საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა. პირველი მარცხი იწვნია გათამაშების ერთ-ერთმა სავარაუდო ფავორიტმა თბილისის "ხულიგანამ". მამუკა ტყეშელაშვილის სამწყსომ ვერაფერი გააწყო პირველ ლიგაში წლეულს დაწინაურებულ თბილისის "ჯიქებთან" - 10:33.

"ჯიქებმა", დებიუტანტის კვალობაზე, ასპარეზობა წარმატებულად დაიწყეს. ორი მატჩიდან ორი გამარჯვება შესანიშნავი შედეგია და სერიოზული განაცხადია უმაღლეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლაში.

გიორგი ამირხანაშვილის ბიჭები მომდევნო, მესმე ტურში "თი ბი სი"-ს დაუპირისპირდებიან, რომელიც ორი ტურის შემდეგ ასევე დაუმარცხებელია. ამ გუნდმა მეორე ტურში სტუმრად მოუგო ფოთის "რაინდებს".

"ჯიქებს", როგორც ჩანს, სერიოზულ კონკურენციას უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული "ბათუმი XV" გაუწევს. ბათუმელებმა შინ დამაჯერებლად სძლიეს საკმაოდ ძლიერ ქუთაისის "ბაგრატს" - 31:7 და დაგროვილი ქულების უკეთესი სხვაობის წყალობით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან. შავიზღვისპირელებს მესამე ტურში უძნელესი გამოცდა ელით, ისინი თბილისში "ხულიგანას" ეთამაშებიან. "ბათუმი XV"-ს ნამდვლი ძალაც ამ თამაშში გამოჩნდება.

ტურის მეოთხე მატჩში თბილისის "დევებმა" სტუმრად, დიდი ანგარიშით დაამარცხეს ოზურგეთის "არწივები" - 64:14.

II ტური

ჯიქები-ხულიგანა 33:10, არწივები-დევები 14:64, რაინდები-თი ბი სი 3:15, ბათუმი XV-ბაგრატი 31:7

სატურნირო მდგომარეობა

1. ბათუმი XV - 4 ქულა, 2. ჯიქები - 4, 3. თი ბი სი - 4, 4. ხულიგანა - 2, 5. დევები - 2, 6. ბაგრატი - 0, 7. რაინდები - 0, 8. არწივები - 0

III ტური

ბაგრატი-არწივები, ხულიგანა-ბათუმი XV, თი ბი სი-ჯიქები, დევები-რაინდები

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა