ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა

დღეს, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში კიდევ 3 მატჩი გაიმართა და უნდა ითქვას, ყველა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ისიც აღსანიშნავია, რომ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ ლიდერებს.

"სამგურალი" გასვლაზე, მცხეთაში კარგა ხანს გაუძალიანდა პირველადგილოსან "ვიტ ჯორჯიას" და მხოლოდ 81-ე წუთზე მოახერხა მცველმა გიორგი გეთიაშვილმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა. ხაზგასასმელია, რომ პირველ ტაიმში მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ვეკუამ პენალტი ვერ გამოიყენა.

თელავში ადგილობრივი გუნდისა და "ნორჩი დინამოს" შეხვედრა 1:2 დასრულდა. ანგარიში 34-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ გახსნა (ეს პირველობაზე მისი მე-4 გოლია), შესვენების შემდეგ კი სტუმართა ფორვარდმა, ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირმა იაგო დეისაძემ საპასუხო გოლი გაუტანა მასპინძლებს (მის ანგარიშზე 6 გოლია). მე-80 წუთზე დეისაძის პასით გიორგი ჟვანიამ გამარჯვება სტუმრებს მოუტანა.

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "გაგრამ" 2:0 მოუგო ბათუმის "დინამოს", რომელიც სეზონის დაწყების წინ ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ზედიზედ 4 მოგების შემდეგ "ცხინვალთან" წააგო. ამჯერად კი გია გეგუჩაძის შეგირდებს "გაგრამ" სძლია. პირველი გოლი "გაგრას" ლიდერმა რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე - თორნიკე გაფრინდაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მე-11 წუთზე "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი ჯანელიძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში
საქართველოს თასი. 1/16 ფინალი: "ვიტ ჯორჯია"-"სამტრედია" და სხვები
"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა და გამოცდილი მოთამაშეები დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
წარსულის ქრონოლოგია - "ნორჩი დინამოს" დამფუძნებელი საქართველოში ჩაწყობილი მატჩების საქმეში ფიგურირებდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"