ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტალანტი გზაგასაყართან

ტალანტი გზაგასაყართან

ამომავალი ვარსკლავი. კევინ გამეირო

ბოლო წლების საფრანგეთში ნამდვილი ტალანტები სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან და შეუ¬ძ¬ლ¬ე¬ბელია, ქვეყანაში ეს არ აწუხებდეთ. ფაქტი სახეზეა, რომ 21-წლამდელთა ამჟამინდელი ნა¬კ¬რ¬ების წევრები უცხოეთის სერიოზულ კლუბებში არათუ არ თამაშობენ, უკვე იშვიათადღა თუ ირ¬ი¬¬ცხებიან, მაგალითად შეიძლება ჩელსელი (“ფულჰემშია” განათხოვრებული) გაელ კაკუტა მო¬ვი¬ყ¬ვანოთ. ზოგადად ახალგაზრდა და ნიჭიერი ფრანგებიდან სამირ ნასრის, მამადუ სახოს, იან მვ¬ი¬ლას, კარიმ ბენზემასა და კევინ გამეიროს გახსენება შეიძლება. ჩვენი დღევანდელი სტუმარი სწორედ ეს უკანასკნელია.

“ლორიანის” 23 წლის თავდამსხმელზე ევროპულ გრანდებში სერიოზული მოთხოვნაა. მისით უკ¬ვე დაინტერესდნენ ისეთი დიდი გუნდები “ვალენსია”, “სევილია”, “არსენალი” და “ჩელსი” რომ არ¬ი¬ან. გეტყვით, რომ ეს ჩამონათვალი ამომწურავი სულაც არ არის. სატრანსფერო ფანჯ¬რ¬ის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, შესაბამისად, ფეხბურთელს თავის მომავალზე დასა¬ფი¬ქ¬რ¬ე¬ბლად შანსი კიდევ აქვს. ფრანგი ჟურნალისტები უკვე მსჯელობენ, ვის ჩაუვარდება ხელში მა¬თი უნიჭიერესი თანამემამულე. ამასთან უკვე აღარავინ განიხილავს თავდამსხმელის “ლორ¬ია¬ნ¬ში” დარჩენის ვარიანტს. კევინის კონტრაქტს ვადა 2012 წლის ივნისში გასდის, შესაბამისად, ფრა¬ნ¬გულ კოლექტივს მისი სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსი ამ ზაფხულზე მიეცემა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ დასახელებულ გუნდებს შორის ფრანგულ ბაზარზე მუ¬შაობის ყველაზე დიდი გამოცდილება “ვალენსიას” აქვს. “ღამურებმა” ბოლო წლებში ლიგა1-დან რა¬მდენიმე ფეხბურთელი გადაიბირეს. მათ შორის უკვე დაიბევეს “ლილის” 25 წლის ცენ¬ტრ¬ა¬ლ¬უ¬რი მცველი ადილ რამი.

ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ჭორები გასულ წელსაც აგორდა, მაგრამ “ლორიანის” პრეზიდენტმა ალენ ლე როშმა კლუბის მთავარ მიზნად (არ ვაჭარბებთ) ფეხბურთელის შენარჩუნება გამოაცხადა და შესაბამისად, ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ამ ზაფხულს კი ლე როშს “ეს ნომერი აღარ გაუვა”. მოდი, გავარკვიოთ, ვინ არის და რას წარმოადგენს კევინ გამეირო, ფეხბურთელი, რომლის გარშემოც ამდენი ხმაურია ატეხილი.

გამეირო 1987 წლის 9 მაისს პატარა, მაგრამ დიდი ისტორიით სახელმოხვეჭილ ქალაქ სანლიში დაიბადა. სანლი პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 51 კმ-ში მდებარეობს. თუკი გაინტერესებთ, რითია გამორჩეული კევინის მშობლიური ქალაქი, შეგიძლიათ ინტერნეტში ცნობები მოიპოვოთ. გპირდებით, ბევრ საინტერესო ფაქტს გადააწყდებით. ჩვენ კი ფეხბურთს დავუბრუნდეთ... გამეირო, ისევე როგორც ძალიან ბევრი “სამფეროვანთა” ბანაკში, შერეული სისხლისაა. მისი წინაპრები პორტუგალიიდან გადავიდნენ საფრანგეთში საცხოვრებლად და სწორედ ამიტომ იყო, რომ კარლუშ კეირუშს მისი პორტუგალიელთა გუნდში ხმობა სურდა. მით უფრო, ფრანგების დამრიგებელი რაიმონ დომენეკი მას ყურადღებას არ აქცევდა. გამეირომ კეირუშს უარი სტკიცა. სიტუაცია მხოლოდ ლორან ბლანის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა. მან ლორიანელის გარდა გუნდში უამრავი ახალგაზრდას უხმო. მართალია თავდამსხმელი უკვე 23 წლისაა და მის ანგარიშზე სულ 3 სანაკრებო თამაშია, მაგრამ ყველას ესმის, რომ კევინის შეძენა სამომავლოდ გაკეთებულ მშვენიერ ინვესტიციას ნიშნავს.

მომავალი ვარსკვლავისთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო ცნობილი, თუ რა პროფესიას აირჩევდა და სწორედ ამიტომ იყო, რომ 6 წლიდან საფეხბურთო სკოლაში სიარული მეზობელ ქალაქში დაიწყო. 16 წლამდე ის მოკრძალებული სკოლების გუნდებში ასპარეზობდა, 2004 წელს კი “სტრასბურის” სკაუტთა ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ ამ კლუბში დაიწყო გამეიროს პროფესიული კარიერა. 2005-06 წლების სეზონში ის ძირითად გუნდში გადაიყვანეს. მართალია, სათამაშო პრაქტიკით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ლიგა1-ის მატჩში ერთხელ, უეფას თასზე ორჯერ და თასის გათამაშებაში ასევე ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ვინ იცის, რომ არა უმძიმესი ტრავმა (ჯვარედინი იოგების გაწყვეტა) მისი კარიერა უფრო სწრაფად განვითარებულიყო. კევინმა სრული 6 თვე გაატარა მინდორს მიღმა. ფიზიკურ ტანჯვას ისიც დაერთო, რომ “სტრასბურმა” რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას ვერ გაუძლო და ლიგა 2-ში დაქვეითდა. გამოჯანმრთელებული გამეირო ქვედა ლიგაში იმდენად კონცენტრირებული უკვე აღარ იყო. გუნდი წარმატებით თამაშობდა, ჩვენი გმირის შედეგიანობა კი უკეთესის სურვილს ტოვებდა - 3 გოლი 16 მატჩში. თავისი დიდი პოტენციალი თავდამსხმელმა იმავე ზაფხულზე ჩატარებულ სანაკრებო ტურნირზე დაადასტურა, სადაც 4 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. 2007-08 წლების სეზონში “სტრასბურმა” ელიტის საგზური მოიპოვა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ “ტყუილად”... გუნდმა იმავე წელს დატოვა უმაღლესი ლიგა და დღემდე არ დაბრუნებია იქაურობას. გამეირომ აღარ ისურვა ქვედა ლიგაში ასპარეზობა და კლუბი დატოვა. თავის რიგებში მისი ხილვა თავად მარსელის “ოლიმპიკს” სურდა, თუმცა მან “ლორიანის” ვარიანტს უპირატესობა იმიტომ მიანიჭა, რომ იქ სტაბილურად ასპარეზობისა და შესაბამისად, ზრდის მეტი შანსი მიეცემოდა. “სტრასბურმა” თავისი ვარსკვლავი სულ რაღაც 3 მილიონ ევროდ გაასხვისა. აშკარაა, ფეხბურთელს გუმანმა არ უღალატა. “ლორიანში” მას შესანიშნავი პირობები შეუქმნეს პროფესიული ზრდისთვის. რაც მთავარია, მას მწვრთნელშიც გაუმართლა, მისი დამრიგებელი კრისტიან გურკუფი იყო. ამ “სამმილიონიანმა” თავდამსხმელმა კი ახალი კლუბის მაისურით პირველსავე სეზონში 11 გოლის გარდა 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. კიდევ უფრო ძლიერად ჩაატარა ფეხბურთელმა შარშანდელი სეზონი. მის ანგარიშზე 17 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. ახალგაზრდა ფორვარდმა ლიგა1-ის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მხოლოდ მამადუ ნიანგს დაუთმო. მიმდინარე სეზონში ის არანაკლები ტემპით “ბეჭდავს და ბეჭდავს” გოლებს, 16 გოლის გარდა 3 პასი გააკეთა. საუკეთესო ბომბარდირობას ის ალბათ ვერც წელს შესწვდება. მას 4 ბურთით “ლილის” ლიდერი მუსა სოვი უსწრებს.

რა მოხდება ამ ზაფხულს, ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ ივარგებს. კევინი საკუთარ სამომავლო გეგმებზე არ ლაპარაკობს, აცხადებს რა, რომ

ჯერჯერობით “ლორიანის” გარდა სხვა საფიქრალი არ აქვს. მას მინდორზე სხვებისგან განსაკუთრებული ინტელექტი გამოარჩევს და იმედია, ეს ინტელექტი მას კარიერის წინსვლისთვისაც წაადგება. ის ხომ გზასაყარზე დგას. რომელი მიმართულება აღმოჩნდება მისთვის გამართლებული, იმედია, ამას უახლოეს წლებში ვიხილავთ.

რჩება თუ არა პსჟ-ში და აგრძელებს კონტრაქტს - დემბელემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს

რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო