საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ლიგის მესამე წრეში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

პოლონური გუნდის 66:21 განადგურების შემდეგ, ალექსი ჯაფარიძისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა მასპინძლებიც დაამარცხეს. ქართველების მეტოქე ლატვიური "იუგლა" გახლდათ, ტურნირზე 11-დან 8 მოგება ჰქონდა და ლიდერთა შორის გახლდათ. საქართველოს ნაკრებმა ლატვიური გუნდი 15 ქულის სხვაობით - 45:30 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ქართველები მხოლოდ 3 ქულას იგებდნენ. ჯაფარიძის გუნდმა მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა, რომელიც მასპინძლებს 14:3 მოუგო და მესამე წრის ფარგლებში 2-დან 2 გამარჯვება მოაგროვა. საერთო ჩათვლაში კი ჩვენს ნაკრებს 7 მოგება და 5 მარცხი აქვს და ოთხთა ფინალში გასასვლელად დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვება მართებს.

დილანდელი მატჩის მსგავსად, საქართველოს ნაკრებში 10 ქულით ბომბარდირი გუჯა ხვედელიძე გახდა. 9 ქულა მოაგროვა ლუკა ხუციშვილმა, ხოლო გიორგი მოსიაშვილის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. ჩვენს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დარბაზში მყოფი გულშემატკივრებისგან. ქართველების მატჩებს ესწრებიან და ქომაგობას არ აკლებენ ლატვიაში საქართველოს საელჩოს წარმოადგენლები და პირადად ელჩი თიმურაზ ჯანჯალია.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 17 მარტს ჩაატარებს. ქართველების მეტოქე იქნება კვლავ ლატვიური გუნდი - რიგის "კრაულა/ვეფ". შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
3x3SPRING2026-ის სერიების მორიგი ტურნირი დენტისტებმა მოიგეს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
[PHOTO] ლიეტუველი ქომაგების მოწოდება ხვიჩა კვარაცხელიას
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგა პოლონელების დამარცხებით დაიწყო
15-წლამდელებმა ბელარუსიც დაამარცხეს
U15. საქართველოს ნაკრებმა ოთხთა ტურნირზე ლიტვა გაანადგურა
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების შეკრება
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგისთვის ემზადება