ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებას თითქმის აღარ რჩება ინტრიგა.

ჩემპიონი წინა ტურში გაირკვა; 30-ე ტურში "შალკემ" რურის დერბი მოიგო და თითქმის გაინაღდა მეორე ადგილი; ასევე გამოკვეთილია ჩემპიონთა ლიგის ოთხეული; ახლოს არიან გავარდნასთან "ჰამბურგი" და "კიოლნი". ამიტომაც ბუნდესლიგურ პერიპეტიებზე ბევრი მოსაყოლი აღარ არის...

შაბათის მატჩი 50-ე იყო "ლევერკუზენის" ნახევარმცველ ჰაფერცისთვის, რომელიც 18 წლისა და 307 დღის ასაკში ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. იუბილე ჰაფერცმა ორი შედეგიანი პასით აღნიშნა. ამდენივე ჰქონდა ბელარაბის. და სწორედ ეს ტანდემი გახდა კევინ ფოლანდის ჰეთ-თრიკის თანაავტორი.

ფორვარდს სამი გოლის გასატანად 17 წუთი ეყო, რის წყალობითაც, მან გაუსწრო ზამთარში ინგლისში გადაბარგებულ ობამეიანგს და მეორე ადგილზეა ბომბარდირთა დავაში.

მთავარი კი ამ მატჩის შემდეგ ის არის, რომ "ლევერკუზენმა" გაიმყარა პოზიციები საჩემპიონთალიგო ოთხეულში. რაც შეეხება "აინტრახტს", რომელსაც "ბაიერნის" მომავალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ავარჯიშებს, ის უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა ჩემპიონთა ლიგის ზონას.

იუპ ჰანკესმა ოთხი საჩემპიონო ტიტული მოიგო "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში და ამდენივე "გლადბახის" ფეხბურთელობისას. ახლა კი "გლადბახი" გახდა გუნდი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაუტანია "ბაიერნის" კარში - დრმიჩის ეფექტური გოლი რიგით 124-ე იყო.

ჩემპიონი ლევანდოვსკის გარეშე თამაშობდა და მის არყოფნაში "გლადბახის" დაცვას სანდრო ვაგნერი აწიოკებდა. მან უკვე შესვენებამდე მოახერხა დუბლის შესრულება და კარიერაში პირველად აქვს ბუნდესლიგაში ოთხი მატჩისგან შემდგარი შედეგიანი სერია.

"ბაიერნმა" კი, პირველად 1984 წლის შემდეგ, ზედიზედ სამ საშინაო მატჩში გაიტანა მინიმუმ ხუთი გოლი. ამასთან, ბოლო 13 წლის განმავლობაში პასების სიზუსტის სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა - 93.9 პროცენტი. შესანიშნავი სტატისტიკაა შინ ჩემპიონობის აღნიშვნის დღეს.

Video

14.04.18 ბაიერნი - გლადბახი 5:1

ტურის მთავარი მატჩი კვირას გაიმართა - რურის დერბი "ფელტინს-არენაზე". პირველ წრეში გუნდებმა "წლის მატჩი" ჩაატარეს და 4:4 ითამაშეს. ამჯერად, ყველაფერმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მატჩი მეორე ადგილისთვის.

პირველი ტაიმის დიდი ნაწილი "შალკე" უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა და მეტ მომენტს ქმნიდა, "დორტმუნდს" კი კონტრშეტევაზე ჰქონდა ორი კარგი იერიში. საერთოდ კი, ორივე გუნდი ზედმეტ რისკს ერიდებოდა.

მეორე ტაიმში სცენარი არ შეცვლილა. "შალკე" ისევ აქტიური იყო და ამან 50-ე წუთზე გამოიღო შედეგი, როცა კალიჯურიმ კონოპლიანკას გაატანინა. შიურლესა და სხვა შემტევების გამოსვლამ "დორტმუნდს" არ უშველა, პირიქით, სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს, ამჯერად, ნალდოსგან, რომელიც პირველი წრის მატჩის გმირი იყო.

Video

15.04.18. შალკე - დორტმუნდი 2:0

ფაქტები

"ვოლფსბურგმა" ზედიზედ მესამე მატჩში არ გაუშვა გოლი, რაც კლუბის რეკორდია.

"აუგსბურგს" 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია სტუმრად ვოლფსბურგში.

ზელკეს გოლი მე-1000 იყო "ჰერტასთვის" ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში.

ზელკემ შეწყვიტა "ჰერტას" 350-წუთიანი უგოლო სერია საკუთარ მოედანზე.

ზელკემ პირველად გაიტანა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

18 წლისა და 307 დღის ჰაფერცი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც 50 მატჩი დაუგროვდა.

ბერნდ ლენომ "ლევერკუზენის" რიგებში მე-300 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ფოლანდმა ბუნდესლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გნაბრიმ კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ სამ მატჩში გოლი.

ზამთრის პაუზის შემდეგ გნაბრის შვიდი გოლი დაუგროვდა. უფრო მეტი მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს (11).

"ჰოფენჰაიმი" შვიდი ტურია არ მარცხდება.

აარონ ჰანტმა ბუნდესლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა.

იუპ ჰაინკესი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა მატჩების რაოდენობით მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში - 1044.

ვაგნერმა ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ გაიტანა.

"შალკემ" პირველად მოიგო რურის დერბი 2014 წლის აგვისტოს შემდეგ.

ნალდო შვიდი გოლით საუკეთესო ბომბარდირია ამ სეზონში მცველებს შორის.

კონოპლიანკამ ბუნდესლიგაში "შალკეს" მე-2500 გოლი გაიტანა.

მარკო როისმა მე-200 მატჩი ჩაატარა "დორტმუნდის" რიგებში.

ლუკაშ პიშჩეკმა ბუნდესლიგაში მე-200 შეხვედრა ითამაშა.

ბუნდელისგა. XXX ტური

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 0:0

ლევერკუზენი-აინტრახტი 4:1

გოლები: 1:0 ბრანდტი (20), 1:1 ფაბიანი (23), 2:1 ფოლანდი (71), 3:1 ფოლანდი (78), 4:1 ფოლანდი (88)

ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი, რეტსოსი, ს. ბენდერი, ჰენრიხსი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი - ბრანდტი, ჰაფერცი (87. კორი), ბეილი (75. ბელარაბი) - ფოლანდი.

ჰერტა-კიოლნი 2:1

გოლები: 0:1 ბიტენკურტი (29), 1:1 ზელკე (49), 2:1 ზელკე (52)

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 2:0

გოლები: 1:0 გნაბრი (18), 2:0 შალაი (27)

შტუტგარტი-ჰანოვერი 1:1

გოლები: 1:0 ტომი (53), 1:1 ფიულკრუგი (90+1)

ბაიერნი-გლადბახი 5:1

გოლები: 0:1 დრმიჩი (8), 1:1 ვაგნერი (37), 2:1 ვაგნერი (41), 3:1 ტიაგო ალკანტარა (51), 4:1 ალაბა (67), 5:1 ლევანდოვსკი (82)

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა (72. რაფინია) - რუდი - მიულერი (46. ხამეს როდრიგესი), ტოლისო, ტიაგო ალკანტანა, ბერნატი - ვაგნერი (70. ლევანდოვსკი).

შალკე-დორტმუნდი 2:0

გოლები: 1:0 კონოპლიანკა (50), 2:0 ნალდო (82)

შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - შიოპფი, გორეტცკა (71. მაკენი), ბენტალები, კალიჯური - ჰარიტი (87. დი სანტო), კონოპლიანკა (74. პიაცა), ბურგშტალერი.

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (86. გიოტცე) - დაუდი (79. სანჩო), შაჰინი - პულიშიჩი, როისი, ფილიპი (46. შიურლე) - ბატშუაი.

ვერდერი-ლაიპციგი 1:1

გოლები: 1:0 მოისანდერი (28), 1:1 ლუკმანი (50)

ლაიპციგი: გულაში - ილსანკერი, ორბანი, კონატე, ბერნარდო - დემე, კამპლი (76. კეიტა) - კაიზერი (46. ლუკმანი), ფორსბერგი - პოულსენი, ვერნერი.

მაინცი-ფრაიბურგი დღეს

ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიახელ გრეგორიტში (აუგსბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), სალომონ კალუ (ჰერტა), სანდრო ვაგნერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

20 აპრილი: გლადბახი-ვოლფსბურგი.

21 აპრილი: აინტრახტი-ჰერტა, ჰამბურგი-ფრაიბურგი, ჰანოვერი-ბაიერნი, ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი-ვერდერი, დორტმუნდი-ლევერკუზენი.

22 აპრილი: აუგსბურგი-მაინცი, კიოლნი-შალკე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში