"დინამო თბილისმა" ეროვნულ ლიგაში პირველ ტურში მარცხის შემდეგ მიჯრით სამი თამაში მოიგო. თბილისელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და მომდევნო ტურში საჩხერის "ჩიხურას" იღებენ.

საინტერესოა, რა ვითარებაა ამჟამად კლუბში, როგორ აფასებს გუნდის მწვრთნელი გაწეულ სამუშაოს და რა გეგმები აქვს "დინამოს".

Sportall.ge კლუბის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით "დინამო თბილისის" ასპარეზობას მიმდინარე სეზონში?

- პირველ თამაშს თუ გამოვაკლებთ, ვერ ვიტყვი, რომ უკმაყოფილო ვარ. ჯერჯერობით დადებითად ვაფასებ, მაგრამ სამუშაო ბევრია. მთელი სეზონი ჯერ კიდევ წინ არის.

- პირველ შეხვედრაში გუნდი დამარცხდა და შემდეგ აშკარად მოუმატა...

- იცით, რომ პირველი თამაში ყოველთვის ძნელია და მით უმეტეს, ბევრი ახალი ფეხბურთელი იყო ჩვენთან. ვერ მოვახდინეთ კონცენტრირება. უფრო ჩვენი შეცდომებით წავაგეთ, ვიდრე "რუსთავმა" გვაჯობა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ სატრანსფერო ბაზარზე "დინამოს" აქტიურობით? თქვენი აზრით, გაძლიერდა თუ დასუსტდა გუნდი?

- ჩვენი გუნდის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ "დინამოს" 3-წლიანი გეგმა ექნებოდა. ამ პროგრამას ჩვენ ვაგრძელებთ და პირველ რიგში, გვინდა, ადგილობრივი ბაზრის რესურსი ბოლომდე ამოვწუროთ.

მერე თუ იქნება საშუალება და საქართველოში ვერ ვიპოვით შესაბამის კანდიდატურას, ლეგიონერსაც ჩამოვიყვანთ, მაგრამ პრიორიტეტი შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელები და ჩვენი აკადემიაა.

- "დინამოს" ხელმძღვანელობა ყოველთვის ამბობს, რომ კლუბის მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება და აკადემიის გამოყენებაა, მაგრამ ბოლო პერიოდში გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელები მალევე ტოვებენ...

- იმ ბიჭებს, ვინც მიდიან, აქვთ ამბიცია, რომ უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ. მათ უნდათ უფრო ძლიერ დონეზე საკუთარი თავის გამოცდა.

ადრე ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხბურთელებს არ უშვებდნენ და შემდეგ ეს ბიჭები იკარგებოდნენ, მაგრამ ამით ვერც კლუბი და ვერც ქართული ფეხბურთი მოგებას ვერ ხედავდა.

რამდენსაც გინდათ, იმდენ ტალანტს ჩამოგითვლით, რომელიც ამის გამო დაიკარგა. ფეხბურთელს სურვილი თუ არ აქვს შენთან დარჩენის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაქცევაზეა. უბრალოდ, მას უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს.

- "დინამომ" სატრანსფერო ბაზარზე 3 ფეხბურთელი სამშობლოში დააბრუნა. ლუკა ლოჩოშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ნიკა ძალამიძე ჩვენი ჩემპიონატისთვის ნაცნობი ფეხბურთელები არიან. თქვენი აზრით, რამდენად ასწევს მსგავსი ფეხბურთელების დაბრუნება ჩემპიონატის დონეს და რამდენად დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული ეს ტრანსფერები?

- ეს, პირველ რიგში, იმის მაჩვენებელია, რომ ფეხბურთელი, რომელიც "დინამო თბილისიდან" მიდის, ჩვენი მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება.

მათ ყველანაირ პირობას ვუქმნით და ვცდილობთ, ისე გავაკეთოთ, რომ სადაც მიდიან, იქ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. კლუბს აქვს უფლება, რომ თუ ფეხბურთელს რაიმე პრობლემა შეექმნა, უკან წამოიყვანოს.

ლუკა ლოჩოშვილს არ შექმნია მსგავსი პრობლემა. მას ბევრი ტრავმა ჰქონდა. კიევის "დინამოს" პირველ გუნდში მოხვედრა ასე ადვილი არ არის.

გუნდებს შორის იყო შეთანხმება და ლოჩოშვილი ითამაშებს ჩვენთან, მიიღებს პრაქტიკას და შემდეგ დაბრუნდება უკრაინაში.

ჩვენ ისე არ ვართ, რომ წავიდა ფეხბურთელი და აღარ გვაინტერესებს. "დინამო" ამას არ აკეთებს და ეს ძალიან კარგია.

- აკაკი შულაიას შესახებ გკითხავთ, რომელმაც ბოლო პერიოდში ძალიან მოუმატა. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა მას დიდი ფეხბურთი ითამაშოს?

- მე დიდი ხანია აკაკი შულაიას ვიცნობ. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული ინფრასტრუქტურაზე, რომელიც "დინამოს" შესანიშნავი აქვს და ვისაც ფეხბურთის თამაში უნდა, ყველა ითამაშებს.

ამანაც დიდი როლი ითამაშა და ამ პირობების გათვალისწინებითაც პროგრესირებს ეს ბიჭი. სამუშაო კიდევ ბევრი აქვს და მინდა, რომ მას წარმატებები ვუსურვო. აქ ყველა მონაცემია, რომ ფეხბურთი ითამაშოს.

- "დინამოს" მიზანი ყოველ წელს ჩემპიონობაა...

- როგორც უკვე აღვნიშნე, 3-წლიანი პროგრამა გვაქვს და შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვაძლევთ. პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, "დინამო", როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე წარმატებით გამოვიდეს.

გვინდა ბირთვის ჩამოყალიბება, მაგრამ შეუქცევადი პროცესია, როდესაც ფეხბურთელი კარგად თამაშობს და მისით დაინტერესდებიან, მასაც უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი უჩნდება.

ყველანაირად ვცდილობთ, ბირთვი შევკრათ, რაც 1-2 დღეში ვერ გაკეთდება.

მაისში კვლავ იქნება სატრანსფერო ფანჯარა. ჩვენ ყოველთვის ვატარებთ მონიტორინგს. ყოველთვის ძიების პროცესში ვართ და ვაკვირდებით ფეხბურთელებს. ყოველთვის გვაქვს მონახაზი.

არის საშუალებები, რომ ჩვენი წარმომადგენელი წავიდეს და ნახოს რომელიმე ფეხბურთელი ან რომელიმე მათგანი აქ მოვიწვიოთ.

ძნელია, მოძებნო კარგი უცხოელი ფეხბურთელი, რადგან კარგად იცის, დღეს რა ხელფასებია ევროპაში.

- რა იქნება ევროტურნირებზე "დინამოს" მიზანი?

- ყველა მწვრთნელს უნდა, რომ თავისი გუნდი რაც შეიძლება შორს გაიყვანოს, მაგრამ ბევრ რამეს გააჩნია. ვნახოთ, რა გუნდი შეგვხვდება, ფეხბურთელები როგორ ფორმაში იქნებიან.

ჩემპიონატი ახლა დაიწყო და ორი ფეხბურთელი უკვე ტრავმირებული გვყავს. ისეთი პროცესია, რომ წინ დიდი სეზონია და წინასწარ ვერაფერს იტყვი.

- თქვენს ხელში კლუბში ძალიან კარგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ. იგივე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ბელგიაში მარგალიტს უწოდებენ. რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის მსგავსი აღმოჩენები?

- რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს აკადემიას და როდესაც მსგავსი აკადემია გაქვს, ჩაკვეტაძისნაირი ფეხბურთელებიც ჩნდებიან.

დიდი სიამოვნებაა, როდესაც ფეხბურთელი შენს ხელში გაივლის და მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს. მაგალითად, გურამ კაშია, გიორგი ლორია, მათე ვაწაძე...

რამდენი შემიძლია ჩამოვთვალო და ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, როდესაც შენი გაზრდილი ფეხბურთელი წარმატებებს აღწევს.

- რომელ წლამდე გაკავშირებთ "დინამოსთან" კონტრაქტი და გაქვთ თუ არა შემოთავაზებები? მაგალითად, ზაფხულში უკრაინულ ვარიანტზე იყო საუბარი...

- შემოთავაზებები ახლაც მაქვს, მაგრამ "დინამო თბილისი" ჩემთვის არ ნიშნავს მარტო ცარიელ კონტრაქტს. თუ შედეგი ვერ დავდე, ერთი წამით გუნდში არ გავჩერდები.

ჩემს საქმეს სულ სხვანაირად ვუძღვები... მნიშვნელობა არ აქვს "დინამოსთან" კონტრაქტს. როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი მიზანი იყო ამ გუნდში მეთამაშა და "დინამომ" ყველაფერი მომცა.

თუ საქმეს ვერ აკეთებ, რა გინდა კლუბში? ამას როდესაც დავინახავ, გადავდგამ ნაბიჯს, რომელიც ალბათ სწორი იქნება.

- უახლოესი თამაში ეროვნულ ლიგაში საჩხერის "ჩიხურასთან" გელით, რომელიც ჯერაც დაუმარცხებელია. რა მოლოდინი გაქვთ?

- საჩხერის "ჩიხურა" კარგად ჩამოყალიბებული გუნდია და ჰყავს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებსაც "დინამო თბილისის" სკოლა აქვთ გავლილი.

ბევრ მათგანთან მიმუშავია და ვიცი მათი მონაცემები. "ჩიხურა" ერთ-ერთი სერიოზული გუნდია და ვფიქრობ, ეროვნულ ლიგაში თავის სათქმელს იტყვის. ასე რომ, ადვილი თამაში არ გველის.

"დინამო თბილისს" ადვილი არცერთი თამაში არ აქვს, ჩვენთვის ყველა მატჩი რთულია.

- ეროვნულ ნაკრებსაც რომ შევეხოთ, როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში?

- გუნდმა ორ მატჩში 6 გოლი გაიტანა და სრული უპირატესობით მოიგო. ლაპარაკიც ზედმეტია ამაზე და მინდა საქართველოს ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. დადებითის მეტს ვერაფერს ვიტყვი.

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"დინამო" (თბ) - "სოჭი" [LIVE)
გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის "დინამოს" მწვრთნელია
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა
ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - "ნიურნბერგი" სტუმრად "ბოხუმს" ფრედ ეთამაშა
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში
ლოჩოშვილის სრული მატჩი და "ნიურნბერგის" მოგება ორი წაგების შემდეგ
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე
[VIDEO] ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა - გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
ნიკა ძალამიძე: საქართველოს ნაკრებში თამაშის ჯანსაღი ამბიცია მაქვს
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა
კონფერენს ლიგაზე "დინამო თბილისისა" და "ტორპედოს" მეტოქეები გაირკვა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...