 დღის წინ გაათავისუფლეს და აი, „დესპოტი ფელიქსი“ გელზენკირხენში ბრუნდება - როგორც „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელი. ვოლფსბურგელებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ, მაგათის დანიშვნის შემდეგ კი ორი თამაში ჩაატარეს და ვერც ერთი ვერ მოიგეს (ორი ფრე). შესაბამისად, „მგლებს“ „შალკესთან“ მხოლოდ გამარჯვება სურთ და წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გელზენკირხენში მოგება თვითონ მაგათს.

„შალკეს“ ბრწყინვალე კვირა (5:2 მილანის „ინტერთან“) რომ არ ჩაუმწარდეთ, დღეს მაგათს გელზენკირხენიდან ქულაც კი არ უნდა გაატანონ. მაგათისა და რალფ რანგნიკის დაპირისპირება კი ცალკე სასაუბრო თემაა: წინა კვირაში „შალკეს“ ყოფილმა და ამჟამინდელმა მწვრთნელებმა ერთმანეთი მწარედ გააკრიტიკეს, თუმცა მილანში მოპოვებული გრანდიოზული გამარჯვების შემდეგ, მაგათმა რანგნიკი შეაქო.

„ვოლფსბურგს“ ორი წამყვანი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული ჰყავს: წინა ტურში არნე ფრიდრიხი მოედნიდან გააძევეს, მანჯუკიჩმა კი, მეხუთე გაფრთხილება მიიღო და დღეს ვერ ითამაშებს. რაკი მბოკანიც ტრავმირებულია, მაგათი იძულებულია, თავდასხმაში მხოლოდ ძველი გვარდიელის, გრაფიტეს იმედად იყოს. ამ კვირაში დიეგოსაც ემუქრებოდა დისკვალიფიკაცია, რადგან ერთი კვირის წინ ოხსს მაგრად ეუხეშა, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ „ვოლფსბურგის“ ბრაზილიელი გამთამაშებელი დაინდო.

შეუძლია ჰამბურგს დორტმუნდის გაბრაზება?

ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი „დორტმუნდი“ მორიგ გამოცდას ჰამბურგში აბარებს. მას მერე, რაც „ჰამბურგს“ მიხაელ იონინგი ავარჯიშებს, HSV-მ ორ თამაშში ოთხ ქულას მიუყარა თავი, რაც ნამდვილად არაა ცუდი შედეგი. ამ კვირაში კი გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს „ჰამბურგს“ აუცილებლად დატოვებენ ვეტერანი მეკარე ფრანკ როსტი და ნახევარმცველი პიოტრ ტროხოვსკი, დაპირებული ძირეული ცვლილებების პირველი ნაბიჯია.

მიუხედავად ცხრილში არაკომფორტული მდგომარეობისა, ჰამბურგელებს მიმდინარე სეზონზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევიათ: ჩრდილოგერმანული კლუბი საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად, ანუ, ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

„ჰამბურგში“ მცველ იორის მატიისენის თამაშია საეჭვო. „ბორუსიას“ კი სერიოზული საკადრო პრობლემები არ აქვს (თუ არ ჩავთვლით კაგავას არყოფნას, რომელსაც მეორე წრეში ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია). დორტმუნდელებმა წინა ტურში ამბიციური „ჰანოვერი“ 4:1 გაანადგურეს და უახლოეს მდევარ „ლევერკუზენს“ ისევ 7 ქულით უსწრებენ.

ვის უნდა ევროპაში?

„ჰანოვერისა“ და „მაინცის“, ასევე, „ნიურნბერგისა“ და „ბაიერნის“ მატჩებში საქმე ევროტურნირების საგზურებისა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მესამე ადგილისთვის ბრძოლას ეხება. „ჰანოვერმა“ მესამე ადგილი წინა ტურში დაკარგა, როცა დორტმუნდში წაგების შემდეგ, მეოთხეზე გადაინაცვლა, მესამე პოზიციაზე კი „ბაიერნი“ აძვრა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰანოვერს“ სამეულში მოხვედრას კატეგორიულად არავინ სთხოვს, მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა და მისი შეგირდები დღენიადაგ იმეორებენ, მესამე ადგილის თვალთახედვის არედან დაკარგვა არ გვინდაო. ამისათვის, ცხრილში მეზობლად მყოფი „მაინცის“ დამარცხებაა საჭირო, რაც ადვილი ნაღდად არ არის. თავის მხრივ, ქულები „მაინცსაც“ ჰაერივით სჭირდება, რათა მეხუთე ადგილი არ დაკარგოს. მაინცელებს დღეს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, მარცხენა მცველი ფუხსი არ ეყოლებათ, რომელიც ტურს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს.

„ნიურნბერგს“ რვამატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ აგერ უკვე ორი ტურია, მარცხდება. ფრანკებმა წინა ტურში კიოლნში უიღბლოდ წააგეს (0:1). მიუხედავად ამისა, ნიურნბერგში ყველა კმაყოფილი, მეტიც, ბედნიერია, რადგან 28 ტურის შემდეგ გუნდი მე-6 ადგილზეა და საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის, შესაბამისად, ევროპის ლიგაში გასვლის შანსი აქვს. დღეს „ნიურნბერგს“ ბავარიული დერბი აქვს „ბაიერნთან“, რაც „ფრანკენშტადიონზე“ ბრწყინვალე საფეხბურთო განწყობის შექმნის გარანტიაა. თანაც, ფრანკებს გოლეადორი იულიან შიბერი გამოუჯანმრთელდათ. რაც შეეხება „ბაიერნს“: რეკორდმაისტერისთვის ამ კვირაში მთავარი თემა არა „ნიურნბერგთან“ შეხვედრა, არამედ გულშემატკივრებისა და პრეზიდენტ ული ჰიონესის დაპირისპირება გახლდათ.

საინტერესოა, როგორ მოიქცევიან მიუნხენელი ქომაგები „ფრანკენშტადიონზე“, სადაც ისინი ყოველთვის არასასურველი სტუმრები არიან ხოლმე. პირველი წრის დაპირისპირებიდან, რომელიც მიუნხენელებმა 3:0 მოიგეს, ხავიერ პინოლასა და ბასტიან შვაინშტაიგერის ჩხუბი გეხსომებათ. საინტერესოა ისიც, რომ ნიურნბერგელთა ნახევარმცველი მეჰმეთ ექიჩი „ბაიერნის“ საკუთრებაა. იმასაც გაგახსენებთ, რომ შარშან, „ბაიერნიდან“ „ნიურნბერგში“ ანდრეას ოტლი და ბრენო იყვნენ განათხოვრებულები.

„ფრაიბურგისა“ და „ჰოფენჰაიმის“ მატჩში ერთმანეთს ისეთი გუნდები ხვდებიან, რომლებიც ცხრილის შუაში არიან და შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში არაფერი აღარ აინტერესებთ - გარდა სეზონის მშვიდად დამთავრებისა.

გლადბახის ბოლო შანსი?

საღამოს, „შტუტგარტი“ „კაიზერსლაუტერნს“ მასპინძლობს. ორივე გუნდი გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩაბმული, ერთმანეთთან კი მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ. გამარჯვების შემთხვევაში, შვაბები „ეშმაკებს“ გადაასწრებენ და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

კვირის ორივე თამაში უდიდეს ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი რაინის დერბი მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „კიოლნს“ შორის. „გლადბახისთვის“ ეს ფაქტობრივად გადარჩენის უკანასკნელი შანსია: ლუსიენ ფავრის გუნდს მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ „გლადბახს“ საკუთარ მოედანზე ყველაზე ცოტა ქულა აქვს მოპოვებული, „კიოლნი“ კი სტუმრად არ უქნია ღმერთს (მხოლოდ 6 ქულა 14 გასვლით მატჩში).

ტურს „ლევერკუზენისა“ და „ზანკტ პაულის“ დაპირისპირება დახურავს. „ფარმაცევტებს“ შეუძლიათ, შაბათს „დორტმუნდის“ თამაშს მშვიდად უყურონ და კვირას შესაბამისად იმოქმედონ. „ზანკტ პაული“ კი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მეორე ბუნდესლიგისკენ მიექანება.

გუშინ

აინტრახტი-ვერდერი 1:1

დღეს

შალკე-ვოლფსბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: ა. ფრიდრიხი, მანჯუკიჩი (ორივე ვოლფსბურგი)

ტრავმა: პანდერი, ყენია, კლუგე, მორიტცი, გავრანოვიჩი, ჰუნტელაარი - ჩიგერჩი, მბოკანი

ჰამბურგი-ბორუსია (დ) 17:30

ტრავმა: დრობნი, მატიისენი, კასტელენი - კაგავა, კელი, კრინგე

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30

ტრავმა: პუპლინი, ზალცი, ბეხმანი - იაისლე, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, ობასი

ჰანოვერი-მაინცი 17:30

დისკვალიფიკაცია: ფუხსი (მაინცი)

ტრავმა: ავევორი, ანდრეასენი - კარჰანი, სოტო, შალაი

ნიურნბერგი-ბაიერნი 17:30

ტრავმა: ფრანტცი, ბუნიაკუ - ვან ბუიტენი, ოლიჩი

შტუტგარტი-კაიზერსლაუტერნი 20:30

ტრავმა: ბიჩაქჩიჩი, ფ. დეგენი, აუდელი - შიმუნეკი, ნემეცი

ხვალ

ბორუსია (მ)-კიოლნი 17:30

ტრავმა: ვისინგი - იანულისი, შორხი

ლევერკუზენი-ზანკტ პაული 19:30

დისკვალიფიკაცია: კალა, ბარტელსი (ორივე ზანკტ პაული)

ტრავმა: მ. ფრიდრიხი, რენატო - ჰაინი, მორენა, ოჩიპკა, როთენბახი, ფოლცი, სამბრანო

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 28 20 5 3 58-17 65

2. ლევერკუზენი 28 17 7 4 57-34 58

3. ბაიერნი 28 15 6 7 60-34 51

4. ჰანოვერი 28 16 2 10 40-40 50

5. მაინცი 28 14 3 11 43-35 45

6. ნიურნბერგი 28 12 6 10 42-37 42

7. ჰამბურგი 28 12 5 11 43-44 41

8. ფრაიბურგი 28 11 5 12 35-39 38

9. ჰოფენჰაიმი 28 9 10 9 42-39 37

10. შალკე 28 10 6 12 33-33 36

11. კიოლნი 28 10 5 13 38-49 35

12. ვერდერი 29 8 10 11 39-55 34

13. აინტრახტი 29 9 6 14 29-39 33

14. კაიზერსლაუტ. 28 8 7 13 36-44 31

15. შტუტგარტი 28 8 6 14 47-50 30

16. ვოლფსბურგი 28 6 10 12 32-41 28

17. ზანკტ პაული 28 8 4 16 29-49 28

18. ბორუსია (მ) 28 6 5 17 38-62 23

ბომბარდირები: 19 - სისე (ფრაიბურგი), გომესი (ბაიერნი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 13 - ბარიოსი (ბორუსია დ).

• mentalitet

აკაკი გოგიას დაერხა!! :D აუ მაგათი რას უზავს მაგას

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია