საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"განვიხილეთ თქვენი წინადადება - 2030 წლის პერსპექტივაში საქართველომ ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი.

ვფიქრობ, ეს სწორი დროა, რომ გააჟღეროთ თქვენი სურვილი და ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას. საქართველოში პირველად ვიმყოფები და მჯერა, კიდევ არაერთხელ გესტუმრებით მაღალი რანგის სპორტულ ღონისძიებებზე.

მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ, კერძოდ კი, თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნავალ ელ მუტავაკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ.

ნავალ ელ მუტავაკელმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიზნებს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიმდინარე წელს მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესწავლის მიზნით საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნა, რის შესახებაც გადაწყვეტილება თომას ბახმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქალაქ ლოზანაში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, დიდი მხარდაჭერაა საქართველოს მიერ დასახული მიზნის მისაღწევად - ქვეყანამ 2030 წლის პერსპექტივაში ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისკენაც დიდი ძალისხმევაა მიმართული. ითქვა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კომიტეტის წევრებთან ერთად საქართველოს ორი დღით სტუმრობს. დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, წარმოადგინოს მაროკო, როგორც 2026 წლის ფიფას მსოფლიო თასის მასპინძლობის პრეტენდენტი ქვეყანა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები სამირა სიტაილი და კამალ ლაჰლო ჰამიდი და მაროკოს სამეფოს საპატიო გენერალური კონსული საქართველოში მიხეილ ალხანიშვილი ესწრებოდნენ.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
იაპონელებმა 2020 წლის საოლიმპიადო ხარჯები მილიარდი დოლარით შეამცირეს
ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს
გიორგი კვირიკაშვილი: ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა
პუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურნენ
გთხოვთ, ეს არასოდეს გამოიყენოთ - საქართველოს რაგბის კავშირის წერილი BBC-ის რედაქციას
ქართველი ოლიმპიელის გაუმჯობესებული და წარმატებული გამოსვლა
არ დაუშვათ რუსები და ბელარუსები - ოლიმპიური კომიტეტი
მიეცით მშვიდობას შანსი! ჩვენი იმედი დაიმსხვრა... - ოლიმპიური კომიტეტის მიმართვა
Eurosport: ფინალში საქართველოს კანადა ურჩევნიათ
შევხვდებით მილანში - ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონებს წარმატება მიულოცა
რუსეთის ნაკრები შესაძლოა, ისევ დოპინგ-სკანდალში გაეხვეს - საქართველოს შანსი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავალი 7,6 მილიარდამდე გაიზარდა
IOC: შეჯიბრებებზე უნდა დაიშვას ყველა სპორტსმენი, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა