არის! საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
წვიმიან ამინდში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.

ქართველ მორაგბეებს თასი რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.

ყველას გილოცავთ ფრანგებთან მეოთხე ცდიდან მოპოვებულ ამ უდიდეს გამარჯვებას - ეგაც თქვენი საფრანგეთი.

აი, ჩვენი გმირები:

სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).

მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

chaqveli
მოპატრიოტო ,,ქომაგს,,-შენგან კრიტიკა როგორ არ შეიძლება შენ ხომ მაგ ასაკში მსოფლიო ჩემპიონი იყავი მარჯვენა ხელით .............ში:)):)):)) არც ეხლა აკლებ ეტყობა ხელს ჯაფას:)):)):)))))
tazo
ვითომ პატრიოტი ვითომ ქომაგ-ს .შე ..... ოჯახაშენებულო, მეტს რას მოელოდი, ევროპის ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონები გახდნენ , მსოფლიო ჩემპიონები ხომ ვერ გახდებოდნენ:)):)):)))
sake
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო...
პატრიოტი ქომაგი
მეტს მოველოდი. სამწუხაროა... მაგრამ ხმას არ ამოვიღებ. რაგბისტების კრიტიკა ხომ არ შეიძლება...
dadu
ჯიგრები ხართ ჯიგრები !!! სანამ ინგლისს ინგლისშივე არ მოვუგებთ მანამდე არ უნდა გამოფხიზლდეს სარაგბო სამყარო და არ უნდა მოგვცენ შანსი ექვს ერში თამაშის? მეტი რაღა უნდა ქნან ბიჭებმა. ვამაყობთ თქვენით მთელი ერი.
tazo
ვულოცავ ბიჭებს და სრულიად საქართველოს!!!!!ისე worldrugby.org იგნორს რატომ გვიკეთებს ნეტა,დიდი ნაკრების გამარჯვების შესახებაც ხალიან მწირ ინფოს ავრცელებს.არ აწყობთ ნეტა ჩვენი ამხელა პროგრესი?
Vasili
აი ამას ქვია , სიბნელეში რაგაღაცამ გამოანათაო...! გაიხარეთ ბიჭებო, ეგ ერთი და სხვა მრავალი, კიდევ ბევრი სიხარული მოგეტანოთ ქართველი ხალხისთვის...
tngh
ბიჭებო გილოცავთ!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!! (უკაცრავად, რომ დავაგვიანე მოლოცვა...)
NIGHT
ყოჩაღ ბიჭებს დაიმსახურეს მართალია ძალიან ბევრი შეცდომა იყო კრიტიკულ მომენეტებში მაგრამ ერთი ფაქტი აშკარად თვალში საცემი იყო ბურთი თითქმის სულ ჩვენ გვეჭირა შეტევის საშვალებას არ ვაძლევდით ფრანგებს სულ 3 თუ 4 ჯერ მოვიდნენ ლელოსთან რამაც განაპირობა ჩვენი მოგება ძალიან სწორი ტაკტიკით ვითამაშეთ შევუტიეთ დაცვაში არ ჩავჯეკით ბურთი მოვიპოვეთ და ნელი ტემპებით ვუტევდით დროც გაგვყავდა თან შანს ველოდით მსაჯით აღფრთოვანებული დავრჩი და წვიმიანმა ამინდმაც შეგვიწყო ხელი
ვახო
საიდან დაასკვენი რო ბ ნაკრები იყო?წყარო მიუთითე საიდან მოიპოვე ეგ ინფორმაცია თუ არადა საერთოდ გაჩუმდი..რაც არ აცი იმას ნუ ლაპარაკობ.საფრანგეთი დიახაც რომ უძლიერესი შემადგენლობით იყო და ჩვენმა ლომებმა ღირსეულად დაამარცხეს!
ნოდო
იძახეთ გვინდა 6 ერიო მეც მინდა მარა 6 ერში რო შეგვიშვან ტრიბუნაზე მარტო ხელისუფლების წევრები ისხდებიან აბა სხვა ბილეთს ვერ გაწვდება კომერციაა და მეტი არაფერი აბა იტალია რატო უნდა გყავდეს და საქართველო არა
გიორგი
მემგონი ვერ გამიგეთ რისი თქმა მინდოდა. თქვენ თუ ფიქრობთ ჩემზე მეტად გაგიხარდათ ეს გამარჯვება კოტე ბატონო ვფიქრობ ცდებით. ნამდვილად სასიხარულოა რომ პროგრესი გვაქ და უკვე საფრანგეთის ეს ნაკრები დავამარცხეთ. აი ჟურნალისტი კი იმისთვისაა რომ სრული ინფორმაცია მოგვაწოდოს და გვიამბოს თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე! ზუსტად იმავე დღეს ჩვენ რომ ეს გამარჯვება მოვიპოვეთ საფრანგეთის A ნაკრებმა 6 ერზე უელსი დაამარაცხა 22-14. ჩემთვის არანაირად არ კნინდება ეს გამარჯვება ამის გათვალისწინებითაც. თქვენ თუ სხვაგვარად ფიქრობთ ეგ თქვენი საქმეა და ულვაშს რაც შეეხება ჯობია ყველამ თავისას მიხედოს.
ლევანი
ჩვენ, რომ ვიყოთ თუნდაც ისეთი ეკონომიკის ქვეყანა, როგორიცაა ესპანეთი, მჯერა ადვილად მიგვიღებენ 6 ერში....
კოტე
შეგირცხვა ულვაში გიორგი ბატონო... მეტს აღარ მოგწერ მაინც ვერ მიხვდები...
antaress
ნამდვილად შეიძლება რომ უკვე თამამად ითქვას რომ ვართ ტიერი-1 ქვეყანა და ჩვენი ადგილი ელიტაშია და ამას ჩვენი ლომები ამტკიცებენ ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვეთანხმები იმას რომ ცვენი არ მიღების ერთადერთი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა როცა მინდა მაისური ვიყიდო მაგრამ რავქნა 245 ანდა 135 ლარის გადამხდელი არვარ
antaress
იყო რაგბიტვ_ზე
გაიოზ გოშაძე
ყოჩაღთ ბიჭებო, სულ გამარჯვებები დაგებედოთ თქვენს სპორტულ კარიერაში და წარმატებები პირად ცხოვრებაში. გაიხარეთ სამშობლო, რომ ასახელეთ.
Soso
Tkven genacvaleeeeet bijebo.. Saqartvelos gaumarjos... Mravaljamieeeer...
კოტე
ისინი 20 წლამდელები იყვნენ და არა 18იანები, მაგრამ იმედია ივნისშში მოხდება ეგ ამბავი, 20 წლამდელების მსოფლიო თასზე
ნოდო
კიდე კაი 0-0 არ მორჩა არადა პატარები უფრო შედეგიან ქულების მხრივს რაგბს თამაშობენ როგორც უმეტესად ფეხბურთშიც ისე 6 ერი კია დიდიხანი ჩვენი საქმე ერთი დადასტირება მარა 100 ლარი როა მინიმალური პენსია ხო იქ იმ ქვეყანაში იაფი ბილეთებსაც კი რამდენი გაწვდება? მთავარი ხო მაინც ფულია აბა მაარტო ფორმაში ყოფნისთვის ხო არ თამაშობენ ნატოს პონტია რა ხართ ღირსები მარა ............................................
halagaji
გენაცვალეთთ ბიჭებოო))
სოსო
რატომ არ უშვებთ პოსტებს?
ლომებო!
გენაცვალეთ ლომის გულში, ჩემო ქართველებო
ერმალო
გილოცავთ შვილებო, მრავალჟამიერ.ახლა ჯერი 20 წლამდელებზეა. ისინიც გვასახელებენ
ზაზა
ბრავო
გიორგი
გილოცავთ გაიხარეთ ვამაყობ თქვენით. დიდი მადლობა დიდი სიხარულის მონიჭებისთვის!!! "კიდევაც დაიზრდებიან"
Bajo
Gilocavt qartvelo lomebooo gaaxaret qartveli eri da tqveni ojaxebiii vashaaa
გიორგი
ძაან სასიხარულოა და ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.მაგრამ რატომ არ წერთ რომ ბ ნაკრებს ვეთამაშეთ? ბიჭებს ვუსურვებ წარმატებას და უფრო დიდი გუნდების დამარცხებას!
mamuka
ძაან მაგრად იომეს, სერიოზული დაცვა ითამაშეს, ფეხით თამაშიც თუ გამოასწორეს წინ ვერავინ დაუდგება. გილოცავთ მაგარი ვაჟკაცები არიან.
გიორგი
გენაცვალეთ! მაგრად გამიხარდა. უკეთესი ლომები გვეზრდებიან
niko
გილოცავთ ყველას, და განსაკუთრებით ამ ბიჭებს. ჯიგრები ხართ!!!
ირაკლიუსი
რაგბი ჩვენი თამაშია, მაგრები ხართ ბიჭებო.
მერო
მთელ საქართველოს გილოცავთ. ეს ერთი და სხვა მრავალი
სოსო
ვაშა,ჩვენ ჩემპიონები ვართ.ნავსი გატეხილია!თამაში იმდენი არაფერი,მაგრამ თავდადება მართლაც საარაკო ჰქონდათ ბიჭებს,და ცაკი გატეზეს კიდეც ფრანგები.საფრანგეთის მეორე ნაკრებთან 14-0 გამარჯვების შემდეგ,მოსამზადებელ პერიოდში,უკვე იმედიანად ვიყავი,რომ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევდით ფრანგთა პირველ ნაკრებს,მაგრამ გამარჯვების რწმენა ნამდვილად არ მქონდა,თუმცა ამის რწმენა იმ გამარჯვებამ,ეტყობა თვითონ ბიჭებს შესძინა და ამინდიც საჩვენო შეგვხვდა.ახლა მთავარია ესენიც არ გაიბუტონ და არ დატოვონ ეს ჩემმპიონატი.ვულოცავ ყველა ქართველ რაგბისტსა და მათ გულშემატკივარს.
გია 11
გენაცვალეთ ბიჭებო, წარმატებები სამშობლოს სასახელოდ...
ზაალ
ეს ერთი და სხვა ათასი!!!
მალხაზი
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს.მრავალი გამარჯვება გვეზეიმოს.მაგრამ რა გახდა ერთი ტელე რეპორტაჟი ამ ქვეანაში!? რისთვის არსებობენ?.
912
გილოცავთ ყველას.... იმედია 6 ერის სხვა წარმომადგენლებივით ფრანგებიც არ გაიქცევიან
mamulo
გილოცაცთ ლომის ბოკვრებო! სულ წარმატებებით გევლოთ! თქვენ დღეს ქართველ ხალხს დიდი სიხარული მიანიჭეთ.გმადლობთ ამისთვის! მთელ საქართველოს გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას! რაგბი ჩვენი თამაშია!
გენო
ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ თქვენი კუნძივით დაგდებული ფალავანი! ბოდიში თუ ციტატა არასწორია!
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალს საქართველო გახსნის
U18. საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ისევ სძლია
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ