რუსულმა გამოცემა bombardir.ru-მ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან დიდი ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ის საქართველოს ნაკრებსა და საკუთარ შვილზე საუბრობს.

- საქართველოს ნაკრებში მუშაობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შუაში დაიწყეთ. ამასთან ერთად, ქართველებს ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსიც არ ჰქონდათ. რატომ?

- მიყვარს ახალი გუნდების შექმნა. ასე იყო "არტმედიასთან" სლოვაკეთში. ნულიდან ვიწყებდი და როცა "კაირათში" გადავედი, მაშინაც ახალი ეპოქა იწყებოდა. თავს უფრო მშენებლად ვთვლი, ვიდრე მწვრთნელად. ყველგან შენებას ნულიდან ვიწყებ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არც ისე დიდი ხნის წინ სათავეში საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ლევან კობიაშვილი ჩაუდგა. ის "შალკესა" და "ჰერტაში" თამაშობდა, ქართულ ფეხბურთში ახალი იდეებით მივიდა და უნდა, საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთი უკეთესი გახდეს.

ჩემთვის საინტერესოა ამ ახალ პროექტში მუშაობა და ახალი საქართველოს ნაკრების აშენება. მხოლოდ მადლობა თუ მეთქმის ლევანისთვის ნდობისა და შანსისთვის, ახალი გამოცდილება მივიღო.

- ქართული ფეხბურთი ახლა მკვდარი უფროა, ვიდრე ცოცხალი. ნაკრებიც ძალიან სუსტია. არ გეშინიათ, რომ მხოლოდ CV-ს გაიფუჭებთ?

- ჩემთვის პატივია საქართველოს ნაკრების გაწვრთნა. ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ძლიერები იყვნენ და მაღალ დონეზე თამაშობდნენ. საბჭოთა კავშირის დროს თბილისი ევროთასს იგებდა. ხოლო კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა ევროპაში: კალაძე, არველაძე, კობიაშვილი, დემეტრაძე. არ გეთანხმები, რომ ქართული ფეხბურთი სუსტია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, შესანიშნავი საფეხბურთო ისტორია და მას პატივი უნდა ვცეთ.

- ისტორია კარგია, მაგრამ ყველას ესმის: ეს წარსულია. მუნდიალის შესარჩევში ერთი მატჩიც არ მოგიგიათ...

- ახლა თაობათა ცვლა მიდის, მაგრამ გუნდი ძალიან ახალგაზრდული და პერსპექტიულია. შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ვეტერანი მყავს - დვალიშვილი და კანკავა. დანარჩენები 20-22 წლისები არიან. ბევრი ევროპულ გუნდში თამაშობს. არიან ისეთებიც, ვინც იტალიასა და ესპანეთში თამაშობს. შეიძლება ეს ლა ლიგა და სერია A არ იყოს, არამედ სეგუნდა და სერია B, მაგრამ ესეც მაჩვენებელია. ასეთ გუნდთან მუშაობა საინტერესოა და შედეგის მიღწევა შეიძლება.

- რა შედეგს უნდა მიაღწიოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებმაც ორ მატჩში მკვდარ მოლდოვასაც კი ვერ მოუგეს?

- ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარგი გასვლითი მატჩები გვქონდა უელსისა და ავსტრიის წინააღმდეგ, რომლებთანაც ფრეს მივაღწიეთ. შინ ირლანდიასთან არ დავმარცხდით. მოლდოვასთან შინ უნდა მოგვეგო. 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ გაცკანმა რაღაც დაუჯერებელი დარტყმით გაიტანა და გუნდს ქულა მოაპოვებინა.

მეორე მატჩში უკვე მე ვმუშაობდი. ცუდად დავიწყეთ და უკვე 0:2-ს ვაგებდით პირველი ტაიმის დასაწყისში, მაგრამ მერე გავათანაბრეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ერთხელ ხარიხას მოვარტყით, ორი-ერთზე გასვლა ვერ დავასრულეთ გოლით. მუშაობას გავაგრძელებთ, ტაქტიკურად მოვუმატებთ და შემდეგ შესარჩევ ტურნირზე უკეთესი შედეგი გვექნება.

- რატომ განიცადა ქართულმა ფეხბურთმა ასეთი დეგრადაცია, თუნდაც 90-იანებთან შედარებით?

- მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურაა. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან და ვერ ვარჯიშობენ, რადგან პირობები და ინფრასტრუქტურა არ არის. ახალი სტადიონები, ბაზები, საფეხბურთო ცენტრები უნდა ააშენო.

როცა სხვა ქვეყნები ამას აკეთებდნენ, საქართველოში ამისთვის არ ეცალათ. ქვეყანამ რთული პერიოდი დაძლია. ახლა ყველაფერი ლაგდება. შენდება ახალი აკადემიები, მოედნები, საბავშვო სკოლები ვითარდება. ქართველ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოვა.

- თქვენი შვილი სლოვაკეთის ნაკრების ფეხბურთელია. 24 წლის ასაკში ის ყატარში წავიდა, არადა, აქამდე "ესპანიოლში", "ბოლტონსა" და "მანჩესტერ სიტიში" იყო. მესმის, რომ იქ 30-34 წლის ასაკში წასულიყო. რატომ უნდა წახვიდე ყატარში ასეთ ასაკში?

- მესმის შენი და ბევრ რამეში გეთანხმები. მან "მანჩესტერ სიტიში" დაიწყო, ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა, შემდეგ იჯარით "ბოლტონში" იყო. "ესპანიოლში" კარგი სეზონი ჰქონდა, ძირითადის წევრი იყო. კიევის "დინამოში" ეძახდნენ, მაგრამ კარიერის გაგრძელება ესპანეთში ან იტალიაში სურდა. როგორც მამას, მეც ეს მინდოდა, მაგრამ ყატარში ისეთი შეთავაზება გაუკეთეს, რაზეც უარი ვერ თქვა.

რა თქმა უნდა, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. მინდოდა, რომ ევროპაში დარჩენილიყო, მაგრამ ვოლოდია დიდი ბიჭია და თავად უნდა გააკეთოს ცხოვრებაში არჩევანი. ის მოვიდა ჩემთან და გულწრფელად მითხრა: "მამა, ოჯახი მყავს და ფული უნდა ვიშოვო". როგორც მწვრთნელს და საფეხბურთო ადამიანს, არ მესმის ჩემი შვილის, მაგრამ როგორც კაცს, მესმის. ის კაცია, რომელმაც ოჯახი უნდა უზრუნველყოს და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი ცოლი და ბავშვები კარგად ცხოვრობდნენ და არაფერი დააკლდეთ.

- დმიტრი სელიუკმა პრესაში თქვა, რომ მინო რაიოლამ სპეციალურად ჩაშალა თქვენი შვილის ტრანსფერი კიევის "დინამოში" და "ესპანიოლში" მოაწყო, რომ მერე "სიტისთვის" წაერთმია. ეს სიმართლეა?

- კიევის "დინამოს" ვარიანტი, მაგრამ რაიოლას სპეციალურად არაფერი გაუკეთებია. მას დიდი ხანია ვიცნობ და კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაიოლა შესანიშნავი ადამიანია, არასდროს მოიქცეოდა მასე.

- როგორია მინო რაიოლა ურთიერთობაში?

- ის დაახლოებით 9 წლის წინ გავიცანი და მთელი ეს პერიოდი მხოლოდ ვწერდით ან ტელეფონით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. დაახლოებით 7 წელი ალბათ ცოცხლად არ მინახია. ის ძალიან დაკავებულია. რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან ერთად მონაკოში ვისვენებდი და მინოც იქ იყო. ისიც ოჯახთან ერთად ისვენებდა. ორივე სასიამოვნოდ გაკვირვებულები ვიყავით და გაგვეცინა, რადგან ამდენი წლის მიმოწერის შემდეგ ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით.

kashialegend
სანამ კორუფცია იქნება ქართულ ფეხბურთში და ახლობლობით ფეხბურთელების მოწყობა არაფერი გვეშველება. ლევან კობიაშვილი ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო,მაგრამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა. მან გათავისუფლა ალბათ თანამედროვე ქართველ მწვრთნელებში გამორჩეული ადამიანი. არც ქეცბაია იყო გასაშვები,რომელიც ჟურნალისტებმა კრიტიკის ქარცეცხლი დატეხეს. დაცვიდან თამაშობს გუნდიო და მას რამდენადაც მახსოვს შედეგი მოთხოვეს და შემტევ ფეხბურთს ვერ ათამაშებდა,მაშინ როცა მჭედლიძე სულ ტრანვიანობს და გოლ გაუტაელი დვალიშვილი ყავდა გუნდში. რაც შეეხება ვაის და მის შედეგს: შედეგი გასაკვირი არა,გასაკვირი ის უფროა კიდევ ტრენერი რატომ არის ჩვენი გუნდის. ადრე ძოძუაშვილის და არველაძეების კლანი მეფობდა და ეხლა კალაძე კობიაშვილის. ცოტა მაყუთი აქვთ ნაშოვნი,რო ქართულ ფეხბურთს დაერივნენ. თუ ხარ ფეხბურთის გულშემატკივარი და გინდა რო განავითარო, კალაძეს დიდი ფული აქვს და ჩადოს თუნდაც ან თბილისის მერობა რა ჩემი კოსტაკურტობა ან თუნდაც პარლამენტარობა. ყაველაშვილიც დეპუტატის მანდატს ატარებს და როდის მიიღო უმაღლესი განათლების ხარისხი,რომლის გამოც უარი უთხრეს ფედერაციის პრეზიდონტობაზე. აქედან დასკვნა:ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებთ ფეხბურთის განვითრება,არც ჟურნალისტებს გაინტერესებთ და ტყუილს კი არ ამბობდა ქეცბა,რომ 3 არხზე ერთად ერთი თამაში გადიოდა და საქართველოს ჩემპიონატს არავინ აშუქებდა და მთავარი მიზეზი,გულშემატკივრობასაც მაგრად ახატია,რომლებსაც 1-2 ლარის გამაზვა ენანებათ ჩვენი ჩემპიონატის საყურებლად და ვიღაც ჯაზმენის კონცერტის ბილეთში 200 და 300 ლარებს იხდიან. მიუხედავად შედეგისა მადლობა ჩემს ძმებს ფეხბურთელებს,იმისათვის რასაც აკეთებენ და ბოლომდე იხარჯებიან. ეკრანიდან ვერ დაინახავენ იმ მონდომას და ვინც მიდის სტადიონზე ის ხედავენ ყველაფერს
Dato
რუსი და ჩვენზე გული შესტკივა?
A
ბოდიში და კუპერი შემთხვევით მსოფლიოს ხომ არ თამაშობს... შეეშვით მწვრთნელებს.
lashamax
მკვდარ მოლდოვას რომ ორი თამაშიდან ერთსაც ვერ მოუგებ ამის შემდეგ თუ რაიმე თავმოყვარეობა და ქვეყნის სიყვარული გაქვს მწვრთნელი უნდა მოხსნა.
როგორ გული შესტკივა
როგორ გული შესტკივა რუს ჟურნალისტს ქართულ ფეხბურთზე თუ დაგვცინის? 0,0
haha
"ქართული ფეხბურთი ახლა მკვდარი უფროა, ვიდრე ცოცხალი." "რა შედეგს უნდა მიაღწიოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებმაც ორ მატჩში მკვდარ მოლდოვასაც კი ვერ მოუგეს?" აი ამ ფრაზებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. აი ასე ფიქრობენ ჩვენზე, ხოლო რუსები პირდაპირ ამბობენ. საწყალ ქეცბაიას ამ ფრაზის გამო აგინებდნენ. მკვდარია, ბაბაია, მკვდარი. მაგას ვაი და ვუი ვეღარ უშველის.

რა მაინტერესებს: ხან რუსული, ხან აზერბაიჯანული, ხან ყაზახური გამოცემების ინტერვიუებს რო აქვეყნებთ, ერთხელ თქვენც რო ჩაწეროთ ეგ კაცი არ გიცდიათ? -_-
ebbe sandi
აი კაცო კაცური კაცი, თამაში არ მოუგია ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე და კუპერისა არ იყოს აღმავლობაზე ლაპარაკობს
GG
აბა შეგვტენია საშვილიშვილოდ ჩვენი ნაკრები 0ზე დარჩება კიდე კაი ხანი.
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე