მალაიზიის გრან-პრის საკვალიფიკაციო რბოლაში გერმანელმა ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი") 0.1 წამზე ოდნავ მეტი დროით აჯობა
"რედ ბულის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა მალაიზიის გრან-პრის საკვალიფიკაციო რბოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც მოქმედი ჩემპიონისთვის 2011 წლის სეზონში მეორე შესაძლებლობიდან მეორე, კარიერაში კი მე-17 პოულ-პოზიციაა.

გერმანელმა 0.1 წამზე ოდნავ მეტი დროით აჯობა "მაკლარენის" პილოტს, ლუის ჰემილტონს, რომელსაც პირველი პოზიცია ბოლო მომენტშიღა დაათმობინა.

მესამე და მეოთხე პოზიციები "ფერარისა" და "რენოს" პილოტებმა გაინაწილეს. კვალიფიკაციაში მეხუთე და მეექვსე ფერნანდო ალონსო და ნიკ ჰაიდფელდი, მეშვიდე და მერვე კი - ფელიპე მასა და ვიტალი პეტროვი იყვნენ. ათეულში მოხვდნენ "მერსედეს გპ"-ის პილოტი ნიკო როსბერგი და "ზაუბერის" მრბოლი კამუი კობაიასი.

საუკეთესო ათეულში კვლავაც ვერ მოხვდა მიხაელ შუმახერი. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, როგორც პირველ ეტაპზე მელბურნში, ამჯერადაც მეთერთმეტეა.

ავსტრალიის გრან-პრისგან განსხვავებით, გუნდ HRT-ის პილოტებმა კვალიფიკაციის პირველი სეგმენტის საუკეთესო დროის 107-პროცენტიანი ბარიერი დაძლიეს და ვიტანტონიო ლიუციც და ნარაინ კარტიკეიანიც რბოლაში სტარტზე იქნებიან.

ბოლო სასტარტო რიგიდან რბოლას რუსული ლიცენზიით მოასპარეზე Marussia Virgin Racing დაიწყებს.

ამრიგად, 2011 წლის სეზონის მეორე რბოლაში, რომელიც კვირას, 10 აპრილს გაიმართება, მონაწილოებას 24 პილოტი მიიღეს.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა