ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ საკლუბო ტურნირ ევროლიგაში თორნიკე შენგელია თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ესპანური "ბასკონიას" კაპიტანს ევროლიგის მარტის MVP-ის ტიტული მიანიჭეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ ტურნირში ქართველი კალათბურთელებისთვის.

შენგელიას ლიდერობით, "ბასკონიამ" ევროლიგაში მარტში გამართული ექვსივე შეხვედრა მოიგო და მანამდე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა, პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. ამ მატჩებში გამოირჩეოდა ქართველი ფორვარდი, რომლის სტაბილურობამ ბასკონიელთა წარმატება განაპირობა.

ამ შეხვედრებში შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი (სარგებლიანობის ინდექსი) საშუალოდ 17-ს შეადგენდა, რაც საუკეთესო შედეგია. ამასთან ერთად - ქართველი ფორვარდი ევროლიგის 29 ტურის შედეგებით ამ მაჩვენებლით მეოთხეა მთელ ევროლიგაში (დონჩიჩის, შვედის და დეკოლოს შემდეგ), ხოლო მოხსნებში მხოლოდ მალაგელ ჯეიმს ოგასტინს ჩამორჩება.

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში ორჯერ დასახელდა. აქედან მეორე ტიტული მან პირველ მარტს, "ხიმკისთან" 87:77 მოგებულ მატჩში ასპარეზობისთვის დაიმსახურა.

შენგელიას მარტის თვის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება: 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.8 პასი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი სროლებს უდიდესი სიზუსტით ესროდა: 60.0 პროცენტით ორქულიანებს და 66.7 პროცენტით - სამქულიანებს.

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში შენგელიას "ბასკონია" თურქულ "ეფესს" შეხვდება.

▶ თორნიკე შენგელია ევროლიგის პლეი ოფში გავიდა [VIDEO]

▶ შენგელიამ სტუმრად "ბარსელონას" 12 ქულა ჩაუგდო და "ბასკონიამ" გაიმარჯვა [VIDEO]

▶ შენგელიამ ევროლიგაზე 1 000-ქულიანი ზღვარი გადალახა და ბამბერგთან" 100%-იანი სიზუსტე გამოავლინა [VIDEO]

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

888
ყოჩაღ თოკო!უძლიერესი ხარ!
ბბბ
ბედნიერებაა, როცა ასეთი კალათბურთელი შენი თანამემამულეა!
იასონი
უმაგრესი თორნიკე! გენაცვალე!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - "ბარსელონამ" "ლიონ-ვილერბანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
"NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა" - თურქეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელი
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა