NBA: "ჩიგაკო ბულზმა" კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, როცა აღმოსავლეთის ერთ-ერთი ფავორიტი - "ბოსტონი" უშანსოდ დატოვა
როგორც გუშინდელ ვწერდით, "სან ანტონიო სპურსმა" გაინაღდა პირველობა დასავლეთ კონფერენციაში და ახლა მხოლოდ "ჩიკაგოსგან" ემუქრება საფრთხე. სწორედ ეს გუნდები აცხადებენ პრეტენზიას რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვებაზე.

"ბულზი" ამ ეტაპზე ორი მოგებით ჩამორჩება "სპურსს", თუმცა ერთი თამაში თადარიგში აქვს. გუშინ, "ხარებმა" კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, როცა აღმოსავლეთის კიდევ ერთი ფავორიტი - "ბოსტონი" დატოვეს უშანსოდ. თუმცა ამ მატჩის შედეგისგან გლობალური დასკვნის გაკეთება არ შეიძლება, რადგან "ბულზი" უბრალოდ სიამოვნებას იღებდა თამაშისგან, "ბოსტონი" კი პლეი ოფისთვის ემზადება.

სტუმრებმა ლიდერის წინააღმდეგ ორმეოთხედნახევარი გაძლეს, რის შემდეგაც თითქმის წინააღმდეგობის გარეშე დათმეს შეხვედრა. დოკ რივერსმა მაქსიმალურად დატვირთა სათადარიგოთა სკამი. "სელტიქსის" დამრიგებელმა შეუზღუდა სათამაშო დრო თავის ლიდერებს და უახლოესი რეზერვი შეამოწმა.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ საათივით ჰქონდათ საქმე აწყობილი. დერიკ როუზი იოლად გაუსწორდა რაჟონ რონდოსა და "ბოსტონის" მთელ დაცვას და მატჩი ერთი მსახიობის თეატრად აქცია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ლუოლ დენგის დახმარებაც. ბრიტანელმა 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და 23 ქულა დააგროვა. მესამე მეოთხედის ბოლოს გადამწყვეტი გაქცევის განხორციელების შემდეგ, მასპინძლების მწვრთნელმა ტიმ ტიბოდომ თავისი ძირითადი ცენტრის - ჟოაკიმ ნოას დასვენება გადაწყვიტა. ამის მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში გუნდების პოზიციები არ შეცვლილა. "ხარებმა" გაიმყარეს პირველი ადგილი აღმოსავლეთში, "ბოსტონი" კი ჯერჯერობით დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს "მაიამის".

დღის მეორე მატჩში "იუტა" "პორტლენდს" მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი კონფერენციიდან პლეი ოფში გამსვლელი ყველა გუნდი ცნობილია, ყოველი მატჩის შემდეგ საუკეთესო რვა გუნდს შორის გარკვეული გადაადგილებები ხდება და გუნდები ცდილობენ, რაც შეიძლება მოხერხებული მეტოქე დაიბევონ მერვედფინალში. მაგალითად, "ბლეიზერსი" მეექვსე ადგილისთვის იბრძვის და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ან "დალასზე" ან "ოკლაჰომაზე" გადის.

უკვე პირველივე წუთებიდან ორეგონელები წინ გაიჭრნენ. მართალია, "იუტამ" ბოლო მატჩში სტუმრად მოუგო "ლეიკერსს", მაგრამ ამჯერად თავი ვერაფრით გამოიჩინა და მორიგი უშინაარსო შეხვედრა ჩაატარა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "ჯაზის" მხრიდან მატჩის ბედი მხოლოდ დევინ ჰარისსა და პოლ მილსეპს აღელვებდათ. მაგრამ მათ ვერაფერი გააწყვეს უფრო ორგანიზებული მეტოქის წინააღმდეგ. "პორტლენდის" რიგებში მთავარი მოქმედი პირები იყვნენ ჯერალდ უოლასი და ნიკოლა ბატუმი. სწორედ ამ დუეტმა განსაზღვრა გუშინდელი მატჩის შედეგი.

ჩიკაგო-ბოსტონი 97:81

26:18, 22:25, 23:17, 26:21

ჩ: როუზი (30+8 პასი), დენგი (23+6 მოხსნა), ბუზერი (14+12 მოხსნა).

ბ: პირსი (15), გარნეტი (10+10 მოხსნა), გრინი (10).

იუტა-პორტლენდი 87:98

18:27, 24:22, 25:30, 20:19

ი: ჰარისი (26+5 პასი), მილსეპი (19+10 მოხსნა), ჯეფერსონი (10+14 მოხსნა+5 პასი), ჰეივორდი (10).

პ: უოლასი (29+8 მოხსნა), ბატუმი (21), მეტიუზი (18+7 მოხსნა), ოლდრიჯი (12+11 მოხსნა), როი (11), მილერი (5+12 პასი+5 მოხსნა).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა