ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბუნდესლიგა. XXXI ტური: სანჩოს ტური [VIDEO]

ბუნდესლიგა. XXXI ტური: სანჩოს ტური [VIDEO]

ტურის მთავარი მატჩი ჩემპიონატის მესამე და მეოთხე გუნდებს შორის "დორტმუნდის" დიდი უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა უკვე შესვენებამდე ყოფილიყო ანგარიში 4:0.

მაგალითად, სანჩომ მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა გააფუჭა და მხოლოდ მეორე ცდაზე, პულიშიჩის შესანიშნავი პასით შეძლო გოლის გატანა. ეს იყო პირველი ინგლისური გოლი "დორტმუნდის" ისტორიაში და 18 წლის ფეხბურთელის პირველი გოლი პროფესიულ კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდმა" თითქმის 9 მილიონი გადაუხადა "მანჩესტერ სიტის" სანჩოში.

მარკო როისს რამდენიმე წუთის ინტერვალით ორჯერ არ გაუმართლა.

პირველ შემთხვევაში საქმეში VAR ჩაერია, მეორედ კი ნახევარმცველმა პენალტი ვერ გაიტანა - წააგო დუელი იოზჩანთან, რომელსაც 500 დღე არ ჰქონდა ნათამაშები.

საერთო ჯამში, "დორტმუნდმა" ღირსეულად უპასუხა ფანების კრიტიკას, რომლებმაც გამოფინეს ბანერი ასეთი წარწერით: "არ არის მონდომება, არ არის სიმამაცე, არ არის გუნდი. თქვენ ყველაზე ნაკლებად ხართ "დორტმუნდის" განსახიერება".

განსაკუთრებით ცდილობდა როისი, რომელმაც შესვენების შემდეგ დუბლი შეასრულა და შეცვლის მომენტში მას ოვაცია მოუწყვეს. ტაში დაიმსახურა სანჩომაც, რომელმაც შეტევაში ღირსეულად შეცვალა ტრავმირებული ბატშუაი - ინგლისელმა გოლს ორი შედეგიანი პასი დაუმატა.

"დორტმუნდი" ხუთი ქულით დაშორდა მეხუთე ადგილს და ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის საგზურთან.

Video

22.04.18. ბორუსია (დ) - ლევერკუზენი 4:0

რაც შეეხებათ ჩემპიონთა ლიგის საგზურის სხვა მაძიებლებს, "ლაიპციგმა", როგორც ჩანს, ვერ გაუძლო თავისი პირველი ევროსეზონის მკაცრ გრაფიკს და უკვე სამი ტურია ვერ იგებს, თან შინ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო დიდი ანგარიშით.

"ჰოფენჰაიმმა" კი პირიქით, ჩააგდო შემოდგომა და მკვეთრად მოუმატა ფინიშისკენ. იულიან ნაგელსმანის გუნდს გაზაფხულზე მატჩი არ აქვს წაგებული - 5 მოგება და 2 ფრე. ეს იმდენად კარგად გამოიყურება, რომ მის რიგებში გოლი კადერჟაბეკმაც კი გაიტანა, რომელსაც 77-მატჩიანი "მშრალი" სერია ჰქონდა. "ჰოფენჰაიმმა" მეხუთე ადგილი წაართვა "ლაიპციგს" და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მხოლოდ ორი ქულა აცილებს.

"ლაიპციგთან" ერთად, ტურის იმედგაცრუება გახდა "აინტრახტი". "ბაიერნის" მომავალი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის გუნდმა გერმანიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ, საკუთარ მოედანზე შეირცხვინა თავი და დადგა საშიშროების წინაშე - საერთოდ ვერ მოხვდეს ევროთასებზე: თასის ფინალში "ბაიერნის" დამარცხება არარეალური ჩანს, მეშვიდე ადგილიდან კი ეს გუნდი, შესაძლოა, მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ჩამოაგდოს.

ტურის ბოლო მატჩში "შალკეს" შეეძლო თითქმის გაენაღდებინა ჩემპიონთა ლიგის საგზური და ახლოსაც იყო ამასთან - 2:0-ს უგებდა "კიოლნს", მაგრამ "თხებმა" შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და დაიტოვეს მხოლოდ თეორიული შანსი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.

უკვე ოფიციალური ჩემპიონის, "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რამდენიმე ლიდერი დაასვენა, რისი წყალობითაც, მოედანზე გამოჩნდა დებიუტანტი ლარს მაი. ის არის ამ საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "ბაიერნის" რიგებში ითამაშა.

18 წლისა და 22 დღის მაის გამოცდილება მიუნხენელთა მეორე გუნდში ნათამაშებ ერთ მატჩს მოიცავდა და "ბაიერნის" მხოლოდ ექვს ფეხბურთელს ჰქონდა უფრო ადრეულ ასაკში დებიუტი გერმანიის ჩემპიონატში.

თამაშის ბედი შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ვეტერანებმა გადაწყვიტეს - ლევანდოვსკიმ, რომელსაც ორი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ ზედიზედ მესამე ჩემპიონატში მიაღწიოს 30 გოლის ნიშნულს და მიულერმა. ამ უკანასკნელმა რუდის საგოლე პასიც მისცა.

Video

22.04.18. ჰანოვერი - ბაიერნი 0:3

ფაქტები

რაფაელმა ბოლო 7 მატჩში პირველად გაიტანა.

"ვოლფსბურგს" ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.

"აინტრახტმა" ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგო.

შეწყდა "აინტრახტის" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.

"ჰერტას" მხოლოდ 16 გოლი აქვს გაშვებული სტუმრად. უფრო ნაკლები მხოლოდ "ბაიერნმა" (12) გაუშვა.

"ფრაიბურგმა" ზედიზედ მეხუთედ წააგო და ოთხი ტურია გოლი არ გაუტანია.

"ფრაიბურგს" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის დროსაც, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

"ბაიერნმა" ზედიზედ მეთერთმეტედ მოუგო "ჰანოვერს".

"ბაიერნმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

მიულერმა მეთერთმეტედ გაუტანა "ჰანოვერს".

ლევანდოვსკი 179 გოლით მეშვიდე ადგილზეა ბუნდესლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა ლეგიონერებისთვის ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით. პოლონელის ანგარიშზე "ბაიერნში" 105 გოლი მოდის. წინა რეკორდი პერუელ კლაუდიო პისაროს ეკუთვნოდა - 104 გოლი "ვერდერის" შემადგენლობაში.

"ჰოფენჰაიმი" ზედიზედ 16 მატჩია, მინიმუმ ერთი გოლის გატანას ახერხებს.

გნაბრიმ ბოლო შვიდ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. 2018 წელს, ფორვარდს 10 მატჩში რვა გოლი აქვს და მხოლოდ ლევანდოვსკის ჩამორჩება.

"ჰოფენჰაიმი" რვა მატჩია, არ მარცხდება.

2018 წელს, "ჰოფენჰაიმმა" 33 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ბაიერნს" ჩამოუვარდება.

"ლაიპციგს" სამი მატჩია არ მოუგია.

"შტუტგარტი" ექვსი ტურია, საკუთარ მოედანზე არ აგებს.

მარკო როისმა მე-60 და 61-ე გოლები გაიტანა "დორტმუნდის" მაისურით. ეს მისი მე-16 დუბლი იყო ბუნდესლიგაში.

"დორტმუნდი" ცხრა ტურია, საკუთარ მოედანზე არ აგებს და სამი ტურია გოლი არ გაუშვია.

"შალკე" 25 მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

ბუნდესლიგა. XXXI ტური

გლადბახი-ვოლფსბურგი 3:0

გოლები: 1:0 შტინდლი (8), 2:0 რაფაელი (35), 3:0 კრამერი (44)

აინტრახტი-ჰერტა 0:3

გოლები: 0:1 ზელკე (58-პენ), 0:2 ლეკი (77), 0:3 ესვაინი (90+1)

გაძევება: ჰასებე (79. აინტრახტი)

ჰამბურგი-ფრაიბურგი 1:0

გოლი: 1:0 ჰოლტბი (54)

გაძევება: სოიუნჩუ (71. ფრაიბურგი)

ჰანოვერი-ბაიერნი 0:3

გოლები: 0:1 მიულერი (57), 0:2 ლევანდოვსკი (73), 0:3 რუდი (89)

ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია, მაი, ბოატენგი, ბერნატი - ზიულე - რობენი (46. მიულერი), ხამეს როდრიგესი (71. ხავი მარტინესი), რუდი, ტიაგო ალკანტანა, ვაგნერი (67. ლევანდოვსკი).

ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი 2:5

გოლები: 0:1 უტი (14), 0:2 გნაბრი (35), 0:3 კადერჟაბეკი (45), 1:3 ბაუმანი (58-საკ. კარში), 1:4 უტი (49), 1:5 რუპი (64), 2:5 უპამეკანო (88)

ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ორბანი (62. უპამეკანო), კონატე, ბერნარდო - ფორსბერგი, ილსანკერი (46. კეიტა), დემე, ბრუმა (46. ოგუსტენი) - ლუკმანი, ვერნერი.

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - აკპოგუმა, ფოგტი, ჰიუბნერი (46. ნორდტვეიტი) - კადერჟაბეკი, ამირი, გრილიტში (56. დემირბაი), შულცი - კრამარიჩი, გნაბრი (54. რუპი) - უტი.

გაძევება: ფორსბერგი (47. ლაპიციგი)

შტუტგარტი-ვერდერი 2:0

გოლები: 1:0 გენტნერი (13), 2:0 იოზჩანი (90)

დორტმუნდი-ლევერკუზენი 4:0

გოლები: 1:0 სანჩო (13), 2:0 როისი (55), 3:0 ფილიპი (63), 4:0 როისი (79)

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, აკანჯი - ვაიგლი - პულიშიჩი (71. დაუდი), გიოტცე, სანჩო - როისი (86. გომესი) - ფილიპი (81. ტოლიანი).

ლევერკუზენი: იოზჩანი - ჰენრიხსი, ტა (43. იედვაი), ს. ბენდერი, რეტსოსი - კორი, არანგისი - ბრანდტი, ფოლანდი, ბეილი (46. ჰაფერცი) - ალარიო (69. ბელარაბი).

აუგსბურგი-მაინცი 2:0

გოლები: 1:0 გრეგორიტში (29), 2:0 ფინბოგასონი (90+2)

კიოლნი-შალკე 2:2

გოლები: 0:1 ემბოლო (4), 0:2 კონოპლიანკა (23), 1:2 ბიტენკურტი (26), 2:2 რისე (84)

შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - კალიჯური, მაკენი, გორეტცკა, ოშჩიპკა - კონოპლიანკა (64. ბენტალები), დი სანტო (85. ჰარიტი) - ემბოლო (46. ბურგშტალერი).

ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 12 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მიახელ გრეგორიტში (აუგსბურგი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი); 11 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი), სალომონ კალუ (ჰერტა), სანდრო ვაგნერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

27 აპრილი: ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი.

28 აპრილი: ბაიერნი-აინტრახტი, ჰერტა-აუგსბურგი, ფრაიბურგი-კიოლნი, შალკე-გლადბახი, ვოლფსბურგი-ჰამბურგი, ლევერკუზენი-შტუტგარტი.

29 აპრილი: მაინცი-ლაიპციგი, ვერდერი-დორტმუნდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს

[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა

"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს

კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?

ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა