ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოცნება, სახელად "სკუდეტო"...

ოცნება, სახელად "სკუდეტო"...

სერია A. XXXII ტური: ვალტერ მაძარის შეგირდებმა „ბოლონიასთან“ მორიგი გამარჯვება გამოჭედეს და „მილანს“ კვლავ კუდში უდგანან
„ჩვენ ზღაპარში ვცხოვრობთ და ამ ზღაპარს თქვენ წერთ,“ - ასეთი შინაარსის ბანერი დაამზადეს ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა და ბოლონიაში წაიღეს, სადაც მათ გუნდს გასვლითი მატჩი ჰქონდა სათამაშო. ალბათ, „ნაპოლის“ ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ ჩემპიონატის ფინიშზე „სკუდეტოს“ მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი სწორედ მათი სათაყვანებელი გუნდი იქნებოდა. ბევრს ეგონა, რომ ვალტერ მაძარის შეგირდებს „ბოლონიასთან“ დაუცდებოდათ ფეხი და ამით ყველაფერი მორჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - სამხრეთელებმა მორიგი გამარჯვება გამოჭედეს და „მილანს“ კვლავ კუდში უდგანან.

„ბოლონია“-„ნაპოლის“ პაექრობა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტუმართა მაღალი კლასი და მეტი მოტივაცია მთელი შეხვედრის განმავლობაში თვალშისაცემი გახლდათ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს წამყვანი ფორვარდის, დისკვალიფიცირებული ედინსონ კავანის გარეშე უწევდათ ასპარეზობა. ტურის წინასიტყვაობაში აღვნიშნეთ, რომ ესეკილ ლავეცი წაიწევდა წინ, მის ადგილს კი ჯუზეპე მასკარა დაიკავებდა. ასეც მოხდა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ უკანასკნელმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30-ე წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა და დააწინაურა ნეაპოლელები. მასპინძლები შეეცადნენ გამოესწორებინათ მდგომარეობა, დიდი ძალებით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ ვერას გახდნენ. ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი უხეში შეცდომა დაუშვეს დაცვის ხაზში და თერთმეტმეტრიანით დაისაჯნენ - პენალტი მარეკ ჰამშიკმა შეასრულა და შანსი არ დაუტოვა ემილიანო ვივიანოს. მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა განსაკუთრებულად საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „ბოლონია“-„ნაპოლის“ პაექრობას 15 000 ნეაპოლელი გულშემატკივარი დაესწრო. დიახ, ამდენი ტიფოზით სერია ა-ს ბევრი გუნდი საშინაო შეხვედრებზეც ვერ დაიკვეხნის - ბუნებრივია, რომ ასეთმა მხურვალე მხადაჭერამ მაძარის შეგირდებს მნიშვნელოვნად გაუადვილა ამოცანის შესრულება. ნამატჩევს, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბედნიერი გახლდათ:

„ჩვენ ოცნება გვაქვს, რომლისკენაც ვისწრაფვით და გვჯერა, რომ დიდ გამარჯვებას ყველანი ერთად ვიზეიმებთ. სეზონის წინ, ჩემპიონთა ლიგის ზომაში მოხვედრა დავისახეთ მიზნად, მაგრამ იმაზე ძლიერები აღმოვჩნდით, ვიდრე ეს ჩვენ თვითონ გვეგონა. ნეაპოლი ყველაზე საოცარი ქალაქია მსოფლიოში, მისი მაცხოვრებლები კი იმსახურებენ იმას, რასაც ოცნება, სახელად სკუდეტო ჰქვია“.

შაბათის მატჩებიდან ერთში „ინტერმა“ „კიევო“ დაამარცხა საკუთარ მოედანზე, მეორეში კი „რომამ“ „უდინეზეს“ სძლია გასვლაზე. „ნერაძურის“ გაჩემპიონების თითქმის აღარავის სჯერა, მაგრამ თვითონ ფეხბურთელები იხტიბარს არ იტეხენ და აცხადებენ, რომ მათი მიზანი კვლავაც სკუდეტოს მოპოვებაა. ეგ კი არა, ესტებან კამბიასო სამივე ტურნირზე გამარჯვებას გეგმავს - აი, რა განაცხადა არგენტინელმა ნახევარმცველმა, რომელიც „კიევოს“ კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორია: „მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ და ჰაერივით საჭირო სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. უმეტესობამ ჩამოგვწერა საჩემპიონო მარათონიდან, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები. კიდევ არაერთი ტურია წინ და დარწმუნებული ვარ, რომ კონკურენტები ქულებს დაკარგავენ. ამასთან, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ იტალიის თასის გათამაშებაში და გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე. თუ „შალკემ“ მოგვიგო „ჯუზეპე მეაცაზე“, იგივეს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია განმეორებით შეხვედრაში და საამისოდ, თავს არ დავზოგავთ. მთავარია, რომ ენთუზიაზმის ნაკლებობას არ ვუჩივით და გადამწყვეტი ბრძოლებისთვის ვემზადებით“.

დრამატული გამოდგა უდინეში გამართული პაექრობა. „უდინეზე“ უფრო ხშირად და უფრო მწვავედაც უტევდა „რომას“, მაგრამ ისე მოხდა, რომ უქოლოდ დარჩა. მასპინძლები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელა ძალაა ფრიულელთათვის ალექსის სანჩესი. ჩილელს მცირე ტრავმა აქვს და სწორედ ამიტომ ვერ შეერკინა „ჯალოროსის“. ანგარიში ფრანჩესკო ტოტიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა - აღვნიშნოთ, რომ „პუპონემ“ ცნობილი პანენკას დარტყმა შეასრულა და სამირ ჰანდანოვიჩი ხელმოცაული დატოვა. გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლებმა კიდევ უფრო გააძლიერეს დაწოლა და მატჩის დასრულებამდე სამი წუთით გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - საშუალო დისტანციიდან ანტონიო დი ნატალემ გაისროლა და მირიგი გოლი მიითვალა აქტივში. ორ წუთში ბურთმა კიდევ ერთხელ გადაკვეთა რომაელთა კარის ხაზი, მაგრამ მატჩის არბიტრმა უდინელთა მხრიდან თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა - შესაბამისად, გოლი გაუქმდა. გადამწყვეტი სიტყვის თქმა კი ტოტის ეწერა, სტუმართა კაპიტანმა არნეე რიისესგან მიიღო შესანიშნავი პასი, ერთი შეხებით, გარე ტერფით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 1:2.

ნამატჩევს, ტოტი უაღრესად კმაყოფილი იყო და შემდეგი განაცხადა: „იმედია, ამ თამაშის შემდეგ მაინც გაჩუმდებიან სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩემი დრო წავიდა და გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც 20 წლის ასაკში და „უდინეზესთან“ შეხვედრამ ეს ნათლად გამოაჩინა. თუმცა, ყველაზე მეტად გუნდის წარმატებამ გამახარა, ჩემპიონთა ლიგის საგზური არც ისე შორსაა, როგორც ბევრს გონია და ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. ენთუზიაზმი და თამაშის ხალისი დაგვიბრუნდა, რაც ძალიან მახარებს - სწორედ ეს იქნება დასკვნით შეხვედრებში წარმატების საწინდარი“.

კვირის მატჩებიდან „პალერმო“-„ჩეზენას“ დაპირისპირება და „იუვენტუსის“ მორიგი გამარჯვება უნდა გამოვყოთ. ტურინელები ორჯერ აგებდნენ „ჯენოასთან“ და საბოლოო ჯამში, 3:2-ზე გაიმარჯვეს. მორიგი გოლი გაიტანა ალესანდრო მატრიმ, სამი ქულის მომტანი კი ლუკა ტონის დარტყმული გამოდგა - ვეტერანი ფოირვარდი ნაანტრაქტევს ჩაერთო თამაშში და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. რაც შეეხება სიცილიაში გამართულ პაექრობას, იქ მასპინძლები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ და თავი ქუდში ეგონათ, როდესაც სტუმრებმა სასწაული მოახდინეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქეს ორი გოლი „მიართვეს“. თანაც, იმ მომენტისთვის სტუმრები მოედანზე კაცნაკლულნი იყვნენ (!!!). აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რეფერიმ კიდევ ორ „ჩეზენელს“ აუფრიალა წითელი ბარათი, თუმცა ორივე სათადარიგოთა სკამიდან მიაბრძანეს გასახდელში.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა, სადაც „ფიორენტინას“ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ესტუმრა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. იტალიელ ჟურნალისტთა პროგნოზი გამართლდა, მასიმილიანო ალეგრიმ რობინიო სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მხოლოდ ორი გამოკვეთილი შემტევით შეერკინა „ვიოლას“. ერთი ალეშანდრე პატო გახლდათ, ხოლო მეორე ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ბრაზილიელმა მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გოლიც მიითვალა აქტივში, აი იბრამ კი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა თავი, რომ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წითელი ბარათი მიიღო. ეს ამბავი შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მოხდა, „მილანი“ 2:1-ს იგებდა და შეინარჩუნა კიდეც ანგარიში. იბრა მინიმუმ მომდევნო ტურის პაექრობას გამოტოვებს და შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტმა უფრო მძიმე სასჯელიც გამოუტანოს.

პატოს გოლის შესახებ უკვე ვთქვით და ისიც აღვნიშნოთ, რომ ბრაზილიელმა კევინ-პრინს ბოატენგის უზისტესი გადაცემის შემდეგ გააორა ანგარიში. იქამდე კლარენს ზეედორფმა გამოიჩინა თავი, ერთი-ერთზე დარჩა არტურ ბორუცთან და ძლიერი დარტყმით, ფლორენციელთა კიპერი უშანსოდ დატოვა. შეხვედრის დასრულებამდე ათ წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როდესაც ხუან მანუელ ვარგასმა ერთი ბურთი გაქვითა და დაძაბა ვითარება, მაგრამ ეს იყო და ეს - მთლიანობაში, „მილანმა“ სრულიად დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა.

გვერდი მოამზადა ლაშა წიკლაურმა

მომდევნო ტური:

16 აპრილი. რომა-პალერმო, პარმა-ინტერი, მილანი-სამპდორია.

17 აპრილი. ჩეზენა-ბარი, კიევო-ბოლონია, ჯენოა-ბრეშა, ლეჩე-კალიარი, ფიორენტინა-იუვენტუსი, კატანია-ლაციო, ნაპოლი-უდინეზე.

ინტერი-კიევო 2:0

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, ლუსიო, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი (46. სნეიდერი) - ხარჯა - ეტოო (75. მოტა), პაცინი (61. მილიტო).

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სანრდო, ანდრეოლი, მანდელი, იოკიჩი - რიგონი, კონსტანტი (68. მარკოლინი), ფერნანდესი - ბოლიაჩინო (76. ურიბე) - პელისიერი, მოსკარდელი (55. თერეუ).

გოლები: 1:0 კამბიასო (66), 2:0 მაიკონი (84)

გაფრთხილება: ხარჯა - სარდო.

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 14(6)-13(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 52 000

უდინეზე-რომა 1:2

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი (87. ვუდრა) - ისლა, აბდი (70. კუადრადო), ასამოა, პინცი, არმერო - დი ნატალე, დენისი (72. კორადი).

რომა (4-2-3-1): დონი - კასეტი, ჟუანი, ნ. ბურდისო, რიისე - პიზარო, დე როსი - ბრიგი (71. პეროტა), როზი (65. ტადეი), ტოტი - ვუჩინიჩი (75. ბორიელო).

გოლები: 0:1 ტოტი (57-პენ.), 1:1 დი ნატალე (87), 1:2 ტოტი (90).

გაფრთხილება: დომიცი, აბდი, ასამოა, დი ნატალე - კასეტი, ჟუანი.

გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 23-27; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 13(5)-6(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 14 000

იუვენტუსი-ჯენოა 3:2

იუვენტუსი (4-2-3-1): სტორარი - მოტა (62. სორენსენი), ბონუჩი, ბარცალი, ტრაორე - მელო (62. ტონი), აკვილანი - მარკიზიო, პეპე (78. მარტინესი), კრასიჩი - მატრი.

ჯენოა (4-4-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, კალაძე, მორეტი - მილანეტო (81. იელენიჩი), კონკო, ანტონელი (64. კიკო), როსი - ფლორო ფლორესი, პალოსკი (69. პალასიო).

გოლები: 0:1 ბონუჩი (7-საკ. კარში), 1:1 როსი (50-საკ. კარში), 1:2 ფლორო ფლორესი (57), 2:2 მატრი (63), 3:2 ტონი (83).

გაფრთხილება: სტორარი, ბონუჩი, მოტა - დაინელი, ფლორო ფლორესი.

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 15(9)-7(2); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 23 000

ბარი-კატანია 1:1

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, პარიზი, როსი, ბელმონტე - გაცი, ალვარესი (61. რივასი), ალმირონი (70. გეზალი), ბენტივოლიო - ჰუსეკლეპი (70. დონატი), რუდოლფი.

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი - აუგუსტინი, ალვარესი, ტერლიცი, მარკეზე - კარბონი, ლოდი (46. შელოტო) - რიკიუტი (59. გომესი), ბერგესიო (81. კაპუანო), ლედესმა - მაქსი ლოპესი.

გოლები: 1:0 გაცი (33), 1:1 მაქსი ლოპესი (44).

გაფრთხილება: ა. მაზიელო (ბარი).

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 6-1; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7(3)-8(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 15 000

ბოლონია-ნაპოლი 0:2

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - მორასი, პორტანოვა, ჩერუბინი, ბუშე - პერესი, მუდინგაი, ეკდალი (46. მეჯორინი) - მორლეო (57. რუბინი) - პაპონი (77. დელა როკა), დი ვაიო.

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, რუიზი - მაჯო, პაციენცა, იებდა, დოსენა - ჰამშიკი (76. გარგანო), მასკარა (59. ცუნიგა) - ლავეცი (86. ლუკარელი).

გოლები: 0:1 მასკარა (30), 0:2 ჰამშიკი (45-პენ.).

გაფრთხილება: ვივიანი, მორლეო, პერესი, ეკდალი - კამპანიარო, რუიზი, მასკარა, ლავეცი.

გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 5-9; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10(4)-5(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 33 000

კალიარი-ბრეშა 1:1

კალიარი (4-3-2-1): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, ნაინგოლანი, ლაძარი (65. მისიროლი) - კონტი, კოსუ - აკვაფრესკა (88. რაგაცუ).

ბრეშა (3-5-2): არკარი - ძებინა (76. ბერარდი), ძობოლი, ბეგა - ძამბელი (53. კონე), ძანეტი, ჰეტემაი, ვასი (76. დიამანტი), აკარდი - ედერი, კარაჩოლო.

გოლები: 1:0 კოსუ (22), 1:1 კარაჩოლო (61).

გაფრთხილება: კანინი, კონტი, კოსუ (კალიარი).

გაძევება: ედერი (90).

გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6(3)-9(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 10 000

ლაციო-პარმა 2:0

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - ლიხტშტაინერი, სტენდარდო, დიასი, გარიდო - ბროკი (88. სკალონი), ლედესმა, ბრეშიანო (46. გონსალესი) - ერნანესი - სარატე (72. ფლოკარი), სკული.

პარმა (4-3-2-1): მირანტე - პალეტა, ლუკარელი, მოდესტო (79. გალოპა), ძაკარდო - ვალიანი (79. ბოჟინოვი), გობი, ჯემაილი - ანჯელო (55. კანდრევა), ჯოვინკო - ამაური.

გოლები: 1:0 ერნანესი (23), 2:0 ფლოკარი (77).

გაფრთხილება: სტენდარდო, ბრეშიანო - ვალიანი.

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7(2)-8(5); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 30 000

პალერმო-ჩეზენა 2:2

პალერმო (4-3-1-2): სირიგუ - კასანი, გოიანი, ბოვო, ბალცარეტი - აკუა, ნოჩერინო, ლივერანი (72. ბასინოვიჩი) - კურტიჩი - მიკოლი (59. ერნანდესი), პინილია (90. დარმიანი).

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - სანტონი, ლაურო, ფონ ბერგენი, ფელიპე (9. პელეგრინო) - კაზერტა (59. როზინა), კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ჯაკერინი - მალონგა (69. ბოგდანი).

გოლები: 1:0 კურტიჩი (5), 2:0 პინილია (36), 2:1 პაროლო (90), 2:2 ჯაკერინი (90).

გაფრთხილება: ბოვო, ლივერანი, ბასინოვიჩი - კოლუჩი, კაზერტა, მალონგა.

გაძევება: ფონ ბერგენი, კალდერონი, სამარკო (ჩეზენა).

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-11; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 12(8)-10(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 22 000

სამპდორია-ლეჩე 1:2

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ვიდალი, ვოლტა, მანინი, გასტალდელო (60. მაკედა) - პალომბო, გუბერტი (77. ბიაბიანი), პოლი, ციგლერი - პოცი, მაკარონე.

ლეჩე (4-5-1): როზატი - ტომოვიჩი, ჯაკომაცი, ფაბიანო, მუნარი - მესბა, ვივესი (76. გროსმიულერი), ოლივერა, ბერტოლაჩი (50. დონატი), ჯედა - დი მიკელე (89. ჩევანტონი).

გოლები: 0:1 დი მიკელე (39), 0:2 ოლივერა (66), 1:2 მაკარონე (69).

გაფრთხილება: ვიდალი, გასტალდელო - ტომოვიჩი, მესბა, ვივესი.

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 11-4; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 17(8)-9(4); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 26 000

ფიორენტინა-მილანი 1:2

ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი - კომოტო, გამბერინი, ნატალი (56. კროლდრუპი), პასკუალი - მონტოლივო, დონადელი (62. ბეჰრამი), ვარგასი - სანტანა - ლიაიჩი (46. ბაბაქარი), ჯილარდინო.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, იეპესი, ტიაგო სილვა, ძამბროტა - ვან ბომელი, ფლამინი, ბოატენგი (77. გატუზო) - ზეედორფი - იბრაჰიმოვიჩი, პატო.

გოლები: 0:1 ზეედორფი (8), 0:2 პატო (41), 1:2 ვარგასი (79).

გაფრთხილება: სანტანა, დონადელი, ჯილარდინო - იბრაჰიმოვიჩი.

გაძევება: იბრაჰიმოვიჩი (87)

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 3-8; კარში დარტყმა: 14(5)-10(8); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 24 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 32 20 8 4 56-23 68

2. ნაპოლი 32 20 5 7 52-30 65

3. ინტერი 32 19 6 7 58-35 63

4. ლაციო 32 17 6 9 41-29 57

5. უდინეზე 32 17 5 10 57-34 56

6. რომა 32 15 8 9 49-44 53

7. იუვენტუსი 32 14 9 9 50-40 51

8. პალერმო 32 13 5 14 47-52 44

9. კალიარი 32 12 7 13 38-39 43

10. ფიორენტინა 32 10 12 10 38-35 42

11. ბოლონია 32 11 10 11 34-42 40

12. ჯენოა 32 10 9 13 31-37 39

13. კიევო 32 8 12 12 30-34 36

14. კატანია 32 9 9 14 30-41 36

15. ლეჩე 32 9 7 16 35-53 34

16. სამპდორია 32 7 11 14 26-36 32

17. პარმა 32 7 11 14 30-45 32

18. ჩეზენა 32 7 10 15 29-45 31

19. ბრეშა 32 7 9 16 28-40 30

20. ბარი 32 4 9 19 20-47 21

* ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 26 - დი ნატალე (უდინეზე); 25 - კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი), დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს