მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შედის. გუნდი შევარდენზე 3-კვირიან შეკრებაზე 19 მარტს შევიდა და ფიზმომზადების პირველი კვირა პარასკევს, ტესტებით დაასრულა.

ფრანგული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, სადაც გუნდმა საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან ორი თამაში გამართა (პირველი 19:24, მეორე 14:0), პირველად შეიკრიბა. გუნდის მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ განვლილ შეკრებაზე სათამაშო ელემენტების დახვეწას დიდი ყურადღება დაეთმო, ახლა კი, უპირატესობა ფიზ. მომზადებას ენიჭება:

"ფრანგული ტურნე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო. დაცვითი სისტემა მაღალ ტემპში მოთამაშე გუნდთან გავტესტეთ და კმაყოფილები დავრჩით. განსაკუთრებით კარგი დაცვა გვქონდა მეორე მატჩში, ღია თამაშში სულ ორჯერ დავჯარიმდით, რაც მსოფლიო დონის გუნდების სტანდარტია. გუნდი შეიკრა და საკუთარი თავის ირწმუნა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გამოჩნდა, რომ შეტევაში დეტალებზე ბევრი გვაქვს სამუშაო.

ახლა 3-კვირიან შეკრებაზე ვართ და გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთში სარაგბო ელემენტები მეტ-ნაკლებად დახვეწილი იყო, უფრო მეტი ყურადღება ფიზმომზადებას ეთმობა. ვემზადებით სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის, სადაც 9 აპრილს მივემგზავრებით და მესამე კვირაში ბურთის ჩართულობა გაიზრდება".

შეკრებაზე 36 მორაგბეა და ისინი კვირის პირველი ხუთი დღე ვარჯიშობენ, პარასკევს საღამოს სახლში მიდიან და ისვენებენ, კვირას კი "შევარდენის" ბაზაზე ბრუნდებიან:

"პირველი კვირით კმაყოფილები ვართ. გვქონდა ფიზ. მომზადების, ძალოსნური და ბურთით ვარჯიშები. გვსურს, რომ ჩვენი მზადება მაქსიმალურად მივუახლოვოთ სათამაშო სიტუაციას, სადაც ყველა ეს კომპონენტი არეულად გვხვდება და ვარჯიშებიც ასე დავგეგმეთ. დღეს ყველაზე რთული დღე გვქონდა, ბიჭები ფიზიკურად განსაკუთრებით დავტვირთეთ და სასიხარულოა, რომ დავალებას ყველამ გაართვა თავი. ჩანს, რომ მსოფლიო თასისთვის ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვიქნებით"

მომდევნო კვირაში აქცენტი კვლავ ფიზმომზადებაზე გაკეთდება, თუმცა მწვრთნელები არც სათამაშო ასპექტებს ივიწყებენ. ამ ეტაპზე გუნდს კვლავ აკლია ლეგიონერები და 18-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები, რომლებიც 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პოლონეთში ევროპის ჩემპიონატს ითამაშებენ, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდებიან.

შეკრებაზე არიან:

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიორგი ახალაძე (აია), გიორგი დიასამიძე (ლელო), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), სოსო ჭყოიძე (ლელო), გიორგი ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია), საბა ჯღარკავა (ლელო), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), თენგიზ პერანიძე (ლელო), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები | ლოკომოტივი), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), შოთა სეფაშვილი (ჩოხოსნები), რამაზ ნიქაბაძე (ლელო), გიორგი ასათიანი (ლელო).

მთ. მწვრთნელი: ილია მაისურაძე, მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი, ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი, ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი, ფიზიო: ირაკლი შაორშაძე, რომან სახოკია, ექიმი: ოდისეი სადოევი, მენეჯერი: ოთარ იაშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე