"ატლანტამ" "ინდიანასთან" სტუმრად 102:114 წააგო, ზაზამ კი 28:20 წუთში 10 ქულა მოაგროვა და 11 მოხსნას 1 ჩაჭრაც მიამატა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე რეგულარულ სეზონში მეოთხედ ითამაშა "ატლანტას" ძირითად ხუთეულში და მეოთხე ორმაგი დუბლი მიითვალა. "ატლანტამ" "ინდიანასთან" გასვლით მატჩში 102:114 წააგო. ფაჩულიამ კი 28:20 წუთი ითამაშა, 10 ქულა მოაგროვა და 11 მოხსნას 1 ჩაჭრაც მიამატა.

ფაჩულიამ და ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა ერთდროულად ითამაშეს ხუთეულში და მოედანზეც თითქმის ერთნარი დროით იმყოფებოდნენ. ფაჩულიამ 28:20 წუთს ითამაშა, ჰორფორდმა - 30:23, თუმცა ქართველი ცენტრი უფრო შედეგიანი იყო. ფაჩულიას გუნდისთვის მოგება-წაგებას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩი აქვს დარჩენილი და ნებისმიერ შემთხვევაში აღმოსავლეთის ცხრილში მე-5 ადგილზე დარჩება.

დარჩენილ ორ მატჩს "ატლანტა" ვაშინგტონში, მერე კი საკუთარ მოედანზე "მაიამისთან" გამართავს. მატჩები 9 და 11 აპრილს გაიმართება, რასაც მცირე დასვენება მოჰყვება და პლეი ოფიც დაიწყება, რომლის პირველ წრეში "ატლანტა" "ორლანდოს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა