ბრიტანულმა "Sunday sun"-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს სტატია მიუძღვნა
ბრიტანულმა "Sunday sun"-მა საქართველოს ნაკრების თავკაცს, თემურ ქეცბაიას სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი - ჟურნალისტი მარკ დუგლასი შეეცადა, ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრების სასწაულებრივი პროგრესის საიდუმლო ამოეხსნა და მგონი გამოუვიდა კიდეც. საამისოდ მან თავად ქეცბაიას ციტატები მოიშველია.

ქართველ გულშემატკივრებს ამ საინტერესო სტატიას მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

ინგლისელ გულშემატკივრებს ახსოვთ - თემურ ქეცბაიამ "სენტ ჯეიმს პარკზე" სამი დასამახსოვრებელი სეზონი გაატარა. "ნიუკასლის" ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად შთამბეჭდავ სამწვრთნელო კარიერას იქმნის და თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო-2012-ის ფინალურ ეტაპზეც გაიყვანს, ნამდვილ სასწაულს მოახდენს.

არადა, შარშან ქეცბაიამ მსოფლიოს რეიტინგში 122-ე ადგილზე მყოფი ნაკრები ჩაიბარა, რომელიც ბოსტვანას და პანამას ჩამორჩებოდა. ეროვნული ჩემპიონატი კი ამ ნაკრების დონესაც ვერ შეესაბამებოდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მის დანიშვნამდე საქართველოს ნაკრებს 18 თვის მანძილზე თამაში არ ჰქონდა მოგებული.

მაგრამ ქეცბაიას ერთწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ გუნდმა, 60 ათასი ქართველი გულშემატკივრის წინაშე, თვით ხორვატია დაამარცხა - ეს გახდა ათი წაუგებელი თამაშის მწვერვალი, ერთწლიანი სრბოლის პიკი...

ქეცბაიას შეგირდებმა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში პირველი დამარცხება ისრაელში, ხორვატებთან თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ იწვნიეს, მაგრამ ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან და მომავალი წლის ზაფხულში პოლონეთსა და უკრაინაში თამაშის შანსს ინარჩუნებენ.

ისრაელში ყოფნის დროს ქეცბაიამ "Sunday Sun"-თან საუბრისას განაცხადა:

"ერთი შეხედვით დაუჯერებელია, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2012-ის ფინალურ ეტაპზე გავა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ტოლფასი იქნება, მაგრამ 9 ქულით ჩვენ ამის გაკეთება მართლა შეგვიძლია და ის, რაც ხორვატიასთან მოვახერხეთ, რწმენასა და თავდაჯერებას გვმატებს.

რა დასამალია, ხორვატიას მეტი შანსი ჰქონდა იმ მატჩში, მაგრამ ჩვენმა სულისკვეთებამ გაგვამარჯვებინა. ჩვენი თამაში ლამაზი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა ბრწყინვალე სანახავი იყო.

პოსტზე მოსვლის პირველივე დღეს ვთქვი, რომ მსურდა მოთამაშეებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოსვლა საამაყო გამეხადა. ისინი საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ და მინდა ამით ისევე ამაყობდნენ, როგორც მე ვამაყობდი, როდესაც ნაკრების მაისური მეცვა.

სამწუხაროდ ისრაელთან თამაში ჩვენთვის მეტისმეტად რთული გამოდგა, მაგრამ ამჟამად იმ პოზიციაზე ვიმყოფებით, რომლითაც ჯგუფური ეტაპის დასაწყისში მხოლოდ ვოცნებობდით. ისეთ ადგილზე ვართ, რომ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია..."

შეგახსენებთ, ქეცბაიამ თავისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ნაკლებად ცნობილი კვიპროსული გუნდი "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და თავის ამჟამინდელ სამუშაოსაც იმავე ფილოსოფიით უდგება.

"ყველაფერი გუნდის სულზეა დამოკიდებული. ნაკრებთან ერთად მხოლოდ რამდენიმე დღეს ვატარებ, მაგრამ მინდა მოთამაშეები ისეთივენი იყვნენ, როგორებიც კლუბებში არიან. არ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობენ, რამდენს იღებენ ხელფასს ან რომელ ლიგაში გამოდიან - როდესაც ისინი ჩვენ გვიერთდებიან, ყველანი თანასწორნი არიან და სანაკრებო მაისურისთვის იბრძვიან.

გუდნის თავიდან შენება რთული იყო. საქართველოს ჩემპიონატი ძლიერი არ არის და ნაკრების ფეხბურთელების 99 პროცენტი საზღვარგარეთ თამაშობს. თანაც, ზოგი ხვდება თავისი გუნდის ძირითადში, ზოგიც ვერა. როგორ უნდა შემექმნა ძლიერი ნაკრები ასეთ მდგომარეობაში? წარმატების მისაღწევად გუნდისთვის მებრძოლი სული უნდა შთამებერა. ფეხბურთელებს ნაკრებში თავი ამაყად უნდა ეგრძნოთ.

ყოველივე ამან ერთი წლის შემდეგ უკვე სრულიად განსხვავებულ გუნდამდე მიგვიყვანა"

მომზადებულია sundaysun.co.uk-ის მიხედვით

guja kakhadze
გუგეშაშვილის ინტერვიუ სად გაქრა?
irakli
ქეცბაიამ იცის ნაკრების რესურსი და იმის მიხედვით ათამაშებს და შედეგიც არის ასე რომ ვაცადოთ და გვჯეროდეს მისი. მიდი ქეცოოოო!
PIPO
ამის დედა ვატირე 2 მილიონი რო მივეცით იმ ჭაღარა ..აფეთქებულს, იმ ფულით 3 ჯერ უფრო გაძლიერდებოდა ქართული ფეხბურთი და დონე... მაგრამ შეცდომაზე იმედია ვისწავლით და აწი ქეცბაიასნაირ ნიჭიერ ხალხს დავაფასებთ...
drinjo
GAVALT TU AR GAVALT,GUNDI ROM PROGRESS GANICDIS ACHKARAA,CARMATEBEBI SAKARTVELOS NAKREBS
guja kakhadze
"სასწაულის მოხდენა შეგვიძლიაო". თემურ ქეცბაიამ ეს უკვე გააკეთი.ჯგუფური ეტაპიც რეალურია, თუ სირბილს და დახარჯული ენერგიის აღდგენას ვისწავლით.
giorgi
საქართველოს ნაკრებს სათავეში ნამდვილი მწვრთნელი ჰყავს, ვის თუ არა ქართველს ესმის დღეს თუ რა დღეშია ქართული ფეხბურთI.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა