სანდრო მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლმა" ამერიკის სტუდენტური ლიგის "მარტის სიგიჟედ" წოდებულ ფინალურ ტურნირში პირველი რაუნდი დაძლია. "მეკობრეები" კანზასის შტატის ქალაქ ვიჩიტაში გამართულ 1/64-ფინალურ მატჩში "ჩრდილო კაროლაინა სტეიტს" შეხვდნენ და 94:83 დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელი, რომელიც გუნდში ყველაზე ახალგაზრდათა კატეგორიას - "ფრეშმენს" განეკუთვნება, სათადარიგო იყო და მოედანზე 12 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და შეხვედრა 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. სანდრო მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა და ფიცარნაგზე იმ მომენტში იმყოფებოდა, როცა "მეკობრეთა" გამარჯვების საკითხი წყდებოდა.

გამარჯვებულებს 26 ქულით ხადინ კარინგტონმა ულიდერა. 20 ქულა ჰქონდა ეინჯელ დელგადოს, ხოლო 19 - მაილს პოუელს. მეორე წრეში, ანუ 1/32-ფინალში "სეტონ ჰოლი" შუა დასავლეთის რეგიონის პირველ ნომრად განთესილ "კანზასს" შეხვდება, რომელმაც 1/64-ფინალში "პენსილვანიას" 76:60 მოუგო. შეგახსენებთ, რომ "მარტის სიგიჟის" მონაწილე 64 გუნდი 4 რეგიონში - აღმოსავლეთში, დასავლეთში, სამხრეთსა და შუა დასავლეთშია განაწილებული. ანუ თითოეულში არის 16 უნივერსიტეტი.

"სეტონ ჰოლი" შუა დასავლეთში მე-8 ნომრად არის განთესილი, ხოლო მისი პირველი მეტოქე "ჩრდილო კაროლაინა" მე-9 გახლდათ. "მარტის სიგიჟის" ოთხთა ფინალში თითო რეგიონის თითო გამარჯვებული გავა. ანუ გუნდმა 4 მატჩი უნდა მოიგოს, რეგიონში რომ იპირველოს და ოთხთა ფინალში გავიდეს.

"კანზასისა" და "სეტონ ჰოლის" 1/32-ფინალური მატჩი ქალაქ ვიჩიტას "ინთრასთ ბანკ არენაში" 17 მარტს გაიმართება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
სანდრო მამუკელაშვილმა კონფერენციის ჩემპიონობა დაკარგა და NCAA-ის საგზური მოიგო
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის საპლეიოფო ამბები: ორმაგი დუბლი, თამაშიდან გაძევება და ფინალის საგზური
სანდრო მამუკელაშვილმა სეზონის ბოლო მატჩში "უოფორდთან" 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილმა ჩემპიონთან მატჩში 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა
მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი კონფერენციის ლიდერთან [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა