ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"რეალი" ბარსელონაში მიდის

"რეალი" ბარსელონაში მიდის

"რეალისა" და "ვალენსიას" სერია ხუთ მატჩამდე გაიწელა და თელ-ავივის "მაკაბი" კარგა ხანი ელოდა ნახევარფინალში თავისი მეტოქის გარკვევას
სრულად დაკომპლექტდა ევროლიგის "ოთხთა ფინალის" შემადგენლობა. "რეალისა" და "ვალენსიას" სერია ხუთ მატჩამდე გაიწელა და თელ-ავივის "მაკაბი" კარგა ხანი ელოდა ნახევარფინალში თავისი მეტოქის გარკვევას.

ამ სერიაში "ვალენსია" ღირსეულად გამოიყურებოდა და ერთადერთი, რაც მეხუთე შეხვედრაში "რეალის" სასარგებლოდ ლაპარაკობდა, საკუთარი მოედნის ფაქტორი იყო. მაგრამ თავიდან "სამეფო კლუბს" ამანაც ვერ უშველა. მასპინძლებისთვის თამაში კატასტროფულად დაიწყო - ომარ კუკისა და დუშკო სავანოვიჩის დუეტმა "ვალენსიას" 11:2 უპირატესობა მოუტანეს.

სტუმრები მთელი მეოთხედი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ პირველი ათი წუთი ექვსი ქულით მოიგეს. მეორე ათწუთეულში "რეალი" კიდევ უფრო არეული გავიდა მოედანზე. "ვალენსიამ" უპირატესობა გაზარდა და მხოლოდ მეოთხედის შუაში დაიწყეს მადრიდელებმა ჩამორჩენის თანდათან გაბათილება. ბოლოსკენ "სამეფო კლუბი" სამი ქულის მანძილზე მიუახლოვდა მეტოქეს. ამ გაქცევის ავტორები ანტიჩი და პრიჯიონი გახდნენ. უფრო მეტის გაკეთების საშუალება "რეალს" უკრაინელმა ლიშჩუკმა არ მისცა. თავის მხრივ, "რეალში" ახალი გმირი გამოჩნდა - კლეი ტაკერი, რომლის ორი სამქულიანით სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. დარჩენილ დროში თითო სამქულიანი გაცვალეს და მეორე ტაიმში თამაში პრაქტიკულად თავიდან იწყებოდა.

მესამე მეოთხედის სტარტზე "რეალმა" 8:2 გაქცევა შეძლო - მასპინძელმა შორეული ტყორცნებისას გაასწორა მიზანი. ახლა უკვე სვეტისლავ პეშიჩს მოუწია ტაიმ-აუტის აღება, რადგან ანგარიში "რეალის" სასარგებლოდ იყო - 48:44. ეს ყველაფერი პირველი მეოთხედის სტარტს ჰგავდა, ოღონდ გუნდებმა როლები გაცვალეს. ამოქმედდა "სამეფო კლუბის" დაცვა, დალაგდა შეტევითი მოქმედებები, "ვალენსია" კი აშკარად ნოკდაუნში აღმოჩნდა.

სტუმართა გამოფხიზლება ისევ და ისევ სავანოვიჩმა ითავა და მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "რეალი" მხოლოდ ორი ქულით იყო წინ - 52:50. სავანოვიჩი დამსახურებულ დასვენებაზე გავიდა და მისი გუნდი ისევ "დაიშალა". მეოთხე მეოთხედის წინ "ვალენსიას" ჩამორჩენა შვიდ ქულას შეადგენდა.

ბოლო მეოთხედში ორივე გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და უამრავი სამქულიანი ააცილა. ბოლოსკენ მასპინძლებმა საფეხბურთო სტილში დაიწყეს დროის გაყვანა, უკანასკნელ წამებზე კი აქცენტი ანტე ტომიჩზე გადაიტანეს, რომელმაც გუნდი არ დააღალატა. სამაგიეროდ, "ვალენსია" დააღალატა ნანდო დე კოლომ. ფრანგი ზედიზედ რამდენჯერმე შეცდა შეტევაში და ამასთან სრულიად არასაჭირო პერსონალურები შეაგროვა. ბოლო მეოთხედში ორივე გუნდმა ერთად 15 ქულა დააგროვა, "რეალმა" კი თავის უპირატესობას ერთი ქულა დაუმატა და ცხრა ქულით მოიგო - 66:58.

რეალი-ვალენსია 66:58

11:17, 29:25, 18:9, 8:7

რ: ტაკერი (12), სუარესი (12+10 მოხსნა), ტომიჩი (9+9 მოხსნა), ლიული (9).

ვ: სავანოვიჩი (19+6 მოხსნა), მარტინესი (16).

სერია: 3-2

1/2 ფინალი

მონტეპასკი-პანათინაიკოსი

რეალი-მაკაბი.

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო

თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!

გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა