იტალიაში ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" "ვიარეჯიოს თასზე" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ უკვე მოგაწოდეთ და ასევე "ნორჩი დინამოს" დამფუძნებლის, ოთარ შენგელიას კომენტარიც გაგაცანით.
შეიძლება ქართულ ფეხბურთში ნაკლებად ჩახედულ ადამიანებს არ ახსოვდეთ, მაგრამ შენგელია გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალში ადრეც ფიგურირებდა.
2015 წლის 5 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაშების ჩაწყობისთვის რამდენიმე პირი დააკავა.
როგორც მაშინ უწყებაში განაცხადეს, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ "სტუ თბილისის" პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის - "ibcbet"-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნაკაიძე, საფეხბურთო კლუბ ხარაგაულის "ჩხერიმელას" მოქმედი ფეხბურთელები - თემურ სანიკიძე და გიორგი გოდერიძე, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია, ასევე, ორი პირი - იოსებ გიოშვილი და გიორგი კუხალაშვილი.
როგორ აწყობდნენ მატჩებს - შსს-ის ფარული გადაღება
როგორ აწყობდნენ მატჩებს- შსს-ის ფარული გადაღება
2015 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით რვავე დაკავებულს გირაო შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ თემურ სანიკიძემ და გიორგი გოდერიძემ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა აღიარეს, დანარჩენი ბრალდებულები კი, მათ შორის, ოთარ შენგელიაც, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
შსს-მ ფეხბურთელების დაკავების კადრები გაავრცელა
05.05.15. შსს-მ ფეხბურთელების დაკავების კადრები გაავრცელა
2015 წელს დაწყებულ საქმეზე სასამართლომ განაჩენი რამდენიმე თვის წინ გამოიტანა და, როგორც Sportall.ge-სთან საუბარში ოთარ შენგელიას ადვოკატი დავით მოდებაძე ამბობს, "გარიგებული მატჩების საქმეზე" მისი დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
"გარიგებული მატჩების საქმეზე განაჩენი სასამართლომ დაახლოებით ორი თვის წინ გამოიტანა. მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ოთარ შენგელია 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით მოსყიდვას ითვალისწინებს, და სასჯელის სახით მას 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. არანაირი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა ან სასჯელის მსგავსი სხვა ზომა შენგელიას მიმართ გამოყენებული არ ყოფილა", - განაცხადა მოდებაძემ.
აქვე გეტყვით, რომ Sportall.ge "ნორჩი დინამოს" თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუმცა ფედერაციაში გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში განცხადებას თავად გაავრცელებენ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
თბილისის საქალაქო სასამართლო მატჩების ჩაწყობაში ბრალდებულ რვავე პირს გირაოთი უშვებს
"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!
"ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა და გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
როგორ გადაურა ბულდოზერმა ქართულ ფეხბურთს
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: ბათუმის "დინამოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"