საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი სტარტს 14 აგვისტოს აიღებს. მანამდე კი ქართველ მორაგბეთა გუნდების ნაწილი საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, ნაწილი კი უკვე საკონტროლო შეხვედრებს მართავს.

ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე ყველაზე "ქართული" ფრანგული გუნდი, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" ჰავრთან ახლოს შეიკრიბა. უქმეებზე მწვრთნელებმა ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ მორაგბეებს ლაშქრობა მოუწყვეს. მონპელიელები სენ ჟირონის მწვერვალზე ავიდნენ.

ამასობაში, მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთმა სავარაუდო ფავორიტმა, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენებურის გუნდის მეტოქე ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე გურამ კავთიძის "ლიონი" იყო. ტულონელთა მწვრთნელებმა საქმეში 31 მორაგბე გამოსცადეს და მეტოქეს 30:18 მოუგეს. ქართველებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მეორედივიზიონელ "ორიაკთან" მოსინჯა ძალები დავით ხინჩაგიშვილის "ბრივმაც". პირველდივიზიონელებმა მოწინააღმდეგეს ხუთი ლელო გაუტანეს და 33:7 მოუგეს. "ბრივმა" პირველი და მეორე ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა. ხინჩაგიშვილი პირველი ტაიმის შემადგენლობაში იყო.

პირველ დივიზიონში აღზევებულმა ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" მეორედივიზიონელ "ნარბონს" მოუგო - 26:5. თამაშში, რომელიც სამი ოცდახუთწუთიანი ტაიმისგან შედგებოდა, აჟენელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს.

პირველი საწვრთნელი მატჩი გამართა ელიტურ, მეორე დივიზიონში მოაპარეზე გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა". ალპელები პირველ დივიზიონში აღზევებულ "ლა როშელს" დაუპირისპირდნენ და ფრეს დაყაბულდნენ - 17:17.

1 აგვისტოს დაიწყება არმან ვაკერენის სახელობის ტრადიციული თასის გათამაშება, რომელშიც ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი ითამაშებს. 4 აგვისტოს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიე" მეორედივიზიონელ "ორიაკს" დაუპირისპირდება. "მონპელიე" კი თავის პირველ საკონტროლო მატჩს აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრთან" გამართავს.

მომდევნო შეხვედრას მონპელიელები 7 აგვსიტოს გამართავენ "ორიაკთან". მანამდე, ორი დღით ადრე, მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას მეორედივიზიონელი "ტარბი" თანადივიზიონელ "ალბის" ეთამაშება.

საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" კი საწვრთნელი შეკრების ბოლოსწინა ეტაპის გასამართად შვეიცარიაში გაემგზავრა. "ვულკანები" 30 ივლისს ნიონში პირველ საკონტროლო შეხვედრას "ბურგუენთან" გამართავენ. მერე კი, 5 აგვისტოს, ისუარში ინგლისურ "სეილ შარქსს" დაუპირისპირდებიან.

"კლერმონის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია გუნდის თითოეული მოთამაშის მოკლე დახასიათება. აი, რა წერია დავით ზირაქაშვილზე:

"საქართველო შერკინების ბურჯების "აკადემიაა". დათო ამ სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელია. მას უიშვიათესი ფიზიკური მონაცემები აქვს და, რაც მთავარია, კარგად ერკვევა მორკინალების თამაშის ნიუანსებში. შერკინებაში კლდესავითაა. საგულისხმოა, რომ ის არ იზღუდება მარტო პირველხაზელის ფუნქციებით. თამაშის ყველა კომპონენტში უნარიანად ირჯება. ერთი სიტყვით, ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეიძლება თვალდახუჭული ენდო."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა