მონტე კარლოს მასტერსის პირველი სათამაშო დღე რამდენიმე მოულოდნელი შედეგით აღინიშნა
მონტე კარლოს მასტერსის პირველი სათამაშო დღე რამდენიმე მოულოდნელი შედეგით აღინიშნა. დღის პირველი მატჩი სწორედ სენსაციების კატეგორიას განეკუთვნებოდა - მთავარ კორტზე განთესვის მეცხრე ნომერმა მიხაილ იუჟნიმ გერმანელ ფლორიან მაიერთან წააგო.

სხვათა შორის რუსი ზედიზედ მესამედ გამოვარდა მონაკოს მასტერსის პირველი წრიდან. ასე რომ, თუ ამ მატჩს სტატისტიკური კუთხით განვიხილავთ, განსაცვიფრებელი არც არაფერი მომხდარა.

პირველივე დღის შემდეგ მონაკოს მასტერსი რუსი ჩოგბურთელების გარეშე დარჩა. ერთ დროს მრისხანე ნიკოლაი დავიდენკო ჰოლანდიელ რობინ ჰაასესთან დამარცხდა. ეს მატჩი მდიდარი იყო ბრეიკ-პოინტების რაოდენობით. მარტო დავიდენკოს მეტოქის გეიმის აღების 17 შანსი ჰქონდა და ხუთი გამოიყენა, ჰაასემ კი ბრეიკ-პოინტების აღების უკეთესი პროცენტი დააფიქსირა - 13-დან ექვსი. სხვათა შორის, ამ მატჩამდე ჰოლანდიელს ზედიზედ ოთხ ტურნირში ჰქონდა წაგებული პირველი წრე, ასე რომ, რობინმა ამჯერად ნავსი გატეხა.

სხვა მხრივ, დღემ მშვიდად ჩაიარა. ორმა ფრანგმა ცენტრალურ კორტზე რთული, მაგრამ პროგნოზირებადი გამარჯვება მოიპოვა.

რიშარ გასკე დენის ისტომინს ეთამაშებოდა. ფრანგს ამ მატჩში 15 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და გადამწყვეტი ბრეიკი მესამე სეტის მეცხრე გეიმში აიღო, რის შემდეგაც მატჩზე ჩააწოდა. ეს მოგება მეორეა რიშარ გასკესთვის ისტომინთან დაპირისპირებაში.

ჟო-ვილფრიდ ცონგამ ჩააგდო პირველი სეტი არგენტინელ ხუან მონაკოსთან შეხვედრაში, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში მეტოქის ექვსი გეიმი აიღო და მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ ორსაათნახევარში გადაწყვიტა. სხვათა შორის სასტარტო სეტში არგენტინელმა სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მაგრამ საერთო ჯამში ფრანგს 15 ბრეიკ-პოინტი დაუგროდა და გასაკვირი არ არის, რომ ის მაინც გამარჯვებული გამოვიდა ამ დუელში.

დღის ცენტრალური მატჩი გაიმართა რადეკ შტეპანეკსა და მარკო ბაღდატისს შორის. კვიპროსელმა ATP-ის ტურში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო, არადა, გამარჯვების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. მესამე სეტის ტაი-ბრეიკში მარკოსმა ორი მატჩბოლი გაანიავა, რის შემდეგაც შტეპანეკმა აღარ აპატია მას ასეთი უპასუხისმგებლობა.

ნიკოლას ალმაგრომ მარსელ გრანოლერსი დაამარცხა, ძირითადად კარგი პირველი მოწოდების ხარჯზე. ვიქტორ ტროიცკიმ ტურნირს გამოთიშა მონაკოს ერთადერთი წარმომადგენელი ჟან-რენე ლისნარი, თუმცა ამისთვის კორტზე ორი საათის გატარება მოუწია. მარინ ჩილიჩმა კი დღის ყველაზე იოლი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში - ხორვატმა ფილიპო ვოლანდრი 65 წუთში გაიმარჯვა.

ATP

Monte-Carlo Rolex Masters

მონტე კარლო. გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

I წრე

მიხაილ იუჟნი (რუს, 10)-ფლორიან მაიერი (გერ) 3:6, 6:2, 3:6; დანიელ ხიმენო-ტრავერო (ესპ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 7:6, 7:5; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 11)-ჟან-რენე ლისნარი (მონ) 7:6, 6:1; ოლივიე როხუსი (ბელ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 6:4, 5:7, 7:5; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 9)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:3, 6:3; ტომი რობრედო (ესპ)-ივან დოდიგი (ხორ) 6:4, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 13)-დენის ისტომინი (უზბ) 5:7, 6:3, 6:4; ფედერიკო ჟილი (პორ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:1, 6:3; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 3:6, 6:1, 7:6; ერნესტ გულბისი (ლატ)ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 14) 6:1, 6:4; მილოშ რაონიჩი (კან)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:3, 0:6, 6:0; რობინ ჰაასე (ჰოლ)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 7:5, 4:6, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 15)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:2, 6:1; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ანდრეი გოლუბევი (გერ) 5:7, 7:6, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა