უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ჰოლანდია გაანადგურეს და ევროპირველობის ნახევარფინალში პორტუგალიას შეხვდებიან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ჰოლანდიას 11 ლელო გაუტანეს, მხოლოდ 2 მიიღეს და 69:12 დაამარცხეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში 67-ე წამზე გაიხსნა. პირველი ბურთის მოპოვების შემდეგ, დავით ჩალეიშვილის შეგირდებმა ფაზები ააწყეს, მეტოქის დაცვა ვეღარ გადაეწყო და იოანე იაშაღაშვილმა ანგარიში გახსნა. მე-10 წუთზე დერეფანს მოლი მოყვა, რომელსაც ვანო კარკაძე მოწყდა და მისი ლელო ლაშა ლომიძემ გარდასახა - 12:0.

განახლდა თამაში და ჰოლანდიამ ჩვენი დაცვის შეცდომებით ისარგებლა, რამდენიმე პასით მანძილი სწრაფად დაფარა და ერთი ლელო გაქვითა. ამან ჩვენი გუნდი გამოაცოცხლა, გიორგი მარგალიტაძემ მეტოქის 22-ში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ლელო თავადვე გაიტანა. მერე ნიკა ცინცაძემ ჩაჭრა გადაცემა და ძელებსშუამდე ირბინა, ხოლო ლომიძემ ორივე გარდასახა - 26:5.

რამდენიმე წუთში შერკინებიდან გაიშალა შეტევა, მიმართულება ორჯერ შეიცვალა და ზურაბ ქავთარაძე მარცხენა ფლანგზე მარტოობაში დარჩა. ტაიმის ბოლოს კიდევ ორი ლელო ვიხილეთ, პირველ ჯერზე ჰოლანდიელებს ბურთი თავის ნახევარზე დაუვარდათ, მას ფეხი მარგალიტაძემ წაკრა და ცინცაძე მიყვა, ხოლო შესვენების წინ ჩვენი ნახევრიდან დაწყებულ კონტრშეტევას მეტოქემ ფეხი ვერ აუწყო და ლელო ოთარ ლაშხმა მიითვალა - 43:5.

შესვენებაზე მწვრთნელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, თუმცა სურათი არ შეცვლილა. შერკინებიდან მიხეილ ალანიამ შეუტია, მცველი აიყვანა და ფრთაზე დემურ თაფლაძე დაგეზა, ხოლო ლომიძემ გარდასახა. 49-ე წუთზე, კიდევ ერთი სწრაფი შეტევის შემდეგ, მარცხნივ მეტობა გაჩნდა და ცინცაძემ თავისი მესამე ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო - 57:5.

ორიოდე წუთში საბა კურატიშვილმა თანაგუნდელისგან დროული პასი მიიღო და შეცვლაზე შესული პირველხაზელი მარცხენა ფრთაზე გაიქცა. ლომიძემ რთული პოზიციიდან გაიტანა. 58-ე წუთზე თაფლაძე მცველს ერთი ერთზე გაექცა და მორიგი ლელო გაიტანა.

დასკვნითმა წუთებმა ჰოლანდიელების იერიშებში ჩაიარა. 64-ე წუთზე ჩვენი ლელოდან ხელდახელ ვცადეთ კონტრშეტევის წამოღება, მეტოქემ გადაცემა ჩაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა - 69:12.

უმცროსი ბორჯღალოსნები თასის ნახევარფინალში პორტუგალიას შეხვდებიან, რომელმაც რუსეთი დაძაბულ ბრძოლაში 37:32 დაამარცხა.

მატჩის ჩანაწერი

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

მეოთხედფინალი. 25 მარტი

საქართველო - ჰოლანდია 69:12 (43:5)

სასტარტო:15. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. ნიკა ცინცაძე, 9. გიორგი მარგალიტაძე; 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ლუკა ჭელიძე, 4. ტარიელ გვიმრაძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. ბექა ყორიაული, 7. იოანე იაშაღაშვილი, 8. გიგი ლეშკაშელი.

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე, 17. საბა კურატიშვილი, 18. ხვიჩა ცოფურაშვილი, 19. ლუკა მაჭარაშვილი, 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე, 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი თევდორაძე, 23. ირაკლი სიმსივე, 24. გიორგი მიქანაძე, 25. ბართლომე კალაძე, 26. საბა კურტანიძე.

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

პორტუგალია - რუსეთი 37:32

ესპანეთი - ბელგია (17:30 საათი)

საფრანგეთი - რუმინეთი (18:00 საათი)

ნახევარფინალი. 28 მარტი

საქართველო - პორტუგალია

ფინალი. 31 მარტი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
გაუჭირდებოდათ!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა