2022 წლის 7-კაცა რაგბის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი 16-17 ივლისს რუმინეთში, ბუქარესტში გაიმართება.

როგორც კაცთა, ასევე ქალთა ტურნირში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კაცთა ტურნირის 11 მონაწილე უკვე ცნობილია და ესენი არიან: ესპანეთი, გერმანია, ლიეტუვა, საქართველო, პორტუგალია, იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი, ბელგია, ირლანდია და უელსი. მე-12 მონაწილის ვინაობა რაგბი ევროპის „ალაფის“ რეიტინგის მიხედვით, მოგვიანებით გაირკვევა.

ევროპის ზონიდან კაცთა 7-კაცა მსოფლიო თასზე თამაში უკვე დაბევებული აქვთ ინგლისს და საფრანგეთს.

ქალთა ტურნირში ითამაშებენ: პოლონეთი, ესპანეთი, ბელგია, უელსი, გერმანია, რუმინეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ინგლისი და იტალია. შესარჩევი ტურნირის ორი მონაწილე რაგბი ევროპის „ალაფის“ შედეგების მიხედვით გაირკვევა.

მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, 7-კაცას ტურნირებში თითოეულ გუნდს განაცხადში 12-ის ნაცვლად 13 მოთამაშის ყოლის უფლება ექნება. „არკულზე“ თითოეული გუნდი დღეში 2 თამაშს გამართავს: შაბათს ჯგუფური ეტაპის ორ-ორი შეხვედრაა, კვირას ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩია და ის გუნდები, რომლებიც საერთო რეიტინგში 1-8 ადგილებს დაიკავებენ, მეოთხედფინალში ითამაშებენ.

მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი აქ დასრულდება. ევროპის შესარჩევი ზონიდან მსოფლიო თასზე კაცებშიც და ქალებშიც 4-4 გუნდი გადის. შესაბამისად, ნახევარფინალისტებს სამხრეთ აფრიკაში, ქეიფთაუნში, 9-11 სექტემბერს გასამართი ჩემპიონატის საგზური მოპოვებული ექნებათ და ისინი შესარჩევ ტურნირში საბოლოო ადგილებს აღარ გაითამაშებენ.

შეგახსენებთ, მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირამდე საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორ ეტაპს ითამაშებს, 7-ქალას კი რაგბი ევროპის „ალაფის“ ორი ეტაპი ელის.

rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამივე მატჩში დამარცხდა
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა
საქართველოს 7-ქალა ნაკრები გენტში გაემგზავრა
საქართველოს 7-კაცა ევროპის გრან პრის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს
საქართველოს 7-კაცა 13 ივლისიდან ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს
საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის დივიზიონში გადავიდა