Eurasianet: ქართული რაგბი გლობალური ელიტის უკანასკნელ ბარიერს ანადგურებს
Eurasianet-ის ჟურნალისტი კლემან ჟირარდო თბილისში საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩს დაესწრო და მდიდარი შთაბეჭდილებები თავისი საიტის მკითხველს გაუზიარა.

თბილ კვირა დღეს 40 ათასი გულშემატკივარი მქუხარედ უჭერდა მხარს თავის გუნდს. გამარჯვების შემდეგ, მათ ქომაგებს მადლობა გადაუხადეს, ზოგიერთმა შვილი მხრებზეც შემოისვა. ამ მოგებამ კონტინენტზე პრესტიჟულობით მეორე ტურნირზე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. "ლელოელებმა" 15 ტურნირში მე-10 გამარჯვება იზეიმეს და საოცარი პროგრესით მიუახლოვდნენ მსოფლიო რაგბის ელიტას.

აი, რა მითხრა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა:"შესაძლოა, უკანასკნელი 4-5 წლის მანძილზე რაგბი აქ არ იყო სპორტის ყველაზე მასობრივი სახეობა, მაგრამ უეჭველი ყველაზე პოპულარულია. მნიშვნელოვანია გუნდის წარმატება, რამეთუ უფრო მეტია მხარდაჭერა. თქვენ ხედავთ მორაგბეების სახეებს სარეკლამო დაფებზე, ტელევიზიაში, ავტობუსის გაჩერებებზე. ფეხბურთელებს იქ ვერ ნახავთ".

დიახ, რაგბი ინგლისში XIX საუკუნეში გამოიგონეს და დიდ ბრიტანეთში თამაშობდნენ, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირის სლოგანი ამტკიცებს, რომ რაგბი ქართველთა თამაშია. ნაკრების თიკუნია Lelos, რომელიც რაგბის მონათესავე თამაშია და ყოველ აღდგომას ქვეყნის დასავლეთ რეგიონ გურიაში ტარდება.

"70 წელი არცაა, რაც რაგბს ვთამაშობთ, ეს ძალიან ცოტაა ჩვენისთანა უძველესი ქვეყნისთვის, მაგრამ საოცრად მოგვერგო, ვინაიდან ორგანულად ქართულია, ის რაღაც ფორმით ჩვენს ეროვნულ ხასიათს წარმოაჩენს, საბრძოლო და გუნდურ სულისკვეთებას", - განმიცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ერთ-ერთი სპონსორის, ღვინის კომპანია "თელიანი ველის" კრეატიულმა დირექტორმა ლევან ღვინიანიძემ.

ჩვენთან რაგბის პოპულარობა და საერთაშორისო რეიტინგი ბოლო 10 წელიწადში ერთობ ამაღლდა. 2007 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება ძალზედ მწირი იყო, ამ დროს, იმ წელს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველად გაიმარჯვა - ნამიბიას მოუგო, ერთ-ერთ დიდ სარაგბო გუნდთან, ირლანდიასთან კი თანაბარ თამაშში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შემდეგ რადიკალური ცვლილებები დაიწყო", - მითხრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

ამჟამად საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა. 2015 წლის მსოფლიო თასი გუნდმა ჯგუფში მე-3 ადგილზე დაასრულა, რამაც მას 2019 წლის იაპონიაში ჩასატარებელი მსოფლიო თასის მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიანიჭა. გასული წლის ივნისში საქართველომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ქართველები მე-10 ადგილზე გავიდნენ. რაგბი უფრო მასობრივი გახდა. რაგბის კავშირის ცნობით, კლუბებში ოფიციალურად რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 2007 წელს 2 600 იყო, 2017 წლამდე კი 15 400-მდე გაიზარდა, ხოლო 24 კლუბის ნაცვლად დღეს საქართველოში 76 კლუბია.

რაგბის გულშემატკივრები ამბობენ, რომ სპორტი თავის თავში მდგრადობას ახორციელებს, ეს ქვეყანა გამოვიდა ადრეული პოსტსაბჭოთა პერიოდის ეკონომიკური კოლაფსიდან, პოლიტიკური მოუწესრიგებლობიდან და ძალისმიერი კონფლიქტებიდან. "რაგბი გახდა წარმატებასთან ასოცირებული როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე სპონსორებისთვის. ადრე საქართველოს საფირმო ნიშანი ღვინო იყო, ახლა კი რაგბიც დაემატა. დღეს გვაქვს ის, რითიც შეგვიძლია ყველგან ვიამაყოთ", - თქვა Rugby TV-ს პროდიუსერმა ნიკა ლობილაძემ.

სვანიძემ რაგბის აღორძინების საკითხში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის როლს გაუსვა ხაზი, რომელმაც თავისი ფონდის მეშვეობით სტადიონების მშენებლობა დააფინანსა. ეს 2010 წელს ეროვნული ნაკრების ბაზის "შევარდენის" გახსნით დაიწყო.

"როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი, დამხვდა მხოლოდ ოთხი მოედანი, სადაც თამაში შეიძლებოდა. ახლა ალბათ, უკვე ოცია. გაუმჯობესდა არამარტო ინფრასტრუქტურა, არამედ გუნდის თამაშიც. 2011-ში ისინი ბურთს სულ უკან აბრუნებდნენ, სწორხაზოვნად თამაშობდნენ. ჩვენი მიზანი იყო თამაშის გაშლა, რათა ჩვენს მორაგბეებს სწორი გადაწყვეტილების მიღება წნეხის ქვეშ მყოფებსაც შეეძლოთ", - ამბობს ჰეიგი.

ქართველ მორაგბეთა ძალა შერკინება და მოლია, სადაც უმეტესად ჯაბნიან მეტოქეებს, თუმცა მათი თამაში ახლა უფრო დაბალანსებულია, ვიდრე ადრე და გუნდს სჯერა, რომ უკვე მზადაა, პლანეტის სარაგბო ლიდერებს შეებრძოლოს.

რაგბის ელიტა ერთგვარი ჩაკეტილი სამყაროა. სარაგბო ერები სამ დონედ კვალიფიცირდებიან: პირველი დონის (ტიერ 1) გუნდები თამაშობენ უპრესტიჟულეს ტურნირებში, ევროპაში ასეთი ექვსი ერია, სადაც დიდი ფულია. საქართველო ტიერ 2-ის წევრია და ნაკლები შესაძლებლობა აქვს საერთაშორისო ტესტ-მატჩები ტიერ 1-ის გუნდებთან ითამაშოს.

საქართველოში და საზღვარგარეთ აქტიურად ლობირებენ საქართველოს ნაკრების ექვს ერში გაწევრიანებას, რომლის აუტსაიდერი იტალია რეიტინგში საქართველოზე ქვემოთაა, მაგრამ ექვს ერს კერძო კომპანია მართავს და დღეს არსებულ მომგებიან ფორმატში ცვლილებების წინააღმდეგია.

"იმედგაცრუებულები გახლავართ, რამეთუ ისევ იმაზე გვიწევს საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობა, რათა დავამტკიცოთ, თუ რის გაკეთება ძალგვიძს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა. ჩვენი მომზადების დონე ისეთივეა, როგორც ტიერ 1-ის გუნდებში. კონცენტრირებულნი იმაზე ვართ, რომ ყველაფერი ვუზრუნველვყოთ. ჩვენთან ყველაფერი ტიერ 1-ის სტანდარტების დონეზე კეთდება", - ბრძანებს ჰეიგი.

ახლო მომავალი გადამწყვეტი იქნება ქართული რაგბისთვის. ნოემბერში იტალიასთან ტესტ-მატჩში მოგებას და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიის წარმატებით დასრულებას, არაა გამორიცხული, ექვსი ერის კარის გაღებაც მოყვეს. ისინი ალტერნატივებსაც განიხილავენ: ადგილობრივი გუნდით პრო-14-ში (სადაც ევროპული და სამხრეთაფრიკული გუნდები თამაშობენ), ან სუპერ რაგბში (სადაც ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იაპონიის გუნდები მონაწილეობენ) ჩართვას.

"ნახეთ, სად მდებარეობს საქართველო, იქ წავალთ, სადაც მიგვიღებენ. ავსტრალიაშიც კი, საამისო თანხასაც მოვიძიებთ", - აცხადებს სვანიძე.

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია