გოდერძი ბერდელიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატი ატაცში ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა (56 კგ.) ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 112 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აკვრაში და ორჭიდში ქართველი ძალოსანი საპრიზო ადგილის მიღმა დარჩა.

ბერდელიძემ აკვრაში 134 კილოგრამი დაძლია, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა ორჭიდში, სადაც მისმა მონაგარმა 246 კგ. შეადგინა. ბერდელიძეს ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლამდე მხოლოდ ერთი კილოგრამი დააკლდა.

56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ესპანელმა სპორტსმენმა იზეიმა, რომელმაც ატაცში 116, აკვრაში 138, ხოლო ორჭიდის ჯამში 254 კილოგრამი დააგროვა. მეორე ადგილზე იტალიელი გავიდა. მან ატაცში 115, აკვრაში 138, ხოლო ორჭიდის ჯამში 253 კგ. მოაგროვა. მესამე ადგილზე მასპინძელი გავიდა. რუმინელმა ატაცში 110, აკვრაში 137, ხოლო ორჭიდში 247 კგ. დაძლია.

სოსო
ეს მგონი ბერდელიძის პირველი სტარტი იყო ამ წონაში,როგორც მახსოვს,უფრო მაღალ წონაში გამოდიოდა.მეორე მოძრაობის მესამე ცდაზე,რაც მას დაემართა,ეს რამდენადაც ვიცი,დიდ წონის დაკლების შემდეგ ემართებათ ხოლმე სპორტსმენებს,თორემ გოდერძის ამაზე მეტიც აუწევია და ეს წონა დაუძლეველი არ უნდა ყოფილიყო მისთვის.აი ატაცში პირველი ცდის გაფუჭება კი, უფრო ნერვიულობის შედეგი მგონია.არა უშავს,პირველ ცდაზე მცირე ბრინჯაოს მედალი და საერთო მეოთხე ადგილი ცუდი ნამდვილად არ არის და მომავლის იმედს გვიძლიერებს.ოლიმპიადისათვის ის გაცილებით ძლიერი იქნება,თუ რა თქმა უნდა წონის შენარჩუნება არ გაუჭირდა.დღეს კი იმ მცირე ბრინჯაოსაც ვულოცავ გოდერძის,ეგ ერთი ბრინჯაო და სხვა ათასი ოქრო ვერცხლი მომავალში.
Vaso
აფსუს, რა ახლოს იყო მედალი! არადა ჩემი აზრით მწვრთნელები შეცდნენ მეორე მოძრაობაში შეკვეთის დროს
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა