დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ჩარსლტონის ტურნირზე გამარჯვებით სეზონში მესამე და კარიერაში მე-15 ტიტული მოიგო

გასულ კვირას ქალთა ტურნირები ლოგიკური შედეგებით დასრულდა - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ და ინდიან უელსის ჩემპიონმა ვიქტორია აზარენკამ წარმატებით დაიწყეს გრუნტის სეზონი.

ჩარლსტონის ფინალში დანიელი ჩოგბურთელის მეტოქე რუსი ელენა ვესნინა იყო, რომელსაც ფატალური უიღბლობა სჭირს გადამწყვეტ მატჩებში. ეს მისთვის რიგით მეხუთე ფინალი იყო პროფესიულ ტურში და ზედიზედ მეხუთედ მარცხი განიცადა. არადა, ვესნინამ ტურნირის მსვლელობისას კარგი ფორმა აკრიფა და ფინალამდე გზიდან სერიოზული მეტოქეები ჩამოიცილა - სტოსური, გორჯესი და პენგი. ვოზნიაცკის კი ეტყობოდა სპორტული ფორმის დაკარგვა, მაგრამ ნებისმიერ მატჩში კაროლინი გადამწყვეტ მომენტებში ძალიან ძლიერად გამოიყურებოდა.

ფინალიც ამ ტურნირზე ვოზნიაცკის სხვა მატჩებს ჰგავდა. პერიოდულად ვესნინა ჯობდა მეტოქეს, მაგრამ სტაბილურობა არ ჰყოფნიდა. ერთადერთი, რაშიც რუსი სტაბილურად გამოიყურებოდა - ბადესთან თამაში იყო: 21-ჯერ გავიდა წინ და 18 ქულა აიღო. მიუხედავად ყველაფრისა, დანიელი უფრო ხარისხიან ჩოგბურთს აჩვენებდა და ამის ხარჯზე პირველი სეტი ორმაგი ბრეიკით მოიგო.

მეორე სეტში ვესნინა რთულად ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს, შემდეგ კი მიღებაზე შანსი გაუჩნდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვოზნიაცკიმ ისევ კარგი თამაში აჩვენა, შემდეგ კი ერთადერთი ბრეიკი გააკეთა და პირველი ცდიდან ჩააწოდა მატჩზე - 6:2, 6:3.

დანიელმა სეზონში მესამე და კარიერაში მე-15 ტიტული მოიგო. ამ ეტაპზე მის ლიდერობას რეიტინგში არაფერი ემუქრება, რადგან კიმ კლაისტერსი როლან გაროსამდე კორტზე არ გამოჩნდება.

მარბელიას ტურნირის ფინალში მეტოქეებს შორის კლასში განსხვავება კიდევ უფრო მეტი იყო. რუმინელმა ირინა ბეგუმ კარიერაში საუკეთესო კვირა ჩაატარა. აქამდე ბევრისთვის უცნობმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაცია გაიარა და სენსაციურად გააღწია ფინალში. თანაც ნახევარფინალში ტურნირის მეორე ნომერი სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა. მაგრამ ბეგუ ფინალში უშანსოდ იყო, რადგან იქ ბრწყინვალე ფორმაში შესული ვიქტორია აზარენკა შეხვდა, რომელსაც მანამდე ზედიზედ 10 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

პირველი გეიმები დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ აზარენკას უპირატესობა მაინც იგრძნობოდა. მთელი მატჩის განმავლობაში მან მეტოქეს წარმატების ერთი შანსიც არ დაუტოვა და დაახლოებით იმ ანგარიშით მოიგო, რომლითაც ვოზნიაცკიმ ჩარსლტონის ფინალი - 6:3, 6:2. მთელი ტურნირის განმავლობაში ვიქტორიამ მხოლოდ 19 გეიმი წააგო, რაც ამ სეზონში WTA-ის რეკორდია. მანამდე მისი მფლობელი ვოზნიაცკი იყო, რომელმაც დუბაიში პირველობისთვის 25 გეიმის წაგება იკმარა.

ამ კვირას ტურნირები არ არის, რადგან ფედერაციის თასის მატჩები უნდა გაიმართოს.

WTA

Andalucia Tennis Experience

მარბელია (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:2.

Family Circle Cup

ჩარლსტონი (აშშ). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ელენა ვესნინა (რუს) 6:2, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა