ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ პსჟ მეშვიდედ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით "ლიონს" გაუთანაბრდება. "სენტ ეტიენამდე" კი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი ათჯერ გახდა, ჯერ ადრეა...

ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე უნაი ემერის გუნდმა უკვე გაინაღდა ევროპალიგის საგზური, რომელიც მას, რა თქმა უნდა, არაფერში სჭირდება. სხვათა შორის, პსჟ-მა ერთი თამაშით მეტი ჩაატარა, რადგან 31-ე ტურის შეხვედრა "ანჟერთან" შუა კვირაში ნაადრევად ჩაატარა და კილიან მბაპეს დუბლის წყალობით 2:1 მოიგო.

ასე რომ, პარიზულმა კლუბმა ჩემპიონატში "პარკ დე პრენსზე" 16-ვე თამაში მოიგო ამ სეზონში.

"სენტ ეტიენის" რეკორდამდე (19 მოგება შინ 1974/75 წლების სეზონში) ბევრიც არაფერი რჩება.

ლიდერს საკმაოდ მძიმე მატჩი ელის მარიო ბალოტელის "ნიცასთან" სტუმრად. "ალიანზ რივიერაზე" პსჟ-ს ყოველთვის უჭირს. იტალიელი ფორვარდი აცხადებს, რომ მისი ბოლოდროინდელი კარგი თამაში იმდენად არ უკავშირდება თავად ფეხბურთს, რამდენადაც შინ შექმნილ კომფორტსა და კარგ სიტუაციას.

"საიდუმლო სახლში პარტნიორ კლელიასთან ბედნიერად ვცხოვრობ", - ამბობს ბალოტელი, რომელიც იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს.

ტურის მშვენება მატჩია "ველოდრომზე", სადაც მე-3 ადგილზე მყოფი "მარსელი" მე-4-ზე მყოფ "ლიონს" მასპინძლობს. "ლიონს" ლამის ბოლო შანსი აქვს, იბრძოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, რომელსაც ახლა უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

ამათი დაპირისპირება პირველ წრეში "ლიონმა" მარიანო დიასისა და ნაბილ ფეკირის გოლების წყალობით მოიგო.

ფაქტები

"მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 25 საშინაო მატჩიდან 22 მოიგო.

"ტრუამ" წააგო ბოლო 10 საგარეო მატჩი ლიგა 1-ში.

ბოლო 9 ტურია, რაც "მონაკოს" თამაშში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გააქვს.

"მონაკომ" "ლილს" ბოლო 4 მატჩში რვავე ტაიმი მოუგო.

პსჟ-მა ბოლო 14 ტურში 11 მატჩში შეძლო ორივე ტაიმის მოგება.

პსჟ-ის მოგებათა სერია ლიგა 1-ში ამჟამად 8-ტურიანია.

პსჟ-მა "ნიცას" სტუმრად ბოლოს 2015 წლის დეკემბერში მოუგო.

ბოლო 24 ტურიდან 22-ში "მარსელს" არ წაუგია.

"მარსელმა" "ლიონს" ძირითად დროში ბოლოს 2014 წლის მაისში მოუგო - 4:2.

ლიგა 1. XXX ტური

პარასკევი, 16 მარტი

მონაკო-ლილი 23:45

შაბათი, 17 მარტი

ბორდო-რენი 20:00

ამიენი-ტრუა 23:00

ანჟერი-კაენი 23:00

მონპელიე-დიჟონი 23:00

ტულუზი-სტრასბური 23:00

კვირა, 18 მარტი

ნიცა-პსჟ 16:00

მეცი-ნანტი 18:00

სტ. ეტიენი-გენგამი 20:00

მარსელი-ლიონი 23:59

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან