ევროპის ტოპჩემპიონატებიდან ყველაზე დიდი ინტრიგა იტალიაშია. იქ მთელი სიმძაფრით მიდის საჩემპიონო ბრძოლა. ამ დროისთვის "იუვენტუსი" 2 ქულით უსწრებს "ნაპოლის". ამ ტურში შეიძლება განლაგება შეიცვალოს, რაკი "ბებერ ქალბატონს" ურთულესი საშინაო მატჩი ელის ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფ "მილანთან".

"იუვეს" ცალკე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი ("რეალთან") აქვს საფიქრალი და ცალკე საკადრო პრობლემები. "მილანთან" შეხვედრაში მასიმო ალეგრის გუნდს ვერ დაეხმარებიან ალექს სანდრო, ხუან კუადრადო, ჯორჯო კიელინი და ფედერიკო ბერნარდესკი.

ამ მხრივ "მილანი" უკეთეს მდგომარეობაშია. ალეგრის ყოფილი შეგირდის, ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი მხოლოდ ალესიო რომანიოლის მოისაკლისებს. საეჭვოა დავიდე კალაბრიასა და ანდრეა კონტის მინდორზე გასვლა. ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილანელები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.

ყველასთვის მოულოდნელად, "მილანს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი გაუჩნდა. "იუვენტუსისთვის" კი ყველა ქულას მართლაც რომ ოქროს ფასი აქვს. "ქალბატონი" უკან ვეღარ დაიხევს.

"ნაპოლი" მხოლოდ 3 ქულისთვის ესტუმრება "სასუოლოს", სხვა შედეგი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მაურიციო სარის გუნდისთვის. ნეაპოლელთა ერთადერთი თავისტკივილი ის არის, რომ შეიძლება მინდორზე ვერ ვიხილოთ მარეკ ჰამშიკი. მას ტრავმა აწუხებს და გუნდის ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ "ნაპოლის" სლოვაკი ლიდერი ფეხზე დააყენონ.

წესით, სერია A-ს სხვა გრანდებს ამ ტურში განსაკუთრებული პრობლემები არ უნდა შეექმნათ. მათი მეტოქეების გათვალისწინებით, 3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ. ალბათ, ყველაზე რთული შეხვედრა "რომას" ელის, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ "ჯალოროსი" ყოველთვის კარგად თამაშობს "ბოლონიას" წინააღმდეგ.

"ინტერი" ბოლო ტურში გაბრწყინების შემდეგ თითქოს შევიდა ფორმაში. ვნახოთ, რას იზამს ლუჩანო სპალეტის გუნდი "ვერონასთან". ნებისმიერ შემთხვევაში, "ნერაძური" გამოკვეთილი ფავორიტია. ისიც არის, რომ "ინტერისგან" არასოდეს არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

"ლაციოს" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი, ალბათ, დაასვენებს რამდენიმე ფეხბურთელს, თუმცა გუნდს მაინც არ უნდა გაუჭირდეს უსუსტესი "ბენევენტოს" ძლევა.

ფაქტები

"რომამ" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ბოლონიას".

"ატალანტასა" და "უდინეზეს" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ფიორენტინამ" სერია A-ში ბოლო 3 მატჩი მოიგო.

"ინტერმა" ბოლო შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

"ლაციო" სერია Aში ორჯერ შეხვდა ბენევენტოს და ორივე თამაში მოუგო.

"კიევოსა" და "სამპდორიას" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"იუვენტუსმა" ჩემპიონატსა და თასზე ბოლო 3 მატჩი მოუგო "მილანს".

სერია A. XXX ტური

შაბათი, 31 მარტი

ბოლონია-რომა 14:30

ატალანტა-უდინეზე 17:00

კალიარი-ტორინო 17:00

ფიორენტინა-კროტონე 17:00

ჯენოა-სპალ 17:00

ინტერი-ვერონა 17:00

ლაციო-ბენევენტო 17:00

სასუოლო-ნაპოლი 17:00

კიევო-სამპდორია 20:00

იუვენტუსი-მილანი 22:45

ბომბარდირები: 24 ჩირო იმობილე (ლაციო); 22 მაურო იკარდი (ინტერი); 17 ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი