დარასელიას თასი: 5 გაძევება "დინამო" - "ჯენოას" მატჩში და განაღდებული პირველი ადგილი [VIDEO]
მეორე სატურნირო დღის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა ჯენოას უმასპინძლა. გუშინდელ მატჩებში ორივე გუნდმა იმარჯვა და დღეს გამარჯვება ჯგუფში პირველადგილოსანს გაარკვევდა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მესამე წუთზე ზურაბ ერაძემ ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და მეათე წუთზე მეორე გოლიც გაუტანეს სტუმრებს. ზუსტი დარტყმა გიორგი აბუაშვილმა განახორციელა.

თბილისელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და ტემპი უფრო დაამშვიდეს. მთელი პირველი ტაიმი სათამაშო ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, იტალიელები კი ცდილობდნენ სახიფათო შეტევის განხორციელებას, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არც მისულა. დინამოელებს კი უპირატესობა არ გაუშვიათ ხელიდან და მეორე ტაიმში რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს. საბოლოოდ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა 2:0 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილთან ერთად ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა.

70-ე წუთზე ფეხბურთელებმა იჩხუბეს და მსაჯმა მასპინძელთა 2 და სტუმართა 3 მოთამაშე გაძევა.

დინამო 2:0 ჯენოა

გოლები: ერაძე, აბუაშვილი

გაფრთხილება: ინსოლიტო, ბაშეროტი, კვარაცხელია, აბუაშვილი

გაძევება: პიკარდო, ინსოლიტო, ბაშეროტი, ხარშილაძე, მირზიკაშვილი (ყველა 70’)

დინამო: ხარშილაძე, ხვადაგიანი, კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, სიხარულაშვილი (იობაშვილი 28), სიჭინავა (შურღაია 70+2), გაგნიძე (შაუთიძე 49), აბუაშვილი, მორჩილაძე (ბაბლუანი 61), ჩხეტინი

ჯენოა: ბოლკანო (დი ბელა 36), ბროსო (ვასალო 48), კასტილიონე, კორჩი, ფანჩინი, ფოსატი, ანშარი (პიკარდო 61), ნეში (ინსოლიტო 36), ორვიეტო, ბაშეროტი, ბიაჯი (ბოჩი 36)

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა