დღეს ეროვნული ლიგა 2 მე-6 ტურის მატჩებით განახლდება.
დღეს ეროვნული ლიგა 2 მე-6 ტურის მატჩებით განახლდება.

13 აპრილი. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი. 16:00

"მერანი" - "სამგურალი"

ტურის ცენტრალური მატჩი მარტვილში გველოდება. გუნდები, რომლებსაც ლიგის ფავორიტებად მოვიაზრებდით, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თუმცა ჯერჯერობით გუნდები საჩემპიონო თამაშს ვერ გვიჩვენებენ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.

"მერანმა" ამ სეზონში საკუთარ სტადიონზე სამ შეხვედრას უმასპინძლა და არცერთი არ წაუგია.

5 ტურის შემდეგ მარტვილელებს 3 გოლი აქვთ გატანილი და სამივე სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

"სამგურალის" მიერ ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში ყველა შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.

"სამგურალმა" წინა შეხვედრა ბათუმის "დინამოსთან" 0:1 დათმო, იმის მიუხედავად, რომ მეტოქე მე-40 წუთის შემდეგ კაცნაკლული იყო, ვერც უპირატესობა მოიპოვა და ბურთის ფლობაც მეტოქეს ჰქონდა.

ამ გუნდების შეხვედრები წინა სეზონში 3 "მერანის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 1 - ფრედ.

13 აპრილი. მცხეთა. მცხეთა პარკი. 16:30

"ვიტ ჯორჯია" - "შუქურა"

"მცხეთა პარკზე" საინტერესო დაპირისპირება გველოდება. ცხრილის სათავეში მყოფი "ვიტ ჯორჯია" ბოლო ადგილზე მყოფ "შუქურას" დაუპირისპირდება. სეზონის დასაწყისში ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ამ კლუბების ასე გადანაწილება, თუმცა წინ ძალიან ბევრი შეხვედრა და ცვლილება გველის.

"ვიტ ჯორჯია" კვლავ დაუმარცხებელია, 5 ტურის შემდეგ 3 მოგება და 2 ფრეა.

"ვიტ ჯორჯიას" "გაგრასთან" ერთად 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ბურთი აქვს მიღებული.

წინა შეხვედრა "ვიტ ჯორჯია"-"გაგრა" იყო, დაუმარცხებელმა გუნდებმა ეს მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულეს.

"შუქურას" ყველაზე მეტი, 4 წაგება აქვს ლიგაში.

ქობულეთელებს ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ.

ზღვისპირელების გამორჩეული ფეხბურთელებია დოს რეის რამოსი (2 გოლი) და ჯეფერსონ ჯერალდო (2 საგოლე გადაცემა).

13 აპრილი. თელავი. გივი ჩოხელი. 16:30

"თელავი" - "შევარდენი"

ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული ორივე გუნდი საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთმა ეროვნული ლიგა 1-ისთვისაც მოახერხოს ბრძოლა. ამის წინაპირობა კი ისაა, რომ ორივე გუნდი ძალიან ხშირად გვთავაზობს სენსაციურ გამარჯვებებს სეზონის წინ მოსალოდნელ ლიდერებთან.

ორივე გუნდმა 5 ტურის განმავლობაში 2 თამაში მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და ორიც წააგო.

"თელავმა" ეროვნული ლიგიდან დაქვეითებულ ორივე გუნდს 1:0 მოუგო, პირველ ტურში ბათუმის "დინამოს", ბოლო ტურში ქობულეთის "შუქურას".

თელაველთა ბომბარდირი გიორგი ნიქაბაძეა 2 გოლით.

"შევარდენის" არცერთ ჩატარებულ შეხვედრაში არ გასულა ორ გოლზე ნაკლები.

იუნკერებს ყველაზე მეტი, 10 გოლი აქვთ გაშვებული 5 ტურში, მეორე ადგილზე არიან გატანილი გოლების რაოდენობით - 8 გოლი.

"შევარდენს" დავით ოდიკაძე ლიდერობს 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით.

14 აპრილი. თბილისი. "ბასა". 14:00

"გაგრა"-"ცხინვალი"

"ბასაზე" კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი იასპარეზებს, ლიგის აუტსაიდერ პოზიციაზე მყოფ გუნდთან - აფხაზები სამაჩაბლოელებს დაუპირისპირდებიან.

"გაგრამ" ორი შეხვედრა ჩაატარა "ბასაზე" და ორივე მოიგო.

აფხაზებს დაუმარცხებლობისთვის 5 ტურში მხოლოდ 3 გოლის გატანა დასჭირდათ, კლუბის კარში მხოლოდ 1 გოლია გასული.

"ცხინვალის" კარი მეტოქეებმა 10-ჯერ დალაშქრეს, ხოლო სამაჩაბლოელებმა ჯამში 6 გოლის გატანა შეძლეს.

გოლების რაოდენობით "ცხინვალში" სამი ფეხბურთელია 2-2 გოლით გამორჩეული: ანდრო ნემსაძე, ზვიად მეტრეველი და კობა შალამბერიძე.

წინა სეზონში ამ გუნდების მიერ ჩატარებულ ოთხ მატჩში ერთმანეთს 2-2 გამარჯვებით დაშორდნენ.

15 აპრილი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 19:00

ბათუმის "დინამო" - "ნორჩი დინამო"

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ორი "დინამო" დაუპირისპირდება ერთმანეთს, ერთი ბათუმის და ერთიც ნორჩი. ერთი სასიხარულო ამბავიც გვაქვს ბათუმის "დინამოს" ქომაგისთვის, ბათუმელები შემდეგ საშინაო შეხვედრას ბათუმში საკუთარ საკლუბო ბაზაზე ჩაატარებენ.

ბათუმელებმა ბოლო სამი შეხვედრა ზედიზედ მოიგეს. მათ 7 გოლი გაიტანეს და 1 მიიღეს.

ბათუმელებს გიორგი ილურიძე (2 გოლი) და გიორგი ქავთარაძე (2 საგოლე გადაცემა) ლიდერობენ.

ბურთების შეფარდებით ბათუმის "დინამოს" ყველაზე მეტი, 4 გოლი აქვს პლუსში.

"ნორჩ დინამოს" ყველაზე მეტი, 10 გოლი აქვს გატანილი.

"ნორჩმა დინამომ" მოიგო ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა, მათ "ცხინვალი" 5:1 დაამარცხეს.

კლუბის ბომბარდირი იაგო დეისაძეა 3 გოლით.

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
"საბურთალომ" წლის პირველივე მატჩში იმარჯვა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში
"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა და გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
თაღლითური ფსონების გამო ზუგდიდის "დინამო" და "შევარდენი 1906" ლიგა 2-დან მოკვეთეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
დასჯილი "შევარდენი 1906" გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება
"შევარდენი 1906" დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დატოვეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ქობულეთის "შუქურა" წინ მიიწევს
წარსულის ქრონოლოგია - "ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი საქართველოში ჩაწყობილი მატჩების საქმეში ფიგურირებდა
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...