ქართველი ძიუდოისტები თბილისის გრან პრისთვის ემზადებიან. პრაღის შეკრებისა თუ ამ ტურნირისთვის მზადების შესახებ გვესაუბრება ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე.

- როგორ ჩაიარა ერთობლივმა შეკრებამ, ტრავმა ან რამე ხელის შემშლელი მიზეზი ხომ არ ჰქონიათ ჩვენებს?

- ძალიან კარგი შეკრება გამოვიდა, ბიჭებმა ნაყოფიერად ივარჯიშეს. ტრავმა მხოლოდ ბექა ღვინიაშვილს ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდშია და ექიმის რჩევისგან გამომდინარე, ტატამზე ზედმეტ დატვირთვას მაინც ვერიდებოდით, რათა ბოლომდე მოუშუშდეს პარიზში ნატკენი ფეხი.

მასაც შიშის გრძნობა აქვს ჯერ - შებოჭილია, ბოლომდე ვერ ეყრდნობა, თუმცა თბილისის ტურნირისთვის სრულად იქნება გამოჯანმრთელებული.

გუნდის სხვა წევრებმა კარგად და ნაყოფიერად ივარჯიშეს. შეკრებაც ძლიერი გამოდგა - ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, დაახლოებით 600 სპორტსმენი იყო, მათ შორის - ძლიერებიც. თან, ზუსტად იმ დატვირთვების მქონე შეკრება იყო, რაც ამ ეტაპზე გვჭირდებოდა. ევროპის ჩემპიონატისთვის ცოტა სხვა კუთხით ვამზადებთ, მსოფლიოსთვის კი უფრო ძლიერი დატვირთვებით მოვემზადებით.

- თბილისის გრან პრის შემადგენლობა რა კრიტერიუმით განისაზღვრა?

- ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია. თან მისი ჩატარების დროც ხელსაყრელია - ისეთ ვადებში ტარდება, არც წონის დამკლებებს უშლის ხელს და არც - სხვებს.

ეროვნული ჩემპიონატის ყველა მედალოსანი მიიღებს მონაწილეობას. პლუს, დავამატეთ შარშანდელ სეზონში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მედალოსნები. მათ გამო, ვინც ახლა თბილისის შემადგენლობიდან ამოვარდა, ისინი აპრილში ანტალიაში იჭიდავებენ.

თბილისის ტურნირისთვის მზადების მიზნით 20 მარტს თბილისში შეკრებას დავიწყებთ. წინასწარი მონაცემებით, კარგი შეჯიბრება გამოდის.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
კორონავირუსის გამო თბილისის გრან პრი გაუქმდა
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [VIDEO]
ვალერი იაშვილმა თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [VIDEO]
თბილისის გრან პრი. I დღე: ორი ქართველი ფინალში, ორი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართველ ძიუდოისტებს 2 ბრინჯაოს მოგების შანსი აქვთ