მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი რეიტინგში ლიდერობისთვის ძალიან დაძაბულ ბრძოლას წინასწარმეტყველებს
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი რეიტინგში ლიდერობისთვის ძალიან დაძაბულ ბრძოლას წინასწარმეტყველებს. ესპანელი აცხადებს, რომ უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი და დარწმუნებული არ არის, რომ შეძლებს ამის გაკეთებას.

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის კარგი ფორმისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის მონდომების გათვალისწინებით რაფაელ ნადალი ვარაუდობს, რომ ვერ შეძლებს შარშანდელი წარმატებების გამეორებას. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სეზონში რაფამ გრუნტის ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო (სამი მასტერსი - მონტე კარლო, რომი, მადრიდი და კიდევ როლან გაროსი). ამჟამად გრუნტზე მისი მოგებათა სერია 22 მატჩს შეადგენს. ამასთან, რაფამ შარშან გრუნტის სეზონში მხოლოდ ორი სეტი (!) დათმო.

"ის, რაც შარშან გავაკეთე - სამი მასტერსისა და როლან გაროსის მოგება - ისტორიული მომენტია. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ შევძლებ ამ შედეგის გამეორებას მიმდინარე სეზონში. ასეთი რამ 50-60 წელია არ მომხდარა, ასე რომ დარწმუნებული ვარ - ვერ მოვახერხებ ამის ზედიზედ ორჯერ გაკეთებას", - განაცხადა "დიდი სლემის" ტურნირების ცხრაგზის ჩემპიონმა.

მსოფლიო რეიტინგში ლიდერობის პრეტენდენტებზე ლაპარაკისას ნადალმა თავისი მუდმივი და შეურიგებელი მეტოქე როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაასახელა. ამ უკანასკნელს წლევანდელ სეზონში 23-დან 23 მოგება აქვს. ესპანელის მტკიცებით, ამ წლის ბოლოს რეიტინგში ლიდერობის მოსაპოვებლად ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება.

"რა თქმა უნდა, ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი. როჯერს აქვს შანსი, ისევე როგორც ჯოკოვიჩს. დიახ, მე ჯერ დამაჯერებლად ვლიდერობ კლასიფიკაციას, მაგრამ არასოდეს იცი როგორ განვითარდება მოვლენები. ნოვაკი ბრწყინვალედ თამაშობს, მას უდიდესი პოტენციალი და ფენომენალური სერია აქვს. ეს მას დამატებით ძალებს მატებს. ასე რომ, მხოლოდ წლის ბოლოს შევიტყობთ რომელი ჩვენთაგანი დაასრულებს სეზონს პირველი ჩოგანის რანგში", - დაამატა მონტე კარლოს მასტერსის ექვსგზის ჩემპიონმა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა