მონტე კარლოს მასტერსზე ნოვაკ ჯოკოვიჩის არყოფნაში რეიტინგში მეორე ადგილზე დაბრუნების შანსი ფედერერმა მიიღო
მონტე კარლოს მასტერსზე ნოვაკ ჯოკოვიჩის არყოფნაში რეიტინგში მეორე ადგილზე დაბრუნების შანსი მიიღო როჯერ ფედერერმა. შვეიცარიელმა შარშან გამოტოვა ეს მასტერსი, წელს კი დაბრუნდა ტურნირზე, სადაც სამჯერ ითამაშა ფინალში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოიგო.

კლასიფიკაციის მეორე საფეხურზე ასასვლელად როჯერს მონაკოში გამარჯვება ესაჭიროება, რაც ჯანმრთელი რაფაელ ნადალის პირობებში ძალიან რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ნადალი აქ მთავარ პრიზს იღებდა.

ფავორიტთაგან სწორედ ფედერერი ჩაება პირველი ბრძოლაში. როჯერის პირველი მეტოქე ფილიპ კოლშრაიბერი იყო. ამ გერმანელის წინააღმდეგ შვეიცარიელს არასოდეს უჭირდა - წინა ხუთ მატჩში ხუთი ჰქონდა მოგებული. ამჯერადაც ბრძოლა არ ყოფილა. მთელი მატჩის განმავლობაში გერმანელმა მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ის ვერ გამოიყენა, როჯერის ანგარიშზე კი ოთხი ბრეიკი იყო. 50 წუთში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:2, 6:1. შვეიცარიელმა კარგი ფორმა აჩვენა, ბევრს მოძრაობდა და მისი საფირმო დარტყმებიც აღწევდა მიზანს.

დღის დანარჩენი მატჩებიდან საინტერესო იყო ივან ლუბიჩიჩისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას დაპირისპირება. მთელი მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ფრანგი ინიციატივას ფლობდა, მაგრამ ივანი ზუსტად თამაშობდა. მართალია, პერიოდულად ფეხი სტკიოდა, მაგრამ კორტზე გადადაადგილებაში ეს ხელს არ უშლიდა. ფრანგს პირველ პარტიაში სეტზე ჩაწოდება შეეძლო, მაგრამ წააგო თავისი მოწოდება, შემდეგ კი ტაი-ბრეიკიც დათმო. მეორე სეტში ცონგამ ურთულესი 15-წუთიანი გეიმი მოიგო მიღებაზე, თუმცა აქედან მოყოლებული მის მოქმედებაში ჩავარდნა დაიწყო.

იმ მომენტისთვის თამაშის დაწყებიდან ორი საათი იყო გასული, წინა დღეს კი ჟო-ვილფრიდმა სამსეტიანი მატჩი ჩაატარა ხუან მონაკოს წინააღმდეგ და დაღლილი ჩანდა. მან რამდენიმე მარტივი ბურთი გააფუჭა ბადესთან, ხოლო შეტევაზე გადასვლისას ბევრ ბურთს უშვებდა აუტში. ლუბიჩიჩმა კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომები და მეორე სეტი 6:4 მოიგო. ხორვატის მეტოქე იმ დღესვე გაირკვა - უიმბლდონის ფინალისტმა, ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა დამაჯერებლად დაამარცხა ბელგიელი ვეტერანი ოლივიე როხუსი.

ამ სეზონის აღმოჩენის - მილოშ რაონიჩის გრუნტზე შესაძლებლობების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, რადგან მანამდე ამ საფარზე არც ATP-ისა და არც "ჩელენჯის" ტურნირზე არ უთამაშია. მაგრამ, როგორც ჩანს, კანადელს ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს. პირველ წრეში მან ფრანგი მიკაელ ლოდრა დაამარცხა, მეორეში კი ლატვიელ ერნესტ გულბისს აჯობა. შარშან ბალტიისპირელმა როლან გაროსზე მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და გრუნტზე თვით ფედერერი დაამარცხა, მაგრამ გაუთავებელი ტრავმების გამო გულბისს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, რაც რაონიჩთან შეხვედრამაც დაადასტურა. ცოტა ხნის წინ ერნესტმა ახალი მწვრთნელი აიყვანა - ყოფილი სომეხი ჩოგბურთელი სარგის სარგსიანი.

პირველ წრეში უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვის დამარცხების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ლატვიელის პრობლემები უკან დარჩა, მაგრამ რაონიჩის წინააღმდეგ ბევრი უნებლიე შეცდომა დაუშვა. უშეცდომო არც კანადელი ყოფილა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მას მეტოქე ეხმარებოდა. მეორე პარტიაში ლატვიელმა ორი მატჩბოლი მოიგერია და ბრეიკი გააკეთა, მაგრამ მატჩის გადარჩენის შანსი მალე გაქრა. მილოშმა მეორე ცდაზე მაინც შეძლო მატჩზე ჩაწოდება - 6:4, 7:5.

ATP

Monte-Carlo Rolex Masters

მონტე კარლო. გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

I წრე

ჟილ სიმონი (საფ, 16)-ტომას ბელუჩი (ბრა) 6:3, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 4:6, 6:3, 7:6(4); მაქსიმო გონსალესი (არგ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 3:6, 7:5, 6:1; ფაბიო ფონინი (იტა)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 3:6, 6:2, 6:2; გილერმო გარსია ლოპესი (ესპ)-ვენსან მილიო (საფ) 6:2, 6:4; პეპე რიბა (ესპ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 4:6, 6:3, 6:3; ალბერტ მონტანიესი (ესპ)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:4, 6:2;

II წრე

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:2, 6:1; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 12) 7:6(4), 6:4; მილოშ რაონიჩი (კან)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:4, 7:5; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:2, 6:3.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა