საქართველო - ლიტვის ამხანაგური მატჩის (4:0) დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა
საქართველო - ლიტვის ამხანაგური მატჩის (4:0) დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. ყოველთვის ესე არ იქნება. ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ პირველ ტაიმში.

მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ მიიღო ტრავმა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მის გარეშე ძალიან რთული იქნება. ვიმედოვნებ, მალე მოირჩენს ტრავმას. მას ექიმები აკვირდებიან და ხვალ გვეცოდინება, როდის შეძლებს თამაშს.

ჩვენი გუნდის სახე და პოტენციალი დღეს ვნახეთ, ვაჩვენეთ ის კონცეტრაცია, რაც მნიშვნელოვანია ყველა მატჩის დროს.

კარგია, რომ დღეს მოვიგეთ, თუმცა უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და ხვალიდან ვიწყებთ ესტონეთთან შეხვედრისთვის მომზადებას.

- რატომ იყო პირველი ტაიმი და მეორე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული? ეს ანგარიშის ბრალია თუ ნაკრებს კონცეტრაცია დააკლდა?

- მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, როცა ამდენ ცვლილებას აკეთებ, ხდება რაღაც გადაჯგუფებები და ამის ბრალი იყო ეს.

- ნიკა კაჭარავას წინა ამხანაგურ მატჩებშიც კვიპროსთან და ბელორუსთან მცირე დრო მიეცა, დღევანდელ შეხვედრაში კი საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ვიხილავთ თუ არა შემდეგ შეხვედრაში?

- ცხადია, ჩვენ მოვიაზრებთ კაჭარავას შემდეგი თამაშისთვის ძირითადში. დღევანდელ შემადგენლობაში კაჭარავა არ იყო საჭირო, რადგან ჩვენ გვყავდა ძირითადში ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და ა.შ

- რა არ მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაში და რას შეცვლიდით?

- რაც ანგარიში გახდა 4:0 , ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს პუბლიკაზე თამაში და სხვადასხვა ფინტების გაკეთება. მე რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი და შემდეგ თამაშებში უფრო რადიკალური ვიქნები ამ მხვრივ.

- როგორ შეაფასებდით მომავალ მეტოქეს ესტონეთის ნაკრებს, რომელიც ლიტვასთან შედარებით ბევრად წინაა რეიტინგში? თან, იმ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ წინა ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დავმარცხდით?

- ესტონეთის ნაკრები კარგად გამოიყურებოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ასევე თამაშობენ ძალიან კარგ თავდაცვას და შევეცდებით მათი სიძლიერეები ვაქციოთ მათ სისუსტედ.

აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა!

roma
ვაისი მაგარი მწვრთნელია და რა არჩევანიც აქვს იმით თამაშობს, ფეხბურთელებს თუ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ მაშინ რა ქნას ამ კაცმა, აი ხომ ხედავთ სათამაშო პრაქტიკა ვისაც აქვს თავის გუნდში იმათ ითამაშეს, მითხარით ფეხბურთელი რომელიც თავის გუნდის სასტავში არაა და ითამაშა ძირითადში? ითამაშეს კი არა და ფაქტიურად გადაუარეს. ყველა ფეხბურთელმა საკათარ გუნდში ძირითადში ითამაშოს ეს პირველი მოთხოვნა უნდა იყოს ნაკრების ფეხბურთელებისადმი, მერე უკვე ყველაფერი რიგზე იქნება ნაკრებში, ვეღარ ხვდებით რომ საქმე მწვრთნელში კი არა ფეხბურთელებშია.
reali
არც იყო საჭირო მეორე ტაიმში გოლები .. მეორეშიც რო გაეტნათ ეს უკვე უფრო შეურაცყოფა იქნებოდა ..თამ მეგობრული ქვეყანა და ასე დაჩაგვრაც არ გამოდის. რაგინდათ მშვენიერი ანგარიში იკო მეტი რაექნათ 10 ნოლი გინდოდათ
Vasili
უნდა მოვიგოთ ესტონეთთან ,თან აუცილებლად, ბოლოსდაბოლოს ხო უნდა გადავაბათ სამი ოთხი თამაში , ისე რო მოვიგოთ ყველა, ისტორიაში ასეთი რამ არ გაგვიკეთებია,, სულ იყო ერთი კაი თამაში და მერე გრძელდებოდა ვანდალიზმი დანარჩენ თამაშებში.../ ჯანოს კიდე რავიცი რა ვთქვა, საცოდაობაა და მეტი არაფერი , იმედია კარგადაა და არაფერია სერიოზული... (ისე ჩვენც ხალხმა რამე დავუკლათ, ან მკითხავს ან მჯღიბავს მივმართოთ, ან ცაგარელს ვუგდოთ ყური,,, ან კაკულიამ მაინც გააფრთხილოს ეს ბიჭი ...!!!
lashamax
ნაკრების დღევანდელი კონტიგენტი საკმარისად ძლიერია იმისათვის რომ დაბალი ესEლონის ნაკრებები ყველგან დაამარცხოს. ეხლა ვაისზეა დამოკიდებული მთავარია ამან არ ჩაისვაროს :) ძალიან კარგი ახალი თაობაა
dro
დისციპლინა და ფსიქოლოგია. მეორე ტაიმში ერთი გოლი ვერ გაიტანენ
haha
წლები გადის და ერთი და იგივეა. მოიგებენ ერთ ამხანაგურს, გავგიჟდებით სიხარულით. ამას მოყვება ჩასვრა. მოდი ერთხელ ყველა შევთანხმდეთ, არც შევაქოთ და არც გავლანძღოთ. იქნებ ესე მაინც გამოვიდეს რამე.
Gio
თუ ძმა ხარ გრიგალავა არ გამაგონო dd
sandro
აგულავდნენ მეორე ტაიმში ბიჭები. ამით საკუთარ თავს მოუტანეს ზიანი, მეორე ტაიმის შემადგენლობას იმედია აღარ ვიხილავთ.
zura
ესტონეთთან გამოჩნდება ჩვენი ნაკრებიც და ვაისიც!!! ჩვენი ნაკრების ავადმყოფობაა ერთი თამაშის მოგება და მომდევნო თამაშის ცუდად ჩატარება... მგონი გადაბმულად 2 თამაში არასოდეს მოუგია და ვნახოთ ესტონეთთან...
odala
ნამეტანი ილუზიებში ხარ შენ ბიძია-ბაბუა. ლიტვის ნაკრებმა ითამაშა ჭ-კლასის დონის ფეხბურთი. თორემ ნახავთ ყაზახეთთან თუ არ წავაგოთ გასვლაზე.
ირაკლი
ის მომენტია, ძაან გახარებული რომ ხარ და რომ არ იმჩნევ... რა თვალების დახუჭვა, 4-0 საქართველოს ნაკრებს არ მოუგია უკანასკნელი 30 წელია)))
geno-ს
ოფიციალური თამაში, ან ლიგის თამაში რო იყოს მართალი იქნებოდი, მაგრამ ეს ამხანაგური თამაშია სადაც მწვრთნელი კონკრეტულ დავალებას აძლევს, სისტემებს ცდის, ფეხბურთელებს აკვირდება. პრაქტიკულად - ვარჯიშია და ტესტი და მაგ დროს "მოგებული იყო თამაში და აგულავდნენ" არის სრული არაპროფესიონალიზმი და გეგმის ჩაგდება. ამაშია საქმე
lashamax
ნათელი წერტილი ჩაკვეტაძე. ერთადერთი რომელუც თამაშობს გამართულ თანამედროვე ფეხბურთს.
a
მოგება ბიჭების ბრალია წაგება ვაისის აბა რა. თქვენ მწვრთნელობა მხოლოდ 4 4 2 და ზამენის გაკეთება გგონიათ. ინტრიგანი ვინ უფროა ამ კომენტარებში მარტივი საპოვნელია. ყოჩაღ ვაისს
ბაჩო
ლაკვეხელიანი(ჯერ ადრეა)კი არა ხოჭოლვა ძალიანაც კარგად და დამაჯერებლად დადგება მრჩხენა ფლნგე,არის გრიგალავაც...
geno
რა იყო ხალხო რომელი მეორე ტაიმის ჩაგდებაზეა საუბარი როცა მოგებული იყო თამაში 46-ე წუთზე რა საჭიროა ზედმეტი ძალის დახარჯვა როცა წინ თამაშია უფრო ძლიერ გუნდთან! თან გოლი არ გაგვიშვია რაც კონცენტრაციის არ დაკარგვაზე მიუთითებს! რამდენი მაგალითია დიდი გუნდების სადაც მოგებულ თამაშში აღარ თამშობენ მეორე ტაიმს! ბარსელონა-ხეტაფე 5-0 და რა ვიცი კიდევ რამდენი!
ანდრი
სულ ლიტვასთან კი არ გვექნება თამაშები.
emigranti
ყველას გილოცავთ! პირველი ნახევარი მართლაც სანაქებოდ ჩაატარეს და გატანილი გოლების მიუხედავად აგრძელებდნენ მეტოქის მისსავე ნახევარზე შევიწროებას და მაღალ პრესინგს.მართლაც რომ გუნდი თამაშობდა და პრაქტიკულად არავის გამოყოფა არ მინდა. აი მეორე ნახევარი კი რა გითხრათ. აბურჯანიამ კი არ მოუმატა, არამედ დღითიდღე უკლებს, ტყუილად არ ზის მეორე ლიგიდან პრაქტიკულად უკვე გავარდნილი გუნდის სათადარიგო სკამზე. არაბული გინდ ყოფილა მეოდენზე, გინდ არა. მერებაშვილიც ძალიან შეზღუდული უნარების მქონე მოთამაშეა. კვეკესკირს კი ეტყობა, რომ არაა ფორმაში(მხოლოდ ერთი კარგი პასი). ჰოდა საკვირველი სულაც არ არის მეორე ტაიმი რომ ჩავაგდეთ. ჯანოსი კი რა უნდა თქვას კაცმა, რუსი ჟურნალისტის ნათქვამისა არ იყოს ნიავის დაბერვისას იღებს ტრავმას, არადა როგორ გვჭირდება მისნაირი ხალხი. იმედია ოქრი დაბრუნდება და შუა ხაზში არჩევანი გაიზრდება. ბოლოს დავამატებდი, რომ მარცხენა მცველ ნავალოვსკის დროულად უნდა შევურჩიოთ ალტერნატივა და მის ადგილზე ურიგო არ იქნებოდა ლაკვეხელიანი გამოგვეცადა.
semis
ჩემო ინტრიგანო თანამემამულე !!! გალაქტიონმა ალბათ მაშინ დაინახა მიზეზი მაგის თქმის ეა უნდა დაეწერა , ეგ მიდგომა და ჩასაფრება გვღუპავდა ფარნავაზის დროიდან ... თუ არა რა მოგეწონა დღეს ? ვაისის ?? მე აარაფერი !!! ბიჭები გვყავს ძლიერი დღესდღეობით , შეცვლებიისევ არასწორი და ისევ დაგვიანებული ...
kako
ბრავო.. ცალიან კარგი იყო ყველაფერი..ტუ ასაკობრივებიც გაპიარებულებს არ აიყვანენ კარგი იქნება..ბრავო ბრავო ბევრჯერ ეროვნულ ნაკრებს
ტოტტი
ჩემი აზრით ქართველებს რომ ტრავმიანობა არ აწუხებდეს და მთელი გულით ითამაშონ ევროპაში ერთ ერთი საუკეთესოები ვიქნებით არანაკლებ შევედეთის დანიას ჩეხეთის და ეგეთი ნაკრებების დონე მინიმუმ ამათზე ნაკლებები არ ვიქნებით
qomagi
daujerebeli raa ver gavige, ashkarad susti nakrebi hkavs litvas, ise rogorz pirveli taimi chaatares iseve unda etamashatq meore taimi, zlieri gundebi aset meore taims ar gvapatieben))) vulozav bichebs gamarjvebas.
Semi
ჩემო გალაქტიონ შენ და ლელო არ წერდით ამასწინათ ვაისი უნდა წავიდეს ნაკრებიდანო? სად გაქრა შენი პათოსი
ბაზალეთისა ტბის ძირას მყოფი
ყოჩაღ ვაისი!
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
1 სეზონით სერია A-ში - ვოლტემადე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
ახალი კონტრაქტი ხვიჩას - კვარაცხელია პსჟ-ში დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტს?
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
ოფიციალურად - "ლივერპულმა" მეკარე შეიძინა
"Open" - წიგნი, რომელშიც ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი იპოვა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველოს ნაკრებთან განადგურებულმა ლიტვამ ერევანში სომხეთი დაამარცხა [VIDEO]
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
ლიტვასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
საქართველოს ნაკრებმა ლიტვას პირველი ტაიმი 4:0 მოუგო...
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
აშკარა და დაუჯერებელი - საქართველოს ნაკრებმა 4:0 გაიმარჯვა! [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
ლიტვის ნაკრების მწვრთნელი იანკაუსკასი: ქართველებმა დაგვჯაბნეს, სამარცხვინოდ ვითამაშეთ
ლიტველი ფეხბურთელების კომენტარები საქართველოსთან განადგურების შემდეგ