სერია A-ს დამფასებლებს მოსაწყენად ნამდვილად არ ექნებათ საქმე. ამ უქმეებზე ტურინში ისეთი თამაშია, ყველა თამაშს ულაპარაკოდ რომ გადაწონის. "იუვენტუსი", რომელიც 4 ქულით უსწრებს "ნაპოლის", სკუდეტოსთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს შინ დაუხვდება.

როგორც წესი, ამ გუნდების ბოლოდროინდელი შეხვედრები სანახაობრივი გამოდის და იმედი დავიტოვოთ, ამჯერადაც ასე იქნება. არსებობს მოსაზრება და ჩვენც დავიტოვოთ იმედი, რომ "იუვე" მხოლოდ პრაგმატულად არ იაზროვნებს და მისთვის სასურველი ფრის გამო თამაშს არ "ჩაკეტავს".

სხვა მხრივ, ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. "ნაპოლის" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მაურიციო სარის გუნდმა, თუ ჩემპიონობაზე ხელი ჯერ არ აუღია (და რა თქმა უნდა, არ აუღია), აუცილებლად უნდა მოიგოს. სხვა შემთხვევაში, სერია A-ს მარათონის დასრულებამდე მინიმუმ 4-ქულიანი (ფრის შემთხვევაში) პასივის გაბათილება თითქმის შეუძლებელი იქნება.

"იუვენტუსის" მოტივაციას ისიც ზრდის, რომ აგერ, ორიოდ დღის წინ, შუა კვირის ტურში, მასიმო ალეგრის ბიჭებმა სტუმრად "კროტონეს" დამარცხება ვერ შეძლეს და "ნაპოლის" შანსი გაუცოცხლეს.

სერია A-ს კიდევ ერთი ინტრიგა მდგომარეობს იმაში, თუ რომელი კლუბები წარმოადგენენ ამ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში. ამ საგზურისთვის გააფთრებით მებრძოლ გუნდებსაც მხოლოდ გამარჯვებაზე ექნებათ აქცენტი.

"რომა" "კერკეტ" სპალ-ს სტუმრობს. "ჯალოროსის" იოლი მისია არ აქვს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს სადაცაა "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ელოდება.

მადა ჭამაში მოდისო და, "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ, "რომა" "ლივერპულსაც" შეაკვდება. ანუ დღის წესრიგი ასეთია - ვებრძვით სპალ-ს და თავში ლიგის ნახევარფინალი გვიტრიალებს. თუმცა გამოვრიცხავთ, "რომამ" საჩემპიონატო მოტივაციას რამე მოაკლოს.

"ინტერი" ბოლო ორ შეხვედრაში ახერხებს "კიევოს" დამარცხებას. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. ფაქტია, ლუჩანო სპალეტის გუნდს მიმდინარე სეზონში არასტაბილურობა დასჩემდა. არადა, ზოგიერთ შეხვედრაში "ინტერი" მართლაც შესანიშნავად გამოიყურება, მაურო იკარდი კი სხვადასხვა რეკორდს "ეთამაშება".

"ლაციო", რომელსაც "ფიორენტინასთან" დიდი ომი გადახდა, "სამპდორიასთან" აშკარა ფავორიტად ითვლება. სიმონე ინძაგის გუნდი, ალბათ, კიდევ ერთ თვალსასეირო მატჩს შემოგვთავაზებს.

ფაქტები

"სასუოლოსა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 4 შეხვედრიდან თითოეულში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"მილანის" დღევანდელ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს დებიუტი ჰქონდა "ბენევენტოსთან" მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა.

"კალიარისა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ატალანტამ" და "ტორინომ" ბოლო ორ ურთიერთშეხვედრაში ფრედ ითამაშეს.

"ინტერმა" ბოლო ორი მატჩი მოუგო "კიევოს".

"ლაციოსა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"იუვენტუსი"-"ნაპოლის" ბოლო 5 მატჩიდან ოთხში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"იუვენტუსმა" "ნაპოლის" პირველი წრის მატჩი სტუმრად 1:0 მოუგო.

"იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის ბოლო 9 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ.

სერია A. XXXIV ტური

შაბათი, 21 აპრილი

სპალ-რომა 17:00

სასუოლო-ფიორენტინა 20:00

მილანი-ბენევენტო 22:45

კვირა, 22 აპრილი

კალიარი-ბოლონია 14:30

ატალანტა-ტორინო 17:00

კიევო-ინტერი 17:00

ლაციო-სამპდორია 17:00

უდინეზე-კროტონე 17:00

იუვენტუსი-ნაპოლი 22:45

ორშაბათი, 23 აპრილი

ჯენოა-ვერონა 22:45

ბომბარდირები: 27 - ჩირო იმობილე (ლაციო); 25 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 17 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი