მიუნხენის "ბაიერნი" მთლიანად გადართულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე. ამიტომაც ბუნდესლიგის 32-ე ტური ჩემპიონისთვის უახლოესი რეზერვის შემოწმებად გადაიქცა. თან, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს "ბაიერნის" მომავალი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის "აინტრახტი" ცდიდა.
გასულ ტურში მიუნხენელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ლარს-ლუკას მაის, ახლა კი მას დაემატა კიდევ სამი ფეხბურთელი, რომლებსაც აქამდე ბუნდესლიგაში არასოდეს ეთამაშათ - ნიკლას დორში, კოსოვოელი მერიტან შაბანი და 17 წლის კამერუნელი ფრანკ ევინა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 36 დღე იყო - "ბაიერნს" ასეთი ახალგაზრდული გუნდი 1971 წლის შემდეგ არ ჰყოლია მოედანზე!
"აინტრახტმა" ამ ფაქტით ვერ ისარგებლა და კიდევ უფრო დაშორდა ჩემპიონთა ლიგის ზონას.
29.04.18. ბაიერნი - აინტრახტი 4:1
ცოტა ხნის წინ "შალკე" ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს ცხრილის მეორე ადგილზე, მაგრამ ახლა თავის ყველაზე საძულველ მეტოქეს - "დორტმუნდს" დაწევის საშუალება მისცა. ამის მიზეზი "გლადბახი" გახდა, რომელიც ჯერ ისევ იბრძვის ევროპის ლიგის საგზურისთვის. თუმცა, დორტმუნდელებმაც ვერ მოიგეს - მათ პირადად ეთამაშა ფრე "ვერდერის" მეკარე პავლენკა. "შალკესა" და "დორტმუნდს" მოცდა მოუწევთ, რომ ოფიციალურად გაიფორმონ ჩემპიონთა ლიგის საგზური.
ძალიან არ გაუმართლა "ლევერკუზენს", რომელსაც 24 დარტყმა ჰქონდა, მის მეტოქეს - "შტუტგარტს" მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა და მაინც, 1:0 სტუმრებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი კრისტიან გენტნერმა გაიტანა, რომელმაც ბოლო 2 მატჩში მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიფორმა.
ასე რომ, "ლევერკუზენმა" ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში დაბრუნება, საიდანაც პარასკევის მოგების შემდეგ "ჰოფენჰაიმმა" გამოაგდო.
"კიოლნი" ოფიციალურად გავარდა მეორე ბუნდესლიგაში - მეექვსედ ბოლო 20 სეზონში. ასევე ცნობილი გახდა პირველი გუნდი, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს - ეს არის დიუსელდორფის "ფორტუნა", რომელიც 2012-13 წლების შემდეგ უბრუნდება უმაღლეს დივიზიონს.
და კიდევ, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მესამე ბუნდესლიგაში გავარდება "კაიზერსლაუტერნი".
ფაქტები
"ჰოფენჰაიმი" 9 მატჩია (24 თებერვლიდან) არ აგებს. გუნდს ამ სერიისას 6 მოგება და 3 ფრე აქვს.
"ჰოფენჰაიმმა" შინ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.
"ჰანოვერს" ბოლო 10 მატჩში ერთი მოგება აქვს.
"ჰანოვერს" 11 მატჩია სტუმრად არ მოუგია.
კრამარიჩს 10 გოლი აქვს 2018 წელს. მხოლოდ ლევანდოვსკიმ გაიტანა უფრო მეტი (13).
"ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო - ხუთივე დიდი ანგარიშით.
"ბაიერნს" ბუნდესლიგაში შინ 38-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომელიც 2016 წლის 12 მარტიდან იღებს სათავეს. ეს კლუბის ისტორიაში მესამე ყველაზე გრძელი სერიაა.
"აინტრახტმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო - სამივე დიდი ანგარიშით.
"აინტრახტს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"აინტრახტმა" ზედიზედ მეექვსე გასვლითი შეხვედრა წააგო.
"ბაიერნს" ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო შემადგენლობა ჰყავდა 1971 წლის შემდეგ.
"ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთედ მოუგო "აინტრახტს" (ბურთების შეფარდება - 22:3).
"ჰერტას" ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
"ჰერტამ" ბოლო 8 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო, მაგრამ 5 ფრე ითამაშა.
"აუგსბურგს" სტუმრად 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
გრეგორიტშმა "აუგსბურგის" რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გოლების რაოდენობით - 13.
ზელკემ პირველად გაიტანა ზედიზედ 3 მატჩში.
"ჰერტას" რიგებში შეცვლაზე შევიდა პალკო დარდაი - მთავარი მწვრთნელის, პალ დარდაის ვაჟი.
"ფრაიბურგმა" შეწყვიტა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია და 5-მატჩიანი წაგებათა სერია.
"ფრაიბურგმა" შეწყვიტა 4-მატჩიანი უგოლო სერია.
"კიოლნმა" ზედიზედ მეოთხე გასვლითი მატჩი წააგო.
"ფრაიბურგის" გოლების ნახევარი ნილს პეტერსენმა გაიტანა - 29-დან 15. ის გერმანელ ფორვარდებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.
"შალკეს" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს, მაგრამ ბოლო 4 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.
შეწყდა "შალკეს" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია საკუთარ მოედანზე.
"გლადბახმა" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო სტუმრად.
"შალკე" ბოლო 26 მატჩში მინიმუმ ერთი გოლს იტანს თამაშში. ეს კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი სერიაა.
"გლადბახის" მთავარ მწვრთნელს, დიტერ ჰეკინგს ზედიზედ 12 მატჩია არ დაუმარცხებია "შალკე".
"ჰამბურგმა" ბოლო 4 მატჩში მესამედ მოიგო.
"ჰამბურგს" ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება და 10 ქულა აქვს.
ჰოლტბიმ ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ გაიტანა.
"ჰამბურგმა" შეწყვიტა სტუმრად 14-მატჩიანი მოუგებელი სერია.
"ვოლფსბურგმა" 2018 წელს მხოლოდ 9 გოლი გაიტანა.
"ვოლფსბურგს" ბოლო 12 მატჩში ერთი და ბოლო 18 მატჩში 2 მოგება აქვს.
"ვოლფსბურგს" ბოლო 8 საშინაო მატჩი არ მოუგია.
"შტუტგარტმა" ბოლო 14 მატჩში პირველად დაამარცხა "ლევერკუზენი".
"ლევერკუზენმა" ზედიზედ მეორედ წააგო ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
"შტუტგარტს" ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.
მოგებების 58.3 პროცენტით, თაიფუნ ქორქუთი "შტუტგარტის" ყველა დროის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა.
როცა ქორქუთმა თებერვალში "შტუტგარტი" ჩაიბარა, გუნდი 4 ქულით იყო დაშორებული გასავარდნ ზონას, ახლა კი ერთი ქულა აშორებს ევროპის ლიგის ზონას.
როისმა 15 მატჩში მეთერთმეტედ გაუტანა "ვერდერს".
"ვერდერი" 11 მატჩია, შინ არ მარცხდება.
ბუნდესლიგა. XXXII ტური
ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (16), 1:1 ქარამანი (24), 2:1 კრამარიჩი (50), 3:1 კრამარიჩი (86)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - აკპოგუმა, ფოგტი, ნორდტვეიტი - კადერჟაბეკი, ამირი, დემირბაი (68. ბიჩაქჩიჩი), შულცი - კრამარიჩი, გნაბრი (20. ცუბერი), უტი (63. შალაი).
ბაიერნი-აინტრახტი 4:1
გოლები: 1:0 დორში (43), 2:0 ვაგნერი (76), 2:1 ჰალერი (78), 3:1 რაფინია (87), 4:1 ზიულე (90)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი (46. რაფინია), მაი, ჰუმელსი, ბერნატი - დორში, რუდი, შაბანი (56. ტიაგო ალკანტარა) - ევინა (66. ზიულე), ტოლისო - ვაგნერი.
ჰერტა-აუგსბურგი 2:2
გოლები: 0:1 გრეგორიტში (32), 0:2 კორდობა (61), 1:2 იბიშევიჩი (84-პენ), 2:2 ზელკე (87)
გაძევება: ჰელერი (90. აუსგსბურგი)
ფრაიბურგი-კიოლნი 3:2
გოლები: 1:0 პეტერსენი (14), 2:0 პეტერსენი (52), 2:1 ბიტენკურტი (82), 2:2 ბიტენკურტი (8"), 3:2 ჰალერი (90+2)
23-ე წუთზე გიუნტერმა ("ფრაიბურგი") ვერ გაიტანა პენალტი
შალკე-გლადბახი 1:1
გოლები: 0:1 რაფაელი (32), 1:1 კალიჯური (45+1-პენ)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - კალიჯური, გორეტცკა, ბენტალები, შიოპფი - ჰარიტი (64. მაკენი), კონოპლიანკა (90. ტოიხერტი) - ბურგშტალერი (82. დი სანტო).
გაძევება: ბენტალები (13. შალკე)
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 1:3
გოლები: 0:1 ვუდი (43-პენ), 0:2 ჰოლტბი (45+1), 1:2 ბრეკალო (78), 1:3 ვალდშმიდტი (90+3)
ლევერკუზენი-შტუტგარტი 0:1
გოლი: 0:1 გენტნერი (67)
ლევერკუზენი: ლენო - იედვაი, ბაუმგარტლინგერი (76. კისლინგი), რეტსოსი - ლ. ბენდერი (86. კორი), ჰაფერცი, არანგისი, ბეილი - ბელარაბი (68. ბრანდტი), ალარიო, ფოლანდი.
მე-17 წუთზე ალარიომ ("ლევერკუზენი") ვერ გაიტანა პენალტი
მაინცი-ლაიპციგი 3:0
გოლები: 1:0 დე ბლასისი (29-პენ), 2:0 მაქსიმი (85), 3:0 ბაკუ (90)
ლაიპციგი: გულაში - ილსანკერი, ორბანი, უპამეკანო, კლოსტერმანი - კამპლი, კეიტა, დემე, ლუკმანი (64. ბრუმა) - პოულსენი (64. ოგუსტენი), ვერნერი.
გაძევება: კეიტა (90. ლაიპციგი)
ვერდერი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 როისი (19), 1:1 დელენეი (45)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, აკანჯი - ვაიგლი - პულიშიჩი (61. შიურლე), გიოტცე, როისი, სანჩო - ფილიპი (79. იარმოლენკო).
29.04.18. ვერდერი - ბორუსია (დ) 1:1
ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი); 13 - მიხაელ გრეგორიტში (აუგსბურგი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), სანდრო ვაგნერი (ბაიერნი).
მომდევნო ტური
5 მაისი: დორტმუნდი-მაინცი, ლაიპციგი-ვოლფსბურგი, კიოლნი-ბაიერნი, ვერდერი-ლევერკუზენი, გლადბახი-ფრაიბურგი, აინტრახტი-ჰამბურგი, აუგსბურგი-შალკე, ჰანოვერი-ჰერტა, შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება
"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს
პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს