"რომას" ნახევარმცველმა ალესანდრო ფლორენციმ "ბარსელონასთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, არ ვგრძნობდით დღეს, რომ ვრისკავდით, რადგან "ბარსელონას" ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ჩვენთვის პრობლემები შეექმნა. ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ.

ტაქტიკურად ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით. მწვრთნელი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ის, რაც დღეს საღამოს ვნახეთ, მისდამი ნდობას გაზრდის. ფეხბურთელებს მასში ეჭვი არასდროს შეუტანიათ, აი, ზოგი ჟურნალისტი და გულშემატკივარი...

გასახდელში მან გვითხრა, რომ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, რადგან ვიცოდით, რომ შეგვეძლო სასწაულის ჩადენა. ისტორიული შედეგი ვაჩვენეთ. "რომა" ნახევარფინალში 34 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ძალიან მომწონს სამი მცველით თამაში, რადგან ასე უფრო მეტად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს და წინ წასვლის საშუალებას მაძლევს, მაგრამ ეს ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია", - თქვა ფლორენციმ.

რთულია, ფლორენცის არ დაეთანხმო, რადგან მის სიტყვებს სტატისტიკაც ადასტურებს. "რომამ" მეტოქეს საჰაერო ორთაბრძოლებში მნიშვნელოვანი უპირატესობით სძლია.

InStat-ის მონაცემებით, რომაელებმა საჰაერო ორთაბრძოლების 75% მოიგეს, რაც კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია სეზონში.

მეორე სართულზე საუკეთესოები გახდნენ:

ჟუან ჟეზუსი - 6-დან 6 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო

დანიელე დე როსი - 4-დან 4

კოსტას მანოლასი - 3-დან 3

გარდა ამისა, კოსტას მანოლასი თითქმის უშეცდომო იყო. ამასთან, ბერძენი საუკეთესო იყო საერთო ორთაბრძოლებშიც - მისმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, ხოლო გადაცემების სიზუსტე 92% ჰქონდა.

რაც შეეხება "ბარსელონას", ესპანურმა გუნდმა "რომასთან" საპასუხო მატჩში საკუთარ ნახევარზე ბურთი 24-ჯერ (!) დაკარგა. InStat-ის მონაცემებით, "ბარსელონასთვის" ეს მიმდინარე ტურნირში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]

სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ალესანდრო ფლორენცი: მაშინ მეგონა, ყველა ოცნება ავიხდინე
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ტოტისა და დე როსის წასვლით რაღაც დავკარგეთ - ედინ ჯეკო
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"რომას" კაპიტანი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უკანონო ფსონების საქმეზე კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელია ეჭვმიტანილი
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ფლორენცი: რონალდოს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს [VIDEO]
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა