ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტმა თბილისში გასამართ ტურნირთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა.

"ქართველი ძიუდოისტების დამარცხება ძალიან რთულია და მომავალ ტურნირზე ეს უფრო რთული იქნება. ძიუდოს მსოფლიო ტურის შემდეგი გაჩერება კი სწორედ საქართველოს დედაქალაქი თბილისი იქნება.

ქვეყანა კავკასიის გულში მდებარეობს. საქართველო ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპასთანაა დაკავშირებული. ამ ქვეყანას ჰყავს ძალიან ძლიერი მებრძოლები და მათ შორის, ძიუდოშიც.

საქართველოს მოსახლეობა სულ რაღაც 3,7 მილიონი ადამიანია და ის ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ მსოფლიო ძიუდოში მათ ნამდვილი გიგანტები ჰყავთ.

მათი მომავალი თაობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე ადიან. ისინი ძალიან ამაყობენ, როდესაც მათი თეთრი დროშა წითელი ჯვრით მაღლა იწევა.

საიდან აქვთ ქართველებს ძიუდოში ამხელა წარმატება? ამის ახსნა რთულია, თუმცა ამას ხელი ალბათ მათმა საბრძოლო კულტურამ შეუწყო.

მალე თბილისში თავს 200 ათლეტი მოიყრის, რომლებიც გრან პრის მოგებას შეეცდებიან. საინტერესოა, რომ ისეთმა პიროვნებამ, როგორიც საფრანგეთის ძიუდოს პრეზიდენტი ჟან-ლუკ როგია, განაცხადა, რომ ძიუდოს განვითარების მაგალითი ქართველებისგან აიღო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჰიმნს ამ უქმეებზე ბევრჯერ გავიგონებთ და ასევე, ამ ქვეყნის მაღლა აღმართულ დროშასაც დავინახავთ.

თვალი გადავავლოთ ზოგიერთი ძიუდოისტის სახელსა და გვარს: ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშვილი... და ბევრი სხვა.

დღევანდელი ლეგენდები და მომავალი გმირები სწორედ იქ იქნებიან და შეეცდებიან, მედლები მოიპოვონ.

ასევე საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტურნირზე 12 ქართველი ძიუდოისტი ქალი იასპარეზებს", - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრი 30 მარტიდან 1-ელ აპრილამდე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

mamuka
"საიდან აქვთ ქართველებს ძიუდოში ამხელა წარმატება? ამის ახსნა რთულია" - სტატიის ავტორი ცოტა სიღრმისეულად რომ დაინტერესებულიყო, ამ კითხვას არ დასვამდა! საიდან და ქართული ჭიდაობიდან, რომელმაც ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს აღუზარდა უმაღლესი დონის ვარსკვლავები!!!
888
სამწუხაროდ ძალიან ბევრი ტრამვირებული ძიუდოისტი გვყავს,თუმცა ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა კარგად წარმოაჩინონ თავი.ჩვენი დასწრებაც აუცილებელი,რომ გავამხნევოთ ბიჭები და ამ სტატიის ავტორს იმედები არ გავუცრუვოთ.
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე