გერმანულმა საიტმა Transfermarkt.de-მ საკუთარი ბაზა განაახლა და მნიშვნელოვნად შეცვალა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ფასი
გერმანულმა საიტმა Transfermarkt.de-მ საკუთარი ბაზა განაახლა და მნიშვნელოვნად შეცვალა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ფასი.

გამოსარჩევია გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება, რომელიც ქართველ ფეხბურთელებში მე-6 პოზიციიდან მე-2 პოზიციაზე დაწინაურდა. 18 წლის ქართველი შემტევის ფასმა 1.8 მილიონი ევროთი მოიმატა.

კერძოდ კი, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასის მატება 2018 წლის 30 მარტს ფიქსირდება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 2017 წლის 5 აპრილიდან, როცა გიორგი თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ანუ დაახლოებით ერთ წელიწადში, უფრო ზუსტად 11 თვეში ქართველი ტალანტის ფასი 10-ჯერ გაიზარდა. მაშინ ჩაკვეტაძის გრაფაში სულ რაღაც 300 ათასი ევრო ეწერა. დიაგრამაზე ეს ყველაფერი უფრო შთამბეჭდავად ჩანს.

გარდა ამისა, გერმანული სააგენტო ჩაკვეტაძეზე საკმაოდ საინტერესო მონაცემებს გვაწვდის.

სატრანსფერო ფასის მიხედვით:

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატში რეიტინგით 49-ე ფეხბურთელია

რეიტინგით მე-10 ადგილზეა "გენტში"

საქართველოში მეორეა

მსოფლიოში 1887-ე პოზიციაზეა

შემტევ ნახევარმცველებში 131-ე

1999 წელს დაბადებულებს შორი 22-ე

მოიმატა აგრეთვე კახი მახარაძის და ოთო კიტეიშვილის სატრანსფერო ფასმა. ხოლო გიორგი მაკარიძის, აკაკი გოგიას და ლევან მჭედლიძის სატრანსფერო ღირებულება დაეცა.

სიის სათავეში კვლავ ლიდერობს საბა კვირკველია, რომლის ღირებულება 5.8 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება სიას, ქართული ოცეული ასე გამოიყურება: (ფასები მოცემულია ევროში)

1. საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი) - 5.8

2. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) - 3.0

3. გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია) - 2.5

4. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ) - 2.5

5. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი) - 2.3

6. აკაკი გოგია (უნიონი, გერმანია) - 1.2

7. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი) - 1.2

8. გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი) - 1.1

9. ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი) - 1.0

10. გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი) - 1.0

11. დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) - 1.0

12. ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი) - 1.0

13. კახი მახარაძე (ლოკომოტივი, უზბეკეთი) - 0.85

14. ჯიმი ტაბიძე (ურალი, რუსეთი) - 0.8

15. გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) - 0.8

16. გიორგი აბურჯანია (სევილია B, ესპანეთი) - 0.8

17. ოთო კიტეიშვილი (დინამო, თბილისი) - 0.8

18. გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი) - 0.75

19. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) - 0.75

19. ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი) - 0.7

20. გიორგი არაბიძე (შახტარი 2, უკრაინა) - 0.7

21. გიორგი მაკარიძე (რიო ავე, პორტუგალია) - 0.7

22. ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია) - 0.7

საქართველოს ნაკრების სრული ღირებულება 30,90 მილიონ ევროს შეადგენს.

Transfermarkt.de-ს მიხედვით, ეროვნულ ლიგაში 10 კლუბში ჯამში 229 ფეხბურთელი თამაშობს და მათი სატრანსფერო ფასი სულ რაღაც 37,63 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ხედავთ, მხოლოდ საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი თბილისის "დინამოს" ყველა ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულებაზე უფრო მეტია.

ქების ღირსია საჩხერის "ჩიხურა", რომელიც თავისი კონტინგენტით ბევრ ისეთ გუნდს უსწრებს, რომლებსაც უფრო ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჰყავთ. ამჟამად სოსო ფრუიძეს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო მის ქვემოთ არიან თბილისის "ლოკომოტივი", "სამტრედია" და "რუსთავი".

სატრანსფერო ფასებით კლუბები ასეა განაწილებული:

თბილისის დინამო - 5.5

ქუთაისის ტორპედო - 4.9

საბურთალო - 4.58

რუსთავი - 4.40

თბილისის ლოკომოტივი - 4.15

გორის დილა - 3.45

სამტრედია - 3.13

საჩხერის ჩიხურა - 2.95

ბოლნისის სიონი - 2.58

ფოთის კოლხეთი - 2.0

მიმდინარე სეზონის საუკეთესო და ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეც არის.

სეზონის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების ათეული ეროვნულ ლიგაში ასეთია:

ოთო კიტეიშვილი (დინამო) - 0.8

ბექა მიქელთაძე (რუსთავი) - 0.5

ბაქარ ქარდავა (დინამო) - 0.47

გიორგი ქიმაძე (ტორპედო) - 0.45

ლუკა ლოჩოშვილი (დინამო) - 0.45

ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - 0.45

მაიკლ ოლაიტანი (სამტრედია) - 0.4

ლევან ხარაბაძე (დინამო) - 0.4

როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 0.4

გიორგი გაბულოვი (რუსთავი) - 0.4

ყველაზე ძვირად ღირებული ლეგიონერების სია შემდეგნაირად ნაწილდება:

ვაგნერ გონსალვეში (საფრანგეთი, საბურთალო) - 0.45

მაიკლ ოლაიტანი (ნიგერია, სამტრედია) - 0.4

გიორგი გაბულოვი (რუსეთი, რუსთავი) - 0.4

ინტერს გი (კოტ დი ვუარი, სამტრედია) - 0.35

ლეანდრო რიბეირო (ბრაზილია, გორის დილა) - 0.35

ალვინ ფორტესი (ჰოლანდია, გორის დილა) - 0.32

ტარას ცარიკაევი (რუსეთი, რუსთავი) - 0.3

დინო ჰამზიჩი (ბოსნია ჰერცოგოვინა, ჩიხურა) - 0.25

ალვინ ტერა (კენია, საბურთალო) - 0.22

ივან ფატიჩი (მონტენეგრო, სამტრედია) - 0.22

▶რამდენია კვირკველიას ხელფასი "ლოკომოტივში" - საბა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგში

▶ვინ რამდენს იხდის? - როგორია საშუალო ხელფასი საქართველოს ჩემპიონატში

Burton
უი, ძველი სტატია ყოფილა)) მე მაპატიეთ)))
Burton
ეს როდინდელი მონაცემებია? არასწორი ფასები წერია. ბოლო მონაცემებით: კვირკველია 8 მლნ ევრო ღირს და არა 5.8 ხოჭოლავა 2.5 მლნ ევრო და არა 1 მლნ. კაშია 2 მლნ ღირს და არა 2.5 და ა.შ. გადაამოწმეთ.
ლევანი
პრესა ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ნამდვილ ტალანტს პრესა არ აფუჭებს.
odala
ჰერცოგოვინა არ არის, ჰერცეგოვინაა.
mariana
dato, შედი რა კუხნაში!!!!!!!!!!
გენო
მართალია აცადეთ რამდენი ტალანტი დაკარგულა სწორედ ასეთი დითირამბების მიძღვნით! ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩაკვეტაძეს მაგრამ ეს ჟურნალისტები დათვურ სამსახურს ნუ უწევთ!
dato
რას გააბუქეთ ჩაკვეტაძე, ჯერ გენტის ძირითად შემადგენლობაში არ დამკვიდრებულა და ნუ გააღმერთეთ, არაერთი მსგავსი ქართველი ფეხბურთელი დაკარგულა უგვზო-უკვლოდ.:)
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
კახი მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონია, არველაძე მე-3 ადგილოსანი
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
კახი მახარაძე: არველაძემ "ფახთაქორი" სუპერკლუბად აქცია
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ქართველი ფეხბურთელები ევროპის მიღმა: წარმატებულები უზბეკეთში
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
კახი მახარაძე უზბეკური "სოგდიანას" მოთამაშე გახდა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" "კომოს" ფრედ ეთამაშა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)