გერმანული ბუნდესლიგის მთავარი ინტრიგა იმ გუნდების გამოკვეთაა, რომლებიც ამ ქვეყანას ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარადგენენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ლიგის საგზურის მაძიებელი კლუბების შეხვედრები იპყრობს.

შედარებით იოლი გამოცდა უნდა ჰქონდეს "ჰოფენჰაიმს". წესით, მასპინძლებს "ჰანოვერის" დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. ჯერ ერთი, სტუმრებს გასვლაზე თამაში უჭირთ, და მეორეც - მათი მოტივაცია უდიდესია.

"ჰოფენჰაიმს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი აქვს, რაც ამ ახალგაზრდული გუნდისთვის მართლაც რომ უდიდესი წარმატება იქნება. სტატისტიკა კი "ჰანოვერის" სასარგებლოდ მეტყველებს - მათ ბოლო ორი თამაში მოუგეს "ჰოფეს".

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა გაიმართება გელზენკირხენში, სადაც "გლადბახი" ჩადის. სტუმრებს თუ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა სურთ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგონ. შანსი ამის გათვალისწინებითაც კი ძალიან მცირეა, მაგრამ შანსი მაინც შანსია.

ორივე გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა ეს შედეგზე გადამწყვეტ გავლენას ვერ იქონიებს. უპირატესობას, როგორც მასპინძელს, მაინც "შალკეს" მივანიჭებდით.

"ბაიერნი" "აინტრახტს" დავიდ ალაბას, არტურო ვიდალის, კინგსლი კომანის, არიენ რობენისა და ჟერომ ბოატენგის გარეშე დაუხვდება. სტუმრები, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა გუნდი, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. სხვა საქმეა, რომ "რეალთან" საშინაო მარცხით "დაჭრილი" "რეკორდმაისტერი" არაფრის დამთმობს არ ჰგავს.

"ლევერკუზენის" რამდენიმე ფეხბურთელის მინდორზე გასვლა საეჭვოა. ამის მიუხედავად, "შტუტგარტთან" საშინაო მატჩში ფავორიტის სტატუსი "ფარმაცევტებს" აქვთ. ჰაიკო ჰერლიხის გუნდი გააფთრებით იბრძვის ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად და თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, ალბათ, იმსახურებს კიდეც ამას. ისიც გავიხსენოთ, რომ ბოლო ორ დაპირისპირებაში ("დორტმუნდთან" ჩემპიონატში, "ბაიერნთან" თასზე) "ფარმაცევტებმა" 10 (!) გოლი გაუშვეს...

თვალსასეირო უნდა გამოდგეს ძველი მეტოქეების - "ვერდერისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა. ფინიში ახლოვდება და "დორტმუნდმა" ჯერაც ვერ მიაღწია სტაბილურობას. თუმცა იმის ძალა კი უნდა ჰქონდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს და მომავალ სეზონში ახალმა მწვრთნელმა (რომლის ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის) ასე თუ ისე ნორმალური მემკვიდრეობა მიიღოს.

რაც შეეხება "ვერდერს", ბრემენელებს ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებიათ ბუნდესლიგაში დარჩენა და, დიდი ალბათობით, საკუთარ კედლებში არაფერს დათმობენ.

ფაქტები

"ჰანოვერმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ჰოფენჰაიმს".

"ჰერტასა" და "აუგსბურგს" შორის ბოლო 9 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ბაიერნმა" ბოლო 2 მატჩში სძლია "აინტრახტს".

"შალკესა" და "გლადბახს" შორის ბოლო 4 დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ლევერკუზენი" ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებაში "შტუტგარტზე" ძლიერი აღმოჩნდა.

"მაინცი" და "ლაიპციგი" ბუნდესლიგაში სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე შემთხვევაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ვერდერსა" და "დორტმუნდს" შორის ბოლო 8 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XXXII ტური

პარასკევი, 27 აპრილი

ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 22:30

შაბათი, 28 აპრილი

ბაიერნი-აინტრახტი 17:30

ჰერტა-აუგსბურგი 17:30

ფრაიბურგი-კიოლნი 17:30

შალკე-გლადბახი 17:30

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 17:30

ლევერკუზენი-შტუტგარტი 20:30

კვირა, 29 აპრილი

მაინცი-ლაიპციგი 17:30

ვერდერი-დორტმუნდი 20:00

ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოჩოლეიშვილი ერთი ტაიმი ათამაშეს - "ჰამბურგი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს