დღეს, გამთენიისას, საქართველოს 7-ქალა ნაკრები ბელგიაში, ქალაქ გენტში გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე გუნდს 2018 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელსაც 9-10 ივნისს ხორვატია უმასპინძლებს. მანამდე გოგონები სამ მოსამზადებელ ტურნირზე ითამაშებენ, რომელთაგან პირველს 31 მარტსა და 1-ელ აპრილს გენტი უმასპინძლებს.

"გენტის ტურნირში რეგულარულად ვმონაწილეობთ და ის საკმაოდ მაღალი დონისაა. მასში ევროპის ტოპ-12-ის გუნდებიც იღებენ მონაწილეობას. წელს ბელგიაში პოლონეთის, ჰოლანდიის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებები იქნებიან წარმოდგენილნი, ასევე, საკმაოდ ძლიერი კლუბები" - ამბობს მალაღურაძე, რომელიც ამ ტურნირზე ახალი სათამაშო სქემის გამოცდას აპირებს:

"მე და გიორგი მაისურაძემ გადავხედეთ შეტევისა და დაცვის სტრატეგიებს და გარკვეული სიახლეები დავნერგეთ, რომელთაც პირველად გენტში გამოვცდით. არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდება, თუმცა იმას ნამდვილად დავინახავთ, რაზე გვაქვს უფრო მეტი სამუშაო".

მალაღურაძე კმაყოფილია რაგბიში ჩართული გოგონების რაოდენობის ზრდით. თუ ადრე საქართველოს ნაკრებს 12 კანდიდატის შეკრებაც კი უჭირდა, ახლა გაფართოებულ სიაში 22 მორაგბეა, რომელთაგან 12 შეირჩა. მათგან ერთი დებიუტანტია - მანონი საღარაძეს ნაკრების მაისურით ჯერ არ უთამაშია.

"სასიხარულოა, რომ კანდიდატთა რაოდენობა გაიზარდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდულია".

მეორე და მესამე მოსამზადებელი ტურნირებისთვის საქართველოს 7-ქალა საფრანგეთში გაემგზავრება და 18-20 მაისს ნანსის, ხოლო 23-24 მაისს პარიზის საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

7-ქალა გენტის ტურნირზე

სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნიკოლ გალუზინსკაია (თბილისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), ნინო ტაბატაძე (თბილისი), ქეთი მოდებაძე (კაპ. თბილისი), სალომე საღარაძე (ზუგდიდი), თინათინ პაპუაშვილი (თბილისი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანი სირაძე (ქუთაისი), მანონი საღარაძე (ზუგდიდი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა