არგენტინა. კლაუსურა. IX ტურის მიმოხილვა

მინუს ორი მწვრთნელი და მოედანზე ანთებული სანთელი

ესტუდიანტესი-სან ლორენსო 0:0

გაძევება: პლასენტე (88. სან ლორენსო)

ინდეპენდიენტე-გოდოი კრუსი 3:0

გოლები: 1:0 ივან პერესი (54), 2:0 ფრედესი (66), 3:0 ნუნიესი (85)

კოლონი-ოლიმპო 0:2

გოლები: 0:1 ბარეირო (16), 0:2 ლიტრე (67)

გაძევება: კაირე (52. კოლონი)

არსენალი-კილმესი 2:2

გოლები: 0:1 პაბლო ვასკესი (25), 1:1 ლისანდრო ლოპესი (72), 1:2 გარნიე (82), 2:2 ლეგუისამონი (90)

ურაკანი-რასინგი 0:0

რივერი-ბანფილდი 1:0

გოლი: 1:0 პავონე (68)

გაძევება: ბუსტამანტე (88. ბანფილდი)

არხენტინოსი-ხიმნასია 1:1

გოლები: 0:1 ვისკარა (25), 1:1 რიუსი (29)

ლანუსი-ბოკა 2:0

გოლები: 1:0 ვალერი (79), 2:0 ოიოსი (85)

ტიგრე-ოლ ბოისი 0:1

გოლი: 0:1 ბარიენტოსი (9)

გაძევება: როდალესი (90. ტიგრე), ხუან როდრიგესი (90. ოლ ბოისი)

ველესი-ნიუელსი 2:0

გოლები: 1:0 სანტიაგო სილვა (7), 2:0 ა. ფერნანდესი (78)

გაძევება: ესტიგარიბია (50. ნიუელსი)

არგენტინის საშემოდგომო ჩემპიონატის ნახევარიც მიილია, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ კლაუსურას ეკვატორს ლიდერის სტატუსით "რივერ პლეიტი" შეხვდებოდა, მდიდარი ისტორიის კლუბს ბოლო წლებში ხომ პრობლემები მოეძალა.

ტურის მოვლენები

მართალია, "რივერი" 18 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ დაკარგული ქულების მიხედვით პოტენციური ლიდერი "ველეს სარსფილდია", რომელსაც კონკურენტზე ერთით ნაკლები ქულა აქვს, მაგრამ ერთით ნაკლები შეხვედრაც გამართა.

ამ ტურმა ერთბაშად ორი მწვრთნელი მოინადირა - "ნიუელს ოლდ ბოისი" წარსულში ცნობილ ფეხბურთელ რობერტო ნესტორ სენსინის შეელია, ხოლო "კოლონმა" მოულოდნელად ფერნანდო გამბოა დაითხოვა. მართალია, "კოლონის" არც თამაში და არც შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი, მაგრამ საოცარი ისაა, რომ ნახევარი წლის წინ კლუბის პრეზიდენტი გაცილებით უარეს სიტუაციაში მყოფი გუნდიდან არ უშვებდა ანტონიო მოჰამედს, სანამ ეს უკანასკნელი თავად არ წავიდა. აი, გამბოას კი შანსი ნაკლებად მისცეს - არადა, ერთი კვირის წინ "საბალერომ" თვით "სან ლორენსოს" მოუგო.

"კოლონის" სეზონს მწვრთნელთა დუეტი ჩაამთავრებს, მარიო სკიაკვა და რობერტო მარიონი. მომავალში კი გუნდის თავკაცად ხორხე ბურუჩაგა, დიეგო კანია ან ხოსე ანტონიო პიცი ესახებათ. "ნიუელსის" მწვრთნელობა კი მარსელო ბიელსას შესთავაზეს, მაგრამ ჩილელთა ეროვნულმა გმირმა შორს დაიჭირა.

ტურის მოვლენად ისიც მიგვაჩნია, რომ, როგორც იქნა, მოიგო "ოლ ბოისმა" - 6-მატჩიანი მოუგებელი სერია "ტიგრეს" ძლევით დაასრულა.

ტურის ციფრები

17 გოლი (1,7 გოლი მატჩში)

11:6 ასეთია ბურთების შეფარდება მასპინძლებსა და სტუმრებს შორის. ტურში არ ყოფილა არც ერთი ჰეთ თრიკი და არც დუბლი.

სულ 3 ფეხბურთელი გააძევეს: მაქსი კაირე (კოლონი), მარსელო ბუსტამანტე (ბანფილდი) და მარსელო ესტიგარიბია (ნიუელსი). ამ უკანასკნელს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენეს, წინა ორს - 2-2 ყვითელი ბარათი.

"ველესის" მოგებათა სერიამ 5 მატჩს მიაღწია.

ჯერ არ მოუგია "კილმესს", მაგრამ წაგებათა გრაფაში აქვს 0 "არხენტინოს ხუნიორს".

დანაკარგი

ტურის წინ "ოლიმპომ" პრეზიდენტი დაკარგა - 69 წლის ასაკში გარდაიცვალა ხორხე ლედო, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, რომ გუნდი არგენტინული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრებულიყო.

ტურის მატჩი

"არხენტინოს ხუნიორსი" ვს "ხიმნასია ლა პლატა"

ორი თანაბარძალოვანი გუნდის მატჩი. მეტოქეები იმდენად კარგად თამაშობდნენ, რომ ორივე გამარჯვებას იმსახურებდა. ცუდია, თუ "ხიმნასიასთან" გამოთხოვება მოგვიწევს ამ სეზონის შემდეგ, ძალიან საინტერესო გუნდია.

ტურის გმირი

მათიას ალმეიდა (რივერ პლეიტი)

"რივერის" ინჩასები აღაფრთოვანა კაპიტნის თამაშმა - ის "ბანფილდთან" მატჩში საუკეთესო იყო. მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ ითამაშა და ერთადერთ გოლში მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე გოლის ავტორ მარიანო პავონეს. ვეტერანიც ასეთი უნდა.

ტურის აღნიშვნა

"ველესის" გოლებს დიდი ინტერესით ველით ხოლმე, არა იმიტომ, რომ ვგულშემატკივრობთ - ექსტრავაგანტური სანტიაგო სილვა და მისი თანაგუნდელები მუდამ რაღაც საინტერესოს იგონებენ გოლის აღნიშვნისას. რა აღარ მოუფიქრებიათ მათ, მაგრამ ბოლო ტურში მსოფლიო გააოცეს - "ელ ტანკემ" გოლის გატანის შემდეგ მოედანზევე აანთო სანთელი. თურმე რატომ - ველესელ აუგუსტო ფერნანდესს დაბადების დღე ჰქონდა, იუბილარმა ჩააქრო კიდეც შებერვით სანთელი, ეს ყველაფერი მოედნის ცენტრში მოხდა - სილვას გარეშე არგენტინის ჩემპიონატი მოიწყენდა. შემდეგ გოლი უკვე თავად იუბილარმა გაიტანა.

ტურის გოლები

სანტიაგო სილვა (ველესი) "ნიუელსის" კარში

მარიანო პავონე (რივერი) "ბანფილდის" კარში

ივან პერესი (ინდეპენდიენტე) "გოდოი კრუსის" კარში

თ მ ფ წ ბ ქ

1. რივერი 9 5 3 1 9-4 18

2. ველესი 8 5 2 1 14-7 17

3. ოლიმპო 9 5 1 3 17-12 16

4. ესტუდიანტესი 9 5 1 3 10-5 16

5. არხენტინოსი 9 3 6 0 8-3 15

6. სან ლორენსო 8 4 2 2 10-5 14

7. ლანუსი 9 4 2 3 13-9 14

8. გოდოი კრუსი 9 4 2 3 17-15 14

9. ინდეპენდიენტე 9 3 4 2 13-9 13

10. რასინგი 9 4 1 4 13-12 13

11. კოლონი 9 4 1 4 11-14 13

12. ბანფილდი 9 3 3 3 10-11 12

13. ურაკანი 9 2 5 2 12-13 11

14. ტიგრე 9 3 2 4 9-11 11

15. არსენალი 9 2 4 3 12-13 10

16. ბოკა 9 3 1 5 5-11 10

17. ხიმნასია 9 2 3 4 9-13 9

18. ოლ ბოისი 9 2 2 5 3-11 8

19. ნიუელსი 9 1 2 6 9-19 5

20. კილმესი 9 0 3 6 6-13 3

ბომბარდირები: 6 - კამპორა (ურაკანი), სტრაკვალურსი (ტიგრე); 5 - ფუერტესი (კოლონი), გუტიერესი (რასინგი), ვალერი (ლანუსი), ნეირა (ხიმნასია), მაჯოლო (ოლიმპო); 4 - ნავარო (გოდოი კრუსი), სილვა (ველესი).

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა