ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო "ლეიკერსმა" - ასეთი უიღბლო სერია ჩემპიონს აგერ უკვე ოთხი წელია არ ჰქონია
ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო "ლეიკერსმა" - ასეთი უიღბლო სერია ჩემპიონს აგერ უკვე ოთხი წელია არ ჰქონია. გარდა ამისა, კალიფორნიელები ხუთია წელია არ აგებდნენ საკუთარ მოედანზე "ოკლაჰომასთან". მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული - კევინ დურანტმა, რასელ უესტბრუკმა და კომპანიამ ფილ ჯექსონის შეგირდები ისე იოლად დაამარცხეს, თითქოს ისინი იყვნენ მოქმედი ჩემპიონები.

"ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ ჩატარებული 18 შეხვერიდან 17-ის მოგებით, "ლეიკერსს" თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა დასავლეთ კონფერენციაში მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა, ახლა კი ფილ ჯექსონის გუნდს მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითება ემუქრება.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული შემდეგ შეხვედრაზე, რომელშიც "ლეიკერსს" "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მოუწევს თამაში. "სპურსს" ძალიან სჭირდება მოგება, რადგან რეგულარულის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ძლიერი კონკურენტი ჰყავს "ჩიკაგოს" სახით. თანაც ტექსასელებმა შურისძიებაზეც უნდა იფიქრონ, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ "სან ანტონიომ" სამარცხვინოდ წააგო შინ ჩემპიონთან. თუ გრეგ პოპოვიჩის გუნდი შეძლებს რევანშის აღებას, ხოლო "დალასი" და "ოკლაჰომა" ორივე დარჩენილ შეხვედრას მოიგებენ, მაშინ ჩემპიონები პლეი ოფის პირველ წრეში მეტოქედ ძალიან სახიფათო "დენვერს" მიიღებენ. მოკლედ, კალიფორნიელებმა თავად გაიფუჭეს აწყობილი საქმე.

გუშინდელი დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ პირველად კარიერაში უქულოდ დაასრულა შეხვედრა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა კრის პოლმა. თუმცა "ნიუ ორლეანის" ლიდერი "მემფისის" წინააღმდეგ ძალიან აქტიური არ ყოფილა - მხოლოდ ექვსჯერ ისროლა თამაშიდან და ექვსივე ააცილა, ასევე ორჯერ არაზუსტი იყო საჯარიმოს ხაზიდან.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის 22-ქულიანი სხვაობა, რომლითაც "ჰორნეტს" "მემფისმა" მოიგო.

ცნობისთვის, ამ სეზონში პოლის შედეგიანობა 16.2 ქულას უდრის.

ორლანდო-ჩიკაგო 99:102

24:32, 25:18, 28:30, 22:22

ო: ანდერსონი (28+10 მოხსნა), რიჩარდსონი (24), ნელსონი (17+11 პასი+5 მოხსნა).

ჩ: როუზი (39+5 პასი), დენგი (15+5 მოხსნა+5 პასი), ბუზერი (12+6 მოხსნა+6 პასი), გიბსონი (9+11 მოხსნა).

ტორონტო-ნიუ ჯერსი 99:92

31:22, 30:20, 21:20, 17:30

ტ: ბეილესი (19), დევისი (18+8 მოხსნა), ჯონსონი (18+6 მოხსნა+6 პასი), დეროზანი (18+5 მოხსნა), რაიტი (10).

ნ-ჯ: ლოპესი (35+11 მოხსნა), ვუიაჩიჩი (19).

მემფისი-ნიუ ორლეანი 111:89

30:30, 22:18, 30:19, 29:22

მ: მაიო (18), გასოლი (16+7 მოხსნა), იანგი (14+6 მოხსნა), რენდოლფი (14+6 პასი+5 მოხსნა), ვასკესი (13+5 მოხსნა).

ნ-ო: ბელინელი (18), არიზა (11), ლენდრი (11), გრინი (11), ჯეკი (10), პოლი (0+10 პასი).

შარლოტი-დეტროიტი 101:112

40:25, 19:25, 19:34, 23:28

შ: ჰენდერსონი (21), დიაო (20+7 პასი+6 მოხსნა), ბრაუნი (19+7 მოხსნა), ოგუსტინი (14+14 პასი), კანინგემი (10).

დ: სტაკი (24+11 პასი), ვილანუევა (20+6 მოხსნა), უილკოქსი (14+7 მოხსნა), ჰემილტონი (11+6 მოხსნა), მონრო (10+9 მოხსნა), მაქსიელი (10+7 მოხსნა).

ინდიანა-ნიუ იორკი 109:110

33:33, 28:34, 35:20, 13:23

ი: გრეინჯერი (20+6 მოხსნა), ჰიბერტი (19+10 მოხსნა), კოლისონი (16+5 მოხსნა+5 პასი), ჰენსბრო (14), დანლივი (14).

ნ-ი: ენტონი (34+5 მოხსნა), ბილაპსი (21+7 პასი), დუგლასი (14), უილიამსი (11).

დალასი-ფინიქსი 115:90

36:17, 29:22, 15:21, 35:30

დ: ნოვიცკი (19+7 მოხსნა), მერიონი (18+11 მოხსნა), ტერი (17), სტოიაკოვიჩი (17), ბარეა (15+6 პასი), ჰეივუდი (5+11 მოხსნა).

ფ: გორტატი (15+9 მოხსნა), უორიკი (11+6 მოხსნა), დადლი (11+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-საკრამენტო 103:104

26:30, 33:30, 24:17, 20:27

გ-ს: კარი (27+8 პასი+6 მოხსნა), ლი (24+14 მოხსნა), რაიტი (19+6 ჩაჭრა), უდო (10).

ს: ტორნტონი (21), კაზინსი (15+13 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (14+8 მოხსნა), უდრიხი (14+6 პასი), ევანსი (14+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (10).

ლეიკერსი-ოკლაჰომა 106:120

31:36, 33:30, 26:22, 16:32

ლ: ბრაიანტი (31), გასოლი (26), ბინუმი (12+13 მოხსნა), არტესტი (10).

ო: დურანტი (31), უესტბრუკი (26+7 პასი+6 მოხსნა), ჰარდენი (16), იბაკა (15).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა