გასული უქმეების მთავარი ბრძოლა არგენტინელი მარკოს მაიდანასა (30-2, 27KO) და ლეგენდარული მექსიკელი ერიკ მორალესის (51-7, 35KO) დაპირისპირება იყო
გასული უქმეების მთავარი ბრძოლა, რა თქმა უნდა, არგენტინელი მარკოს მაიდანასა (30-2, 27KO) და ლეგენდარული მექსიკელი ერიკ მორალესის (51-7, 35KO) დაპირისპირება იყო. ლას ვეგასის "MGM-გრანდის" რინგზე თამაშდებოდა სუპერმჩატე წონაში WBA-ის დროებითი ტიტული.

პრაქტიკულად ყველა სპეციალისტის პროგნოზით ამ ბრძოლის შედეგი თავიდანვე ცნობილი იყო. არგენტინელი კარიერის ზენიტში იმყოფება, 34 წლის მორალესის საუკეთესო წლები კი დიდი ხანია უკან დარჩა. ვეტერანმა 2005-07 წლებში ოთხი მტკივნეული მარცხი განიცადა და კრივიდან თითქოს სამუდამოდ წავიდა. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ყოფილმა ჩემპიონმა დაბრუნება გადაწყვიტა და ეს ნაბიჯი ბევრმა არ მოუწონა, თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც მორალესი სიმამაცის გამო შეაქეს.

მექსიკელმა დაბრუნების შემდეგ სამი მეტოქე დაამარცხა (ხოსე ალფარო, უილი ლიმონი და ფრანსისკო ლორენცო), მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მაიდანასთან ის თითქმის უშანსოდ იყო.

ბრძოლის წინ არგენტინელმა განაცხადა, რომ არ აპირებდა რინგზე 12 რაუნდის ჩატარებას და ნოკაუტი ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ ნოკაუტი კი არა, მორალესმა კინაღამ დიდი სენსაცია შესთავაზა კრივის მოყვარულებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მაიდანამ პირველივე რაუნდში წარბი გაუხეთქა მორალესს. მიუხედავად ამისა, მექსიკელმა უკვე მეორე რაუნდში უპასუხა ფავორიტს, რის შემდეგაც თანდათან აღადგინა თანაფარდობა და მეხუთე რაუნდი საერთოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მერვე რაუნდში მორალესმა ისევ განახორციელა რამდენიმე მტკივნეული დარტყმა, მაგრამ მაიდანამ მე-11 და მე-12 რაუნდებში უპირატესობა დაიბრუნა და გაჭირვებით მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. სამი მსაჯიდან ერთმა ფრე დააფიქსირა, ორმა კი მცირე უპირატესობა არგენტინელს მიანიჭა- 114:114, 116:112, 116:112.

ერთი საინტერესო ბრძოლა გაიმართა სუპერმძიმე წონაში. ამერიკის ქალაქ ნიუარკის რინგზე სარეიტინგო შეხვედრაში ურთიერთობა გაარკვიეს პოლონელმა ტომაშ ადამეკმა (44-1, 28KO) და ამერიკელმა კევინ მაკბრაიდმა (35-9 -1, 29KO).

ბევრისთვის უცნაური იყო პოლონელის მხრიდან არაფრით გამორჩეულ ბრძოლაზე დათანხმება. ადამეკს სექტემბერში ვიტალი კლიჩკოსთან უწევს შეხვედრა და წესით, მთელი ყურადღება ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისკენ უნდა გადაეტანა, მაგრამ ადამეკმა ხანგრძლივი პაუზა ვერ აიტანა და რინგზე გასვლა გადაწყვიტა.

ისევე როგორც მაიდანასა და მორალესის შეხვედრაში, აქაც ბრძოლას გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა - ტომაშ ადამეკი. მაკბრაიდმა კრივის სამყაროში სახელი 2005 წელს გაითქვა, როცა მაიკ ტაისონი დაამარცხა, თუმცა მაშინ "რკინის მაიკი" სულაც აღარ იყო რკინის. ამით ამოიწურება კევინის დამსახურებები პროფესიულ კრივში. ბოლო ხუთ ბრძოლაში მაკბრაიდს მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული, ისიც სრულიად უცნობი მოკრივის წინააღმდეგ.

მაყურებელმა აქაც ვერ იხილა ნოკაუტი, თუმცა მსაჯების შეფასებით ადამეკს უდიდესი უპირატესობა მიანიჭეს. წარმოშობით ირლანდიელმა მაკბრაიდმა ვერაფერი დაუპირისპირა ადამეკის სისწრაფესა და ძლიერ დარტყმებს. მასპინძელმა 12 რაუნდი გაძლო, თუმცა მსაჯებმა მას შანსი არ დაუტოვეს: 120:107, 119:108, 119:108.

შაბათს კიდევ ორი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა. მაიდანასა და მორალესის შეხვედრის ანდერკარდზე შედგა ამერიკელი რობერტო გეგეროსა (29-1-1, 18KO) და ავსტრალიელი მაიკლ კატსიდისის (27-4, 22) ბრძოლა, რომელშიც WBA-სა და WBO-ის დროებითი ტიტულები თამაშდებოდა.

აქაც ყველაფერი 12 რაუნდის შემდეგ გადაწყდა. ორივე მოკრივე აქტიურობდა, მაგრამ გეგეროს დარტყმები უფრო ზუსტი იყო, რაც მსაჯებმა ასე შეაფასეს: 117:108, 118:106, 118:107.

დაბოლოს, სუპერსაშუალო წონაში გერმანელმა რობერტ შტიგლიცმა (40-2, 23KO) WBO-ის ტიტული შეინარჩუნა სომეხ ჰორენ გევორთან (31-6, 16KO) ბრძოლაში.

მაგდებურგის რინგზე ბრძოლა შტიგლიცის უპირატესობით დაიწყო, რომელიც ზედიზედ ურტყამდა მოწინააღმდეგეს. გევორი მყარად იდგა ფეხზე და მართალია, მესამე რაუნდში წარბი გაუსკდა, მაგრამ მაინც ცდილობდა პასუხის გაცემას.

ყველაფერი მეცხრე რაუნდში გადაწყდა, როცა გევორმა წესები დაარღვია და შტიგლიცი რინგზე მოჭიდავის ილეთით დასცა. მსაჯმა სომეხს დისკვალიფიკაცია მისცა და გამარჯვება მასპინძელ მოკრივეს მიანიჭა. გევორი ვერ დაწყნარდა და ახლა მსაჯს ეცა, რიმ შემდეგაც პოლიციას მოუწია მისი რინგიდან გაყვანა [იხილეთ ვიდეო].

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა