მაკა იტალიურ პომეციაში, მცირე საერთაშორისო ტურნირში პირველ ნომრად იყო განთესილი და ეს პირველობა კორტზეც დაამტკიცა
28 წლის მაკა ჩახნაშვილმა (234) კარიერის მორიგი ტიტული მოიგო - ის იტალიურ პომეციაში, მცირე საერთაშორისო ტურნირში (10 ათასი დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი და ეს პირველობა კორტზეც დაამტკიცა. მაკას თბილისის საერთაშორისო ტურნირის მერე, როცა სექტემბერში ფინალში თანამემამულე თათია მიქაძე დაამარცხა, არსად უმარჯვია. პომეციაში გამარჯვება ბევრს ვერ შემატებს ჩვენებურის მონაგარს (12 ქულა), მაგრამ მაკა წინ მაინც წაიწევს რეიტინგში.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ანასტასია გრიმალსკა დაჯაბნა - 6:2, 6:3, ფინალში კი ასევე მასპინძელს, მე-7 ნომრად განთესილ ანალიზა ბონას (357) მოუგო - 1:6, 6:2, 6:2.

თურქულ ანთალიაში (10 ათასი დოლარი) ეკა გორგოძემ (554) მეოთხედფინალში უნგრელ ვასილისა ბულგაკოვას მოუგო - 6:3, 6:3, მაგრამ ნახევარფინალში ჰოლანდიელ კვირინ ლემოინთან დამარცხდა - 6:1, 2:6, 4:6.

საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა (188) სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგშია, სადაც 100-ათასიან ტურნირში მონაწილეობს. ჩვენებურის პირველი მეტოქე ადგილობრივი ჩოგბურთელი მადრი ლერუა იქნება - 15 წლის ლერუა ურეიტინგოა და ასეთ პრესტიჟულ ტურნირში "უაილდ ქარდის" წყალობით მოხვდა. ამერიკულ ოსპრეიში 25-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ვიხილავთ 25 წლის სალომე დევიძეს.

ერთ დროს ქვეყნის პირველ ჩოგანს, ოქტომბრის მერე არსად უთამაშია. მაკა ჩახნაშვილი ისევ პომეციაში რჩება, სადაც მიჯრით მეორე ტურნირი იმართება და ჩვენებური იქაც პირველ ჩოგნად იქნება განთესილი და ზედიზედ ორი ტურნირის მოგებას შეეცდება. ამავე ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს სოფიო ქვაცაბაიაც (409). ანთალიაში რჩება ეკა გორგოძე, რომელსაც 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში "უაილდ ქარდი" მიანიჭეს, მაგრამ ამავდროულად პირველ ნომრად არის განთესილი. ანა ტატიშვილი (115), სოფიო შაფათავა (284) და სხვები მომავალ კვირაში ისვენებენ.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა