საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, წლევანდელი ექვსი ერის ფესტივალის პირველ ტურში მასპინძელ საფრანგეთს 3 ლელო გაუტანა, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქემ 49:22 იმარჯვა.

მოთამაშეთა უმრავლესობისთვის, ასევე განახლებული სამწვრთნელო შტაბისთვის, ეს იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრა. საწყისმა ნერვიულობამ ჩვენს გუნდს თავისი კვალი დაატყო. 15 წუთის განმავლობაში ხშირად ვჯარიმდებოდით, ბურთს მუდმივად მეტოქე აკონტროლებდა და ორი ლელოს გატანა მოახერხა. პირველ ჯერზე ფრანგებმა მიზანს მოლით უწიეს, მეორედ კი ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და ხელდახელ ლამაზი ლელო გაიტანეს.

ამის შემდეგ ბურთზე კონტროლის დამყარება მოვახერხეთ, ახლა უკვე ფრანგებმა მოუხშირეს ჯარიმებს და ამით მე-14 წუთზე ვისარგებლეთ. მოლის შემდეგ სანდრო გამყრელიძემ შეუტია და მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ერთი ფაზის შემდეგ კი რაქიდან იაგო ღუდუშაურმა შეუტია და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ლუკა ჭაკუამ გარდასახა. 30-ე წუთზე კარის წინ 20 მეტრში ჯარიმა მოვიპოვეთ, ჭაკუამ კარში დარტყმა გადაწყვიტა და ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა თამაშის განახლებისთანავე მეტოქემ გარდასახული ლელოთი გვიპასუხა - 10:21.

მეორე ტაიმი საქართველომ აქტიურად დაიწყო, მეტოქის 22-ში 6 წუთი გაატარა და ლუკა შულაიამ მოლი საქართველოს მეორე ლელოთი დაასრულა, ჭაკუამ კი გარდასახვით სხვაობა კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა. საპასუხოდ მასპინძლებმა ჯარიმის გათამაშების შემდეგ ხელდახელ მაღალ ტემპში შემოგვიტიეს და ის ლელოთი დაასრულეს. 52-ე წუთზე ფრანგებმა ცენტრში გაგვიჭრეს ხაზი და მეხუთე ლელოთი უპირატესობა გაზარდეს.

საათის თავზე მასპინძელთა სწრაფი შეტევა მათი მეექვსე ლელოთი დასრულდა, რაზეც მატჩის მიწურულს მოლით და საბა გოგრიჭიანის ლელოთი ვუპასუხეთ. ატო ლიპარტელიანის გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მეტოქემ კი გაწითლებულ დროზე მორიგი ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 49:22.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, საქართველოს დროით 15:15 საათზე ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. ინგლისელები პირველ ტურში ირლანდიასთან 31:36 დამარცხდნენ.

2026 წლის18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

I რაუნდი. 3 აპრილი. 20:30 საათი

საფრანგეთი. ვიში

საფრანგეთი - საქართველო 49:22 (21:10)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ნიკოლოზ ლაგვილავა, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი, 8. ლუკა მგალობლიშვილი.

მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერაბიშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. გიორგი სუთიაშვილი, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. რეზო ცხვედიანი, 24. გიორგი კუპრეიშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. ლუკა შულაია.

3 აპრილი

იტალია - ესპანეთი 52:33

შოტლანდია - უელსი 15:34

ინგლისი - ირლანდია 31:36

საფრანგეთი - საქართველო22:49

7 აპრილი

იტალია - შოტლანდია

საქართველო - ინგლისი (15:15 საქ. დრო)

უელსი - საფრანგეთი

ესპანეთი - ირლანდია

11 აპრილი

შოტლანდია - საქართველო (13:00 საქ. დრო)

ესპანეთი - უელსი

ინგლისი - იტალია

საფრანგეთი - ირლანდია

Rugby.ge

სამწვრთნელო არა,წვრთნის სისტემა.შეზღუდული მიწოლის პირობებშიც კი,ფრანგებმა უამრავჯერ დაგვაჯარიმეს,შერკინებაში.ეს მართლაც მოულოდნელი იყო.7 ლელო დაგვიდეს და თითქმის ყველა ძელებთან.დაცვა წინააღმდეგობას ვერ უწევდა.ხელით თამაში ისევ არ იყო და შერკინების წაგებას იმას ვერ დავაბრალებთ,შედარებით მოძრავიი ბიჭები დავაყენეთ,სისწრაფეები რომ გაგვეზარდაო.ახალი მწვრთნელები არიან,მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება რომ აკლიათ,ალბათ არც ბიჭებს იცნობენ კარგად და თვითონაც ახლა იღებენ გამოცდილებას.ასეა თუ ისე,წინა გათამაშებაში ჩვენი ნაკრები უფრო დიდ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეებს და გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი ნაკრები იყო.დასკვნებზე ნუ ვიჩქარებთ.მომდევნო თამაშები ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს.ბორის წიფურიას დავეთანხმები იმაში,რომ თუ ხელით თამაში და სისწრაფეები არ გავაუმჯობესეთ,ყველა დონეზე უკუსვლა გვაქვს და კიდევ უფრო გაძლიერდება რეგრესი.სარაგბო წესების ცვლილებები,ძალისმიერი რაგბის სასარგებლოდ არ იცვლება და ჩვენც თუ არ მივყევით დინებას,თუ არ შევეგუეთ ახალ წესებს,სულ უფრო უარესი იქნება.ბავშვთა მწვრთნელების გადამზადების დაწყებაა აუცილებელი,ჯერ თავად მათ უნდა ისწავლონ ხელის ტექნიკა და მერე ასწავლონ,ბავშვებს.სწორად სირბილის სწავლაც სჭირდებათ სპორტსმენებს.ერთხელ რომ დაინახავ გაქცეულს,უკვე ამითაც გამოარჩევ ტოპ 10-ის გამოზრდილ მორაგბეს და ქართველს,ერთმანეთისაგან.იშვიათია,ქართველი მსუბუქად რომ დარბოდეს.
ბორია წიფურია
წინსვლა სისტემატურად არ ეტყობა არც ერთ ნაკრებს, რადგან იოსევ ჯაჯგურით გაგვაქვს ლელოები და უკანა ხაზზი არ არსებობს. კანა ხასზის გარეშე თანამედროვე რაგბის თამაში შეუძლებელია. ამიტომ არის რომ პირველ ნაკრებშიც იგივე პრობლემებია რადგან ასაკობრივები აწვდიან პირველ ნაკრებს მოთამაშეების უმეტესობას. სამწვრთნელო სისტემა არის შესასვლელი აბა ბავsvebi თავოსოთ ვერ ისწავლიან.
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
"უმცროსი ბორჯღალოსნები" | როტაციით საფრანგეთთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
U18. ბოლო წამების დრამა - საქართველოს ნაკრებმა "ექვს ერზე" საფრანგეთი დაამარცხა! [VIDEO]
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს