ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. XXXIV ტური: კულიბალის ოქროს თავური [VIDEO]

სერია A. XXXIV ტური: კულიბალის ოქროს თავური [VIDEO]

სერია A-ს მორიგ ტურში მთავარი იყო ტურინული ჯახი "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის, თუმცა მანამდე ვნახეთ სხვა შეხვედრებიც და მოდი, ამით დავიწყოთ...

მათგან ყველაზე გამოსარჩევი "მილანის" საშინაო მარცხი იყო აუტსაიდერ "ბენევენტოსთან". სტუმრებმა, იტალიური საფეხბურთო ელიტიდან დაქვეითებისთვის რომ არიან განწირულნი, "ოქროს ასოები" ჩაწერეს კლუბის ისტორიაში და თანაც, სად - "სან სიროზე".

მატჩის ერთადერთი გოლი პიეტრო იემელომ შეაგდო. "მილანს" არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა სტუმართა მეკარე და მცველები ცოცხალი თავით გოლის გაშვებას არ აპირებდნენ და არც გაუშვეს.

ბოლოს "მილანმა", თითქოს, შტურმის მოწყობაც სცადა, მაგრამ ესეც - უშედეგოდ.

"ჩვენ ვეთამაშეთ სატურნირო ცხრილის ბოლოში მყოფ გუნდს. მათი უპირატესობა იყო ის, რომ ბოლომდე და გულით თამაშობდნენ. ჩვენ ასეთები ნამდვილად ვერ ვიყავით და ყველაფერი სწორედ ამან განაპირობა. როცა შენ "მილანის" მაისურა გაცვია, სხვანაირად უნდა ითამაშო. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ", - თქვა "როსონერის" დამრიგებელმა ჯენარო გატუზომ, ვისთვისაც "ბენევენტოსთან" პირველი მატჩიც ავადმოსაგონარია.

"მილანი", თითქოს, ამ მოკრძალებული კლუბის მემატიანედ იქცა. სწორედ "ბენევენტოსთან" პირველი წრის მატჩში შედგა გატუზოს დებიუტი და იმ თამაშის ბოლო წუთზე "როსონერიმ"... მასპინძელთა მეკარისგან გაუშვა გოლი. თამაში 2:2 დასრულდა და ეს იყო "ბენევენტოს" პირველი ქულა სერია A-ში. ასე რომ, ეს სამხრეთული კლუბი რაღაც კვალს მაინც ტოვებს ელიტაში - "მილანს" ჯამში 4 ქულა აართვა!

Video

21.04.18 მილანი - ბენევენტო 0:1

ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირე "რომამ" არ შეიმჩნია, რომ სულ მალე "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი აქვს სათამაშო. "ჯალოროსიმ" იოლად მოუგო გასვლითი შეხვედრა "კერკეტ" სპალ-ს.

აღსანიშნავია, რომ "რომას" შემადგენლობაში პირველი გოლი შეაგდო პატრიკ შიკმა, ვინც დიდი იმედებით გადავიდა რომაულ კლუბში, თუმცა ავანსების გამართლებას ბოლო დრომდე ვერ ახერხებდა...

"ჩვენ რამდენიმე დღეში უაღრესად საპასუხისმგებლო შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი "ლივერპულის" წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ჩემმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი დადეს მინდორზე.

საგოლე მომენტები კარგად გამოვიყენეთ და ამან განაპირობა კიდეც საბოლოო შედეგი", - თქვა "რომას"დამრიგებელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ, ვისაც "ჩელსიში" ანტონიო კონტეს ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად ასახელებენ.

Video

22.04.18. სპალ - რომა 0:3

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა მწვავდება. მართალია, ამ ზონას გვარიანად ჩამორჩა "მილანი", მაგრამ ამის მიუხედავად, მარულას ინტერესი არ დაუკარგავს. "ლაციომ" ულაპარაკოდ მოუგო "სამპდორიას". როგორც ყოველთვის, სიმონე ინძაგის გაწვრთნილ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩირო იმობილე, ვინც დუბლი მიითვალა. იტალიის ნაკრების ფორვარდს კარგად აუბეს მხარი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა და სტეფან დე ვრეიმ.

ამრიგად, "ლაციომ" საკუთარი თავი ერთხელაც მონიშნა, როგორც ჩემპიონთა ლიგაში გასვლის ერთ-ერთმა მთავარმა პრეტენდენტმა.

"ჩვენ ძალიან ინტენსიურად და გეგმაზომიერად ვითამაშეთ. მოწინააღმდეგე, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ბოლომდე ცდილობდა, ხელი შეეშალა ჩვენთვის, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. ეს ჩვენი დღე იყო. რა თქმა უნდა, "ლაციოს" მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მეტოქეები დაახლოებით იმავე დონეზე არიან, როგორზეც ვართ ჩვენ. ამიტომ ბრძოლის ბედს ნიუანსები გადაწყვეტს", - თქვა ინძაგიმ.

"ინტერმა" გასვლაზე მოუგო "კიევოს". ლუჩანო სპალეტის გუნდიც გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა რაფინიას. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან ბოლომდე გაიარა ადაპტაცია "ინტერში" და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

დღეს ის, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო. ჩემი გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა 100 პროცენტი დადო მინდორზე. როცა "ინტერი" ასე თამაშობს, იოლი არ არის მისი შეჩერება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. ეს ქულები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ინტერი" ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდეს", - ასე შეაჯამა თამაში სპალეტიმ.

Video

22.04.18. კიევო - ინტერი 1:2

"ატალანტამ" მშვენივრად ისარგებლა გატუზოს გუნდის წაფორხილებით და ევროპალიგაზე გამსვლელ პოზიციაზე დამკვიდრდა. "მილანის" გარდა, ამ ტურნირზე მოხვედრის შანსს "სამპდორია" და "ფიორენტინაც" ინარჩუნებენ, თუმცა მთავარი ბრძოლა, ალბათ, სწორედ "მილანსა" და "ატალანტას" შორის გაიმართება.

დაბოლოს, ტურის მთავარი მატჩი, რომლის შემდეგაც "იუვენტუსი" ერთი ქულითღა უსწრებს "ნაპოლის". იტალიაში საჩემპიონო ბრძოლამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც მაურიციო სარის გუნდმა გასვლაზე მოახერხა "ბებერი ქალბატონის" დამარცხება.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა როგორც ერთ, ისე მეორე კართან. "ნაპოლი", ალბათ, ცოტა უკეთესი იყო მეტოქეზე და საბოლოოდ, დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ "იუვემ" ზედმეტად ცივი გონებით ითამაშა და მიზნად მხოლოდ ქულის (რომელიც სულ მცირე, ერთი კვირით შეუნარჩუნებდა სტატუს-კვოს) მოპოვება დაისახა.

ამგვარი მიდგომის გამო გუნდები ხშირად ისჯებიან ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც.

ის იყო, მატჩის ძირითადი დრო მიილია, რომ კვანძიც გაიხსნა - ხოსე კალეხონის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე სენეგალელი მცველი ხალიდუ კულიბალი ჰაერში აფრინდა და მძლავრი თავური დასცხო.

ერთი სიტყვით, ლამის ბევრს გამოტირებული რომ ჰყავდა "ნაპოლი", ისე მოხდა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა კვლავ დაიძაბა. ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

Video

22.04.18. იუვენტუსი - ნაპოლი 0:1

ფაქტები

გონსალო იგუაინმა "იუვენტუსის" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა.

ჩირო იმობილე პირველი იტალიელი ფეხბურთელია ანტონიო დი ნატალეს (2009/10) შემდეგ, ვინც სერია A-ს ერთ სეზონში, სულ მცირე, 29 გოლი გაიტანა.

"უდინეზემ" ზედიზედ 11 მატჩი წააგო. სერია A-ში მხოლოდ "ბრეშას" (1994/95, 15 წაგება) და "ბენევენტოს" (2017/18, 14 წაგება) ჰქონდათ უფრო გრძელი მარცხიანი სერია.

მაურო იკარდის გარდა, "ინტერის" ბოლო ფეხბურთელი, ვინც სერია A-ს ერთ სეზონში 26 (და მეტი) გოლი გაიტანა, იყო ანტონიო ანჯელილო (1958/59).

"ბენევენტომ" ბოლო 2 საგარეო მატჩში 4 ქულა აიღო, მაშინ, როცა წააგო წინა 15 გასვლითი შეხვედრა.

პირველად მოხდა, რომ ახალ სტადიონზე გადასვლის შემდეგ (2011/12) "იუვენტუსმა" ერთხელაც ვერ მოარტყა ბურთი კარის ჩარჩოში.

2017 წლის 14 ოქტომბრის ("ლაციო", 1:2) შემდეგ "იუვენტუსმა" პირველად წააგო საკუთარ მოედანზე.

"ნაპოლი" ერთდერთი გუნდია სერია A-ს მიმდინარე სეზონში, რომელიც სტუმრად არ დამარცხებულა.

"ნაპოლიმ" პირველად მოიგო "იუვენტუსთან" სერია A-ს გასვლითი მატჩი 2009 წლის 31 ოქტომბრის (3:2) შემდეგ.

"იუვენტუსმა" სერია A-ს მიმდინარე სეზონში 2 საშინაო მატჩი წააგო - ერთით მეტი, ვიდრე წინა ოთხ ჩემპიონატში ერთად.

სერია A. XXXIV ტური

სპალ-რომა 0:3

გოლები: 0:1 ვიკარი (33-საკ. კარში), 0:2 ნაინგოლანი (52), 0:3 შიკი (59)

რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, მანოლასი, ჯონათან სილვა - პელეგრინი (78. ჟერსონი), გონალონი, სტროოტმანი (67. იუნდერი) - ნაინგოლანი (74. პეროტი), ელ შაარავი, შიკი.

სასუოლო-ფიორენტინა 1:0

გოლი: 1:0 პოლიტანო (41)

გაძევება: დაბო (30. ფიორენტინა)

მილანი-ბენევენტო 0:1

გოლი: 0:1 იემელო (29)

მილანი (4-4-2): ჯ. დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, საპატა, როდრიგესი - ბორინი (49. სუსო), კესი, ბილია (72. ლოკატელი), ბონავენტურა - ანდრე სილვა (62. კალინიჩი), კუტრონე.

გაძევება: დიაბატი (80. ბენევენტო)

ატალანტა-ტორინო 2:1

გოლები: 1:0 ფროილერი (53), 1:1 ლიაიჩი (56), 2:1 გოსენსი (64)

კიევო-ინტერი 1:2

გოლები: 0:1 იკარდი (52), 0:2 პერიშიჩი (61), 1:2 სტეპინსკი (90)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ'ამბროზიო - ბორხა ვალერო (76. ვესინო), ბროზოვიჩი - კარამო (67. სანტონი), რაფინია, პერიშიჩი (89. კანდრევა) - იკარდი.

ლაციო-სამპდორია 4:0

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (32), 2:0 დე ვრეი (43), 3:0 იმობილე (85), 4:0 იმობილე (88)

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - კასერესი, დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო (19. ლუკაკუ), ლუკას ლეივა (87. დი ჯენარო), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ფელიპე ანდერსონი (79. ნანი), იმობილე.

უდინეზე-კროტონე 1:2

გოლები: 1:0 ლასანია (6), 1:1 სიმი (7), 1:2 ფარაონი (86)

იუვენტუსი-ნაპოლი 0:1

გოლი: 0:1 კულიბალი (90)

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ჰიოვედესი, ბენატია, კიელინი (11. ლიხტშტაინერი), ასამოა - ხედირა, პიანიჩი - მატუიდი, დუგლას კოშტა (71. მანჯუკიჩი), დიბალა (46. კუადრადო) - იგუაინი.

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი (80. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (67. ზელინსკი) - კალიეხონი, ინსინიე, მერტენსი (61. მილიკი).

კალიარი-ბოლონია 0:0

ორშაბათი, 23 აპრილი

ჯენოა-ვერონა 22:45

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 26 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 17 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური

28 აპრილი: რომა-კიევო, ინტერი-იუვენტუსი

29 აპრილი: კროტონე-სასუოლო, ატალანტა-ჯენოა, ბენევენტო-უდინეზე, ბოლონია-მილანი, სამპდორია-კალიარი, ვერონა-სპალ, ფიორენტინა-ნაპოლი, ტორინო-ლაციო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან

პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა

"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]

ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და "მილანთან" განადგურებული "უდინეზე"

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს

64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია